ვაკანსიები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საბჭოს მდივნის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული განცხადებების მიღება და დასაშვებობის შემოწმება;
  • განცხადების განხილვისთვის მომზადება, მხარეებთან კომუნიკაცია;
  • საბჭოს სხდომების მომზადება, მონაწილეობის მიღება და გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • იურისტად მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
  • მედიაგარემოს ცოდნა;
  • საბჭოს გადაწყვეტილებების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა გააგზავნონ CV და სამოტივაცი წერილი ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com.

სათაურში უნდა მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ონლაინგამოცემა „პუბლიკა“ ახალი ამბების ჟურნალიტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

მოთხოვნები:


  • გამოცდილება ახალი ამბების მომზადებაში;
  • ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
  • მულტიმედია უნარები – ფოტო/ვიდეოგადაღება/მონტაჟი;
  • ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა. 

ანაზღაურება:

ახალი ამბების რეპორტიორისთვის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი. ასევე – შეთანხმებით განსაზღვრული მორიგეობები.

მსურველებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ მისამართზე: info@publika.ge;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 მაისი, 18:00 საათი;


განაცხადის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – რეპორტიორი!
"სტუდია მონიტორი" გამომძიებელი ჟურნალისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

მოთხოვნები:
  • განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ჟურნალისტური კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევები;
  • კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს;
  • კარგად უნდა ესმოდეს პროფესიული ეთიკის სტანდარტები.

დაინტერესებულმა პირებმა monitori.ge@gmail.com - ელექტრონულ მისამართზე უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
  • რეზიუმე (CV)
  • სამოტივაციო წერილი
  • სამი ნამუშევარი (ვიდეო ან ბეჭდური)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 ივნისია.

"სტუდია მონიტორი" უპირატესობას მიანიჭებს ჟურნალისტიკაში მუშაობის გამოცდილებას და შერჩეულ კანდიდატებს თავად დაუკავშირდება გასაუბრებისთვის.
საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), ახალი პროექტის ფარგლებში, გამოცემებისთვის - "მთის ამბები" და "რეგინფო" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

  • მულტიმედია რეპორტიორი
  • ვიდეოოპერატორი/მემონტაჟე
  • სათემო რადიოების პროდიუსერი
  • სოციალური მედიის მენეჯერი
  • პროექტის კოორდინატორის თანაშემწე
  • მძღოლი/ტექნიკური ასისტენტი

სამუშაო ადგილის, ანაზღაურების, მოთხოვნებისა და ძირითადი მოვალეობების შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: vacancy.icn@gmail.com

აუცილებელია, რომ სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2020 წლის 30 ნოემბერია.

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ინფორმაციით, გასაუბრების მიზნით შერჩეულ პირებს 3 დეკემბრამდე დაუკავშირდებიან.