ქარტია აცხადებს ვაკანსიას საბჭოს მდივნის პოზიციაზე
27.04.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საბჭოს მდივნის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული განცხადებების მიღება და დასაშვებობის შემოწმება;
  • განცხადების განხილვისთვის მომზადება, მხარეებთან კომუნიკაცია;
  • საბჭოს სხდომების მომზადება, მონაწილეობის მიღება და გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • იურისტად მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
  • მედიაგარემოს ცოდნა;
  • საბჭოს გადაწყვეტილებების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა გააგზავნონ CV და სამოტივაცი წერილი ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com.

სათაურში უნდა მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ