კატეგორია: ფოტოისტორია
2008 წლის აგვისტოს ომთან რამდენიმე მძიმე კადრი ასოცირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ფოტო, რომელიც საქართველოს 11 წლის წინანდელ ტრაგედიას ასახავს - დაბომბილ გორში დაჭრილი ქალია, რომელიც დახმარებას ითხოვს.

ფოტოს ავტორი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძეა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში Associated Press-ისთვის მუშაობდა. როგორც აბდალაძე მედიაჩეკერთან ჰყვება, ფოტო, რომელიც მოგვიანებით აგვისტოს ომის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, 9 აგვისტოს დილას გადაიღო.

"9-ში, გამთენიისას, [ფოტოგრაფები] თრიალეთის ტელევიზიასთან ვიყავით, ცხინვალის მიმართულებით დავიძარით და გზად დაბომბვაში მოვყევით. რუსული თვითმფრინავები შემოფრინდნენ ტერიტორიაზე, ერგნეთის მიმართულებით ჩამოყარეს ჭურვები, შემდეგ გორისკენ წავიდნენ, ჩვენც ქალაქის ცენტრში გადავინაცვლეთ, იქაც დაბომბეს. კორპუსებთან მივედით, სადაც ეს სურათები დაგვხვდა, უმძიმესი კადრები იყო - ქალი ძალიან დასახიჩრებული იყო და შველას ითხოვდა, ირგვლივ ბევრი გარდაცვლილი იყო“, - იხსენებს ფოტოგრაფი.

როგორც გიორგი აბდალაძე ჰყვება, ფოტოს გადაღების პროცესში მთლიანად იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ არსებული სიტუაცია აესახა და მასალა სწრაფად გადაეგზავნა. ფოტო გადაღებისთანავე Associated Press-ს გადაუგზავნა, ამის შემდეგ გავრცელდა გორში დაჭრილი ქალის კადრი საერთაშორისო მედიაში.

ფოტოზე გამოსახული ქალი ზოია მამედოვაა, ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვედრიდან მალევე მას მეზობლები დაეხმარნენ და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.


ფოტოგრაფი საკუთარი ქვეყნის ომში

 

alt
 

გიორგი აბდალაძისთვის წლების შემდეგ მის მიერვე გადაღებული ფოტოების ნახვა ძლიერ ემოციებს იწვევს, რადგან ისინი ცხელ წერტილში 11 წლის წინ მიმდინარე მოვლენებსა და მძიმე კადრებს აცოცხლებს.

"რთულია, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი უბედურება ხდება და შენ ცდილობ შეასრულო პროფესიული მოვალეობა. იმ დღეებში 5 ჟურნალისტი დაიღუპა. მძიმე პერიოდია, ახლა როდესაც ვუყურებ ამ ფოტოებს, ვიხსენებ იმ დროს, ძალიან რთულია და მძიმე ემოციებით ვივსები. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაქსიმალურად, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, მსგავსი რამ აღარ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს აბდალაძე.

დაჭრილი ქალის ფოტო და საინფორმაციო ომი
 

alt

ფოტოგრაფის ინფორმაციით, ფოტო, რომელზეც გორში დაჭრილი ქალია გამოსახული რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ უკრაინის ომის ფოტოდ გაასაღა, მოგვიანებით კი რუსულმა სპეცსამსახურებმა მას ბრალი ფოტოს გაყალბებაში დასდეს.

"ეს ფოტოები რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოიყენეს, თითქოს მასზე ასახული ხალხი დონბასის მცხოვრებლები იყვნენ. 2008 წლის პერიოდში მე და დავით მძინარიშვილს, რომელმაც ძმები რაზმაძეების ფოტო გადაიღო, ბრალი დაგვდეს თითქოს ჩვენ მივიყვანეთ მსახიობები და კადრები დადგმული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ კადრებით საინფორმაციო ომი მოვიგეთ. ჩვენ ამ ფოტოებით გადავფარეთ 2008 წლის ოლიმპიადა და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ ის ტრაგედია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. მსოფლიოს ყველა წამყვან საინფორმაციო გაზეთსა და სააგენტოებში ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფოტოები, რომლებიც ასახავდა რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ", - აცხადებს გიორგი აბდალაძე.

აგვისტოს ომი გარდა ქართველი ფოტოგრაფებისა, უცხოელი ფოტორეპორტიორების ობიექტივშიც მოხვდა. 2008 წლის ომის დღეებში გადაღებული 12 ფოტო "მსოფლიო პრესის ფოტოს" ჯილდოს მფლობელი გახდა.

კატეგორია: ფოტოისტორია
2008 წლის აგვისტოს ომი არაერთი უცხოელი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა. მათგან ორი ფოტოგრაფის ნამუშევრებმა 2009 წელს "მსოფლიო პრესის ფოტოს" [World Press Photo] პრიზები მიიღეს. 

Reuters-ის ფოტოგრაფის გლებ გარანიჩის ერთმა და პოლონური სააგენტოს Napo Images-ისა და გაზეთ Dziennik-ისთვის მომუშავე ფოტოგრაფის ვოიჯეხ გრზედზინსკის ფოტოკოლაჟმა (11 ფოტო) "მსოფლიო პრესის ფოტოს" კონკურსის მნიშვნელოვანიახალი  ამბების კატეგორიაში 2009 წელს მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.

გაფრთხილება: ფოტოების ნაწილი მძიმე სანახავია

alt
9 აგვისტო, 2008. ქალი იფარავს სახეს რუსული დაბომბვის შემდეგ.
Wojciech Grzedzinski



alt

10 აგვისტო, 2008. მღვდელი ლოცავს ქართველ სამხედროებს წინა ხაზზე გასვლამდე.
Wojciech Grzedzinski


alt
9 აგვისტო, 2008. ქალი ტირის, მის უკან კი რუსული ავიაიერიშის შედეგად კორპუსი იწვის.
Wojciech Grzedzinski


alt

9 აგვისტო, 2008. რუსული დაბომბვის შემდეგ, ზაზა რაზმაძეს უჭირავს ძმის ცხედარი.
Wojciech Grzedzinski


alt
9 აგვისტო, 2008. რუსული საჰაერო თავდასხმის შემდეგ ადგილობრივები გარდაცვლილი მეზობლის ცხედარს ნახულობენ.
Wojciech Grzedzinski


alt

11 აგვისტო, 2008. ქართველი ბიჭი ეხმარება დევნილს ცხინვალიდან, ეკლესიის გარეთ.
Wojciech Grzedzinski


alt
9 აგვისტო, 2018. ზაზა რაზმაძე რუსული დაბომბვის დროს დაღუპული ძმის თვალს ხუჭავს.
Wojciech Grzedzinski


alt
9 აგვისტო, 2008. ქართველი ჯარისკაცები ისვენებენ.
Wojciech Grzedzinski



alt
11 აგვისტო, 2008. ქართველი ჯარისკაცის ცხედარი მორგში. Wojciech Grzedzinski


alt
13 აგვისტო, 2008.  ცხინვალიდან დევნილები მიდიან თბილისში.
Wojciech Grzedzinski



alt
13 აგვისტო, 2008. რუსი ჯარისკაცი უკიდებს სიგარეტს.
Wojciech Grzedzinski


alt
9 აგვისტო, 2008. ზაზა რაზმაძე ძმის ცხედართან.
Gleb Garanich

კატეგორია: ბიოგრაფია

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ამერიკელი ჟურნალისტი ანდერსონ კუპერი CNN-ის სახე და გადაცემა "360 გრადუსი ანდერსონ კუპერთან" წამყვანია. კუპერმა კარიერა 1992 წელს დაიწყო და მას შემდეგ პროფესიული მოვალეობა 40-ზე მეტ ქვეყანაში შეასრულა. მას გაშუქებული აქვს მსოფლიოში მიმდინარე თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული.


პრივილეგია და ტრაგედია

ანდერსონ კუპერი დაიბადა 1967 წლის 3 ივნისს ნიუ-იორკში. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი ბიზნესმენის კორნელიუს ვანდერბილტის მემკვიდრის - დიზაინერისა და არტისტის გლორია ვანდერბილტისა და მწერალ ვაიეტ ემორი კუპერის მეორე ვაჟია.

alt გლორია ვანდერბილტი შვილებთან: ანდერსონ კუპერთან (მარცხნივ) და კარტერ ვანდერბილტ კუპერთან, 1972  

გავლენიანი ოჯახის გამო კუპერი ადრეული ასაკიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრში იზრდებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის იყო, როდესაც ფოტოგრაფმა დაიან არბუსმა ჟურნალ Harper's Bazaar-ისთვის გადაიღო. 10 წლიდან კუპერი ბავშვი მოდელი იყო და სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში, მათ შორის Macy's-სა და Ralph Lauren-ის პროექტებში მონაწილეობდა. 13 წლისამ მოდელობა შეწყვიტა, როგორც კუპერმა წლების შემდეგ განაცხადა ამის მიზეზი კაცი ფოტოგრაფის მიერ ფულის სანაცვლოდ სექსუალური შეთავაზება გახდა.