საქართველოში ჟურნალისტების კეთილდღეობის მხარდაჭერა
21.09.2021
ჟურნალისტები მუშაობისას მუდივად არიან ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების რისკის ქვეშ.

დღეს, მსოფლიო კრიზისისა და განსაკუთრებული გამოწვევების ფონზე, მათი შრომა განსაკუთრებით აღსანიშნავია საზოგადოების ინფორმირების კუთხით და თვალსაჩინოა, თუ რამდენად რთულია ხანდახან ამის გაკეთება.

სტრესის, განუსაზღვრელი სამუშაო გრაფიკისა სხვადასხვა გარემო ფაქტორების გამო, ჟურნალისტები დეპრესიის, შფოთვის, პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ არიან.

არც ის არის სიახლე, რომ საქართველოში უამრავი ჟურნალისტი გამხდარა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ყველას კარგად გვახსოვს 2021 წლის ივლისში ექსტრემისტული დაჯგუფებების თავდასხმა ჟურნალისტებზე.

ეს პროექტი მიზნად ისახავს ჟურნალისტების მხარდაჭერას, მათთვის პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ ცნობიერების გაზრდასა და გაძლიერებას.

საზოგადოების როლი მნიშვნელოვანია მედიის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის.

აიღე შენი წილი პასუხისმგებლობა, დაეხმარე მედიას.

10 დოლარი - ერთი ინფოგრაფიკა
50 დოლარი - რესურსები ჟურნალისტებისათვის
100 დოლარი - ტრენინგი ჟურნალისტებისათვის
250 დოლარი - ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციები ჟურნალისტებისათვის

"ბალტიის და შავი ზღვის ალიანსის" ორგანიზებულ კამპანიაში შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ ბმულიდან.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ