13.06.2020
კონსურსი 2020 წლის 11 ივნისს დაიწყო და მედია პროდუქტის მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 11 ივლისია.
კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს:
- უნდა იყოს საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტი;
- შექმნილი მედია პროდუქტი უნდა ფარავდეს რეზოლუცია “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების”ოთხ მოქმედების სფეროს (მონაწილეობა, პრევენცია,დაცვა და პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაცია) ან ქალების წვლილს COVID19-თან ბრძოლაში;
- პროდუქტი უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდეგ.
მედია პროდუქტი უნდა იყოს:
- ინოვაციური და პრობლემის გადაწყვეტაზე მიმართული;
- იყენებდეს ტრანსფორმაციულ მიდგომას - წარმოაჩენდეს ქალებს, როგორც ცვლილებების აგენტებს და არა მსხვერპლებს;
- ხელს უწყობდეს საქართველოს კონტექსტში WPS-ის იმპლემენტაციას ან/და ქალების როლის წარმოჩენას კრიზისულ სიტუაციებში.
o წერილობითი პროდუქტი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 500 მაქსიმუმ 3000 სიტყვისგან.
o აუდიო/ვიდეო პროდუქტის ხანგრძლივობა მინიმუმ 5 მაქსიმუმ 30წუთი
პრიზები:
კონკურსის შედეგად გამოვლენილი 3 საუკეთესო მედია პროდუქტი და ჟურნალისტი წახალისდება პრიზებით:
- I ადგილი - სმარტფონი
- II ადგილი - 100$
- III ადგილი - 50$
ასევე, კონკურსის სამ საუკეთესო მონაწილეს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მედიის გლობალურ კონკურსში,რომლის გამარჯვებულიც გაემგზავრება ნიუ-იორკში და შეძლებს გააშუქოს გაეროს უშიშროების საბჭოს საქმიანობა.
დაინტერესებულმა პირებმა კრიტერიუმების შესაბამისი მედია პროდუქტი უნდა გაგზავნონ 2020 წლის 11 ივლისის ჩათვლით შემდეგ მეილზე: kostavanatia@gmail.com; თემაში მიუთითეთ- მედია კონკურსი_სახელი_გვარი.
კონკურსი ცხადდება ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალ მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) აერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში.