ვიდეო
კატეგორია - ვიდეო


„ჟურნალისტების პროფესიული ეთიკა და დილემები“, - კონფერენციის მომხსენებლები: ნინო ჯაფიაშვილი, „რადიო თავისუფლების დირექტორი“ და ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკას“ დირექტორი.




კატეგორია - ვიდეო
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" იურისტი, მარიამ დევიძე მედიის წარმომადგენლების პროფესიული საქმიანობის კანონმდებლობით დაცვის მექანიზმებზე

კატეგორია - ვიდეო


"მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" ოთხმა ჟურნალისტმა პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერების გამო სახალხო დამცველს მიმართა. "მედიაომბუდსმენის" დახმარებით ისინი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვენ. 

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტად იქცა. 

"აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ", - ვკითხულობთ "მედიაომბუდსმენის" განცხადებაში.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას გამოეხმაურა "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც". 

ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტი განაგრძობს მისი თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული - „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენებას.

"ქარტია მოუწოდებს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, იმსჯელოს პარლამენტის იმ წევრების ქცევაზე, რომლებიც რეგულარულად ავლენენ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს სახალხო დამცველს, რეაგირება მოახდინოს ამ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ზღუდავს კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებას და მათ მრავალათასიან აუდიტორიას ტოვებს ინფორმაციის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, 3-4 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს და 6 თვით - ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს. 

"ხალხის ძალის" დეპუტატების, სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნის საფუძველზე აკრედიტაცია თითო-თითო თვით შეუჩერდათ "ტვ პირველის" ჟურნალისტებს, ნატა ქაჯაიას და მაკა ჩიხლაძეს. ქაჯაიამ შესაბამისი განცხადება 3 ივნისს მიიღო, ჩიხლაძისთვის გაგზავნილი წერილი კი 21 მაისით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეწყვეტის მიზეზი ერთნაირად არის განმარტებული: "მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.

პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით,აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.

"მედიაჩეკერის" ვიდეოში ნახავთ, რა კითხვების გამო მოითხოვეს პარლამენტარებმა ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება.






 
კატეგორია - ვიდეო

საქართველოს პარლამენტმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ნინო წილოსანისთვის პარლამენტის ეზოში კითხვების დასმის გამო 1 თვით აკრედიტაცია შეუჩერა. 

ბალანჩივაძემ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსისგან შესაბამისი წერილი ორშაბათს, 3 ივნისს მიიღო. მასში აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად განმარტებულია, რომ "2024 წლის 29 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა". 

ჟურნალისტმა შესაბამისი ვიდეო, სადაც ნინო წილოსანი მას ეუბნება, რომ მისი დასანქცირებისთვის განაცხადს გააკეთებს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

"აი, ნახავ, ვინ ვის დაასანქცირებს", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი.




პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.

 
 
კატეგორია - ვიდეო


„მედიის განვითარების ფონდის“ ანალიტიკოსი, არაბელა კორძახია „მედიაჩეკერთან“ ქართული სახელისუფლებო მედიისა და რუსული პროპაგანდისტური მედიის ნარატივების მსგავსებაზე საუბრობს.

"ბოლო ორი წელია, რაც განსაკუთრებით დაახლოვდა რუსული პროპაგანდისტული და ქართული სახელისუფლებო მედიების ნარატივები, უფრო მეტად მას შემდეგ, რაც პირველად მოხდა "აგენტების კანონის" ინიცირება. ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსული მედია როგორც იგებს მაგალითად, დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს, ანალოგიურად ავრცელებს ქართული მედიაც", - არაბელა კორძახია

 
კატეგორია - ვიდეო


მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბრიდან ამ დრომდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სახელისუფლებო სტრუქტურებს 40-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ 851-ჯერ მიმართა. 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის 851 განცხადებიდან მედიაორგანიზაციებმა სრულყოფილი პასუხი 155 წერილზე მიიღეს, 144 განცხადებას პასუხი ნაწილობრივ გაეცა, 86-ს - დაგვიანებით. 

მედიასაშუალებების მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით გაგზავნილი 520 განცხადება კი სახელისუფლებო სტრუქტურებმა უპასუხოდ დატოვეს.

მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტატისტიკის ამსახველ ბაზას პროექტის - „მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში ქმნის.

მონაცემთა ბაზის შედეგებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ „მედიაჩეკერთან“ ორგანიზაციის დირექტორმა, ეკატერინე ბასილაიამ ისაუბრა. 

 
 

კატეგორია - ვიდეო


„გავრილოვის ღამეს“ დაზარალებული ჟურნალისტები ანა ვახტანგაძე და გიორგი დიასამიძე "მედიაჩეკერთან" 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობას აფასებენ. 

„ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას შეეცვალა მიდგომა მედიის წარმომადგენლების მიმართ და დაეცვა მათი უფლებები…პირიქით, ამის შემდეგ გვქონდა 5 ივლისი, როდესაც ათობით ჩვენი კოლეგა უმოწყალოდ სცემეს ხელისუფლების მხრიდან წახალისებულმა მოძალადე ჯგუფებმა", - გიორგი დიასამიძე

„ეს კანონი და ის დამოკიდებულება, რომელსაც ხელისუფლება ჩვენს მიმართ იჩენს არის ყველანაირად უსამართლო, არაკანონიერი, არაკონსტიტუციური და არაჰუმანური, რაც მთავარია“, - ანა ვახტანგაძე

2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს ვახტანგაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას რეზინის ტყვიები ფეხის არეში მოხდა, დიასამიძეს კი სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. "გავრილოვის ღამეს" ჯამში 40-მდე მედიის წარმომადგენელი დაშავდა. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს 18 დაზარალებული ჟურნალისტისთვის 5 000 ევროს გადახდა დაეკისრა. სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა 2024 წლის მაისის დასაწყისში დაადგინა.  




 
 
კატეგორია - ვიდეო


კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რუს კინორეჟისორს, კირილ სერებრენიკოვს რუსულ კანონთან დაკავშირებით კითხვა ქართველმა ჟურნალისტმა, ანანო ბაკურაძემ დაუსვა.

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში კირილ სერებრენიკოვის ფილმი “ლიმონოვი: ბალადა” მონაწილეობს. 

სერებრენიკოვს რუსეთში შემოქმედებითი საქმიანობა აკრძალული აქვს. მან ქვეყანა 2022 წელს დატოვა.

რუსულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა თბილისში მცხოვრებმა რუსმა მსახიობმა, ვიქტორია მიროშნიჩენკოვმაც.

 
კატეგორია - ვიდეო

25 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში, თითქმის, 2 საათი გაგრძელდა. 

ბათუმში გამართულ შეხვედრას არ დაესწრნენ დასავლეთ საქართველოში მომუშავე „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ წევრი ტელევიზიები.

ალიანსის დირექტორის, ნათია კუპრაშვილი განცხადებით, ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეხვედრის წინა დღით, ფაქტობრივად, შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე უკავშირდებოდნენ და მისვლას სთხოვდნენ. 

"მალევე ალიანსის საერთო შეკრებაზე ვიმსჯელეთ და მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენს რეგიონებში ჩვენი მაყურებლებისთვის ამჟამად არსებულ რეალურ პრობლემებს, საერთოდ არ შეესაბამება ის თემატიკა და დღის წესრიგი, რასაც მმართველი გუნდი გვთავაზობს და გვთავაზობს მის მიერ დადგენილი წესრიგითა და ფორმატებით. ამიტომ ჩვენ ვაცნობეთ პარლამენტის აპარატს, რომ მზად ვართ შეხვედრისთვის, უპირველესად კანონის გაწვევის შემთხვევაში, როგორც რეგიონულ მედიაში, ისე რეგიონებში მცხოვრები მოსახლებისთვის არსებული, რეალურად აქტუალური საკითხების ირგვლივ მსჯელობისთვის და არა ხელოვნურად აქტუალიზებული საკითხების გარშემო. 

რეალურ პრობლემებზე მსჯელობას, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება ე.წ. ,,უცხოური გავლენის" კანონით, სჭირდება რეალურად სამუშაო ფორმატი. სწორედ, ამიტომ უარი ვთქვით ამ უშედეგო შეხვედრაში მონაწილეობაზე. ცხადია, ეს არ ნიშნავდა გაშუქებაზე უარს. ჩვენი ოპერატორი მუშაობდა ადგილზე და სამთავრობო გუნდის ქმედებებს ჩვენ ყველგან, კვლავ სიღრმისეულად დავაკვირდებით," - ამბობს ნათია კუპრაშვილი.

რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა კი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსულ კანონზე ისაუბრეს. 

„მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიწია, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ იმიტომ, რომ თქვენ, თქვენი ამ კანონით ცდილობთ, გვიწოდოთ „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა““, - მიმართა გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა პარლამენტის თავმჯდომარეს.



რატომ "ასამარებს მედიას" რუსული კანონი - ამაზე ვრცლად "გურია ნიუსის" დირექტორმა, ია მამალაძემ ისაუბრა. მამალაძის თქმით, ხელისუფლება იღებს კანონს, რომელიც ჩვენს ქვეყნის რუსეთისკენ მიაქანებს.



„ეს კანონი დიდი რუსული კედელია ჩვენსა და ევროკავშირს შორის“, - ამ ბანერით გააპროტესტა რუსული კანონი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე „აჭარა თაიმსის" დამფუძნებელმა, სულხან მესხიძემ. 



შალვა პაპუაშვილს დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამოსვლა, როგორც „ბათუმელების“ რეპორტიორი, მანანა ქველიაშვილი წერს, რუსული კანონის საპროტესტო ბანერების ფონზე მოუწია. 




 

 
კატეგორია - ვიდეო

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას “პუბლიკას“, “ტაბულას“, “აპრილის“ ჟურნალისტებსა და დამოუკიდებელ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს შსს-ს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა OC Media-ს დამფუძნებელს, მარიამ ნიკურაძესაც.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტები სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხა, რაც სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.
16 აპრილს აქციაზე შსს-ს წარმომადგენლებმა სცემეს დამოუკიდებელ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ნურლან გაჰრამანლისაც. როგორც ის X(Twitter)-ზე წერს, მათ იცოდნენ, რომ ჟურნალისტი იყო.
გაჰრამანლი CPJ-სთან იხსენებს, რომ მას ტელეფონი წაართვეს და სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს. ჟურნალისტმა ცემის შედეგად ფიზიკური დაზიანება სახეზე მიიღო. როგორ იხსნებენ ჟურნალისტები მომხდარს და რას ელოდებიან მიმდინარე გამოძიებისგან, ნახეთ „მედიაჩეკერის“ ვიდეოში.



კატეგორია - ვიდეო

ონლაინ მედიის ჟურნალისტებს მეოთხე დღეა პარლამენტში არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს. 

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტების განცხადებებით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საფრთხე შესაძლოა, მათ საქმიანობასაც დაემუქროს. 

პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენის დღიდან, 15 აპრილიდან ამოქმედდა, რაც ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს. შეზღუდვა არ ეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი იმ დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებსაც ეხებათ, რომელთა წლიური შემოსავალის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდანაა მიღებული. 

რუსული კანონის პროექტი მსგავს მედიასაშუალებებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას ავალდებულებს. 

რუსულ კანონს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები 2023 წლის მსგავსად, წელსაც აპროტესტებენ. 

15 აპრილიდან პარლამენტთან სხვადასხვა დროს ორი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 

16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.