ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022 - კონკურსი გამოცხადდა
03.08.2022
კონკურსისთვის "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022" განცხადებების მიღება დაიწყო. პრიზის მფლობელები 8 კატეგორიაში გამოვლინდებიან. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:

ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს (საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეებს), რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში, 2021 წლის 30 ნოემბრიდან,  2022 წლის 1  ნოემბრის ჩათვლით. 

საპრიზო კატეგორიები 

კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს მხოლოდ ერთი კატეგორია და  წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკუთარი ნაშრომი. 

  • ა. სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • ბ. სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში; 
  • გ. საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • დ. ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • ე. ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ვ. დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • ზ. კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებას, რომელიც ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში).
  • თ.  საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში.

ნებადართული ენები

  • კონკურსში დაიშვება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული, ეთერში გასული ან ინტერნეტით გავრცელებული ნამუშევრები.
  • სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია აგრეთვე ოსურ და აფხაზურ ენებზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

  • კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის ჩათვლით) 2019  და 2020 წლების გამარჯვებულებს ან/და თანაავტორებს. 
  •  ჟიურის წევრებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” თანამშრომლებს, ასევე, კონტრაქტორებს, გრანტის მიმღებ პირებს თუ სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც კონკურსთან უშუალოდ არიან დაკავშირებული. 

რას მიიღებენ გამარჯვებულები?

თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული. 

  • (ა), (ბ), (გ), (დ), (ე), (ვ) კატეგორიებში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს;
  • (ზ) კატეგორიაში გამარჯვებული გაემგზავრება ერთთვიანი პროფესიული მივლინებით ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ლონდონის ოფისში; 

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ნოემბერი, 18:00 საათი. 

ვრცლად კონკურსის პირობებს გაეცანით ამ ბმულზე.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ