პოდკასტების სერია
კატეგორია - პოდკასტების სერია
"როცა ბიზნესი კატასტროფულად შემცირებულ შემოსავლებზე საუბრობს, შეუძლებელია მან გაიღოს დამატებითი ხარჯი სატელევიზიო რეკლამისათვის. მიმდინარე წელს 90%-ით შემცირდა ტელევიზიაში კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლები", - ტელეკომპანია "ბორჯომის" დირექტორი მარინა კუპატაძე საუბრობს იმ პრობლემებზე, რის წინაშეც პანდემიის დროს ადგილობრივი ტელევიზია დადგა.



ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას - “ცხოვრება კოვიდთან ერთად”, რომელიც მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ

ინტერვიუ ჩაწერილია 17 ნოემბერს.
კატეგორია - პოდკასტების სერია
„გუშინ დამიდასტურდა კოვიდი და ჯერ არავინ დამკავშირებია. პანკისის ხეობაში ოფიციალურად მხოლოდ 3 თუ 4 შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა, ამის მიღმა, ვირუსი ძალიან მოდებულია, უბრალოდ, არავინ მიდის ექიმთან და არც ეპიდემიოლოგები ინტერესდებიან. ის განგაში, რაც რამდენიმე თვის წინ იყო გამოცხადებული, დღეს აღარ არის“, - ამბობს ლუიზა მუთოშვილი, პანკისის სათემო რადიო / Radio Way-ს რედაქტორი.

პოდკასტების სერია - “ცხოვრება კოვიდთან ერთად” , ამჯერად პანკისის სათემო რადიოს მასპინძლობს. რადიოს რედაქტორი ამბობს, რომ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების, მაგალითად, სათემო რადიოების არსებობა, ისეთი ხეობისთვის, როგორიც პანკისის ხეობაა, ძალიან მნიშვნელოვანია.



პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ

ინტერვიუ ჩაწერილია 10 ნოემბერს
კატეგორია - პოდკასტების სერია
"იმ დროს, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას არ სჯეროდა კორონავირუსის, ჩვენ ვცდილობდით მათთვის დაგვეპირისპირებინა არგუმენტირებული მასალები, ექიმებზე, ინფიცირებულ ადამიანებზე დაყრდნობით. მგონია, რომ კარგად მოვიქეცით, როცა ამ თემებზე წერა არ შევწყვიტეთ", - საბა წიწიკაშვილი, ონლაინ გამოცემა Qartli.ge-ს დამფუძნებელი შიდა ქართლში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.


ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას - “ცხოვრება კოვიდთან ერთად” , რომლის ფარგლებში ჩვენი კოლეგები სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან მათ რეგიონში არსებულ ვითარებასა და მათი მუშობის სირთულეებზე გვიამბობენ.

პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ.

ინტერვიუ ჩაწერილია 2 ნოემბერს.
კატეგორია - პოდკასტების სერია
"ერთი კვირის წინ ნინოწმინდაში კორონავირუსით 30 წლის ქალი გარდაიცვალა. მაგრამ არც მის ოჯახს და არც ხალხს, არ სჯერა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ვირუსი გახდა. ოჯახს პრეტენზიაც ჰქონდა ჩვენს მიმართ, რომ ცრუ ინფორმაცია გავავრცელეთ. აქ ადგილობრივების უმეტესობას არ სჯერა, რომ პანდემიაა... ჯანდაცვის სამსახური კი, ამ დროს, ჩვენთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, მხოლოდ ციფრებზე გველაპარაკება", - რიტა სტამბოლციანი, ნინოწმინდის სათემო რადიო "ნორის" ჟურნალისტი გვიყვება, რა ვითარებაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. NOR



ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას - “ცხოვრება კოვიდთან ერთად” , რომლის ფარგლებში ჩვენი კოლეგები სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან მათ რეგიონში არსებულ ვითარებასა და მათი მუშობის სირთულეებზე გვიამბობენ

პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ

ინტერვიუ ჩაწერილია 27 ოქტომბერს
კატეგორია - პოდკასტების სერია

"ჩვენთან ბევრი სტუდენტია, რომლებიც სომხეთში სწავლობენ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გაგვერკვია, როგორ შეეძლოთ სომხეთში წასვლა სწავლის გასაგრძელებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან მოლაპარაკებებით მივაღწიეთ იმას, რომ ეს სტუდენტები დღეს ესწრებიან ლექციებს" - გაიანე აკოჯიანი, ახალქალაქში მოქმედი ონლაინგამოცემის JNEWS.ge - Информационный центр Джавахети-ის ჟურნალისტი, გვიყვება მათ შეცვლილ როლზე პანდემიის პირობებში. 

 

ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას - “ცხოვრება კოვიდთან ერთად” , რომლის ფარგლებში მედიაგამოცემები გვიზიარებენ გამოცდილებას, როგორ შეიცვალა მათი ყოველდღიურობა და ასევე, მათი როლი კორონავირუსის პანდემიის პირობებში. 

 პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ.

 ინტერვიუ ჩაწერილია 20 ოქტომბერს

კატეგორია - პოდკასტების სერია

ქუთაისის ადგილობრივი ონლაინგამოცემის, "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი ანა ჯანაშია გვიზიარებს დაკვირვებას, რა ზიანი მიადაგა ქუთაისს კორონავირუსის პანდემიის გამო და როგორ დაკარგა ქალაქმა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო.





პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის" მიერ პროექტის "ცხოვრება კოვიდთან ერთად" ფარგლებში.  პროექტი გაცნობთ იმ ჟურნალისტების შეფასებებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში კოვიდ-19-ის თემაზე მუშაობენ.

პოდკასი ანა ჯანაშიასთან ჩაწერილია 12 ოქტომბერს.

 

  • მოუსმინეთ სხვა პოდკასტებს სერიიდან - ცხოვრება კოვიდთან ერთად ამ ბმულზე 
  • ან გამოიწერეთ "მედიაჩეკერის" იუთუბის არხი და მიიღეთ შეტყობინებები ახალი პოდკასტის გამოქვეყნებისთანავე 
კატეგორია - პოდკასტების სერია

Covid-19-ის პანდემიისას ადგილობრივი მედიის როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა. "გურია ნიუსის" გამომცემელი ია მამალაძე გვიყვება, როგორ იმუშავეს საგანგებო მდგომარეობის დროს სოფლად გამგებლის წარმომადგენელებთან ერთად იმისათვის, რომ არსებობისთვისთვის აუცილებელი საშუალებების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას დახმარებოდნენ.



პოდკასტი მომზადებულიამულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ პროექტის “ცხოვრება კოვიდთან ერთად” ფარგლებში

პროექტი გაგაცნობთ იმ ჟურნალისტების შეფასებებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში კოვიდ-19-ის თემაზე მუშაობენ.

პოდკასტი ჩაწერილია 7 ოქტომბერს.

 

კატეგორია - პოდკასტების სერია

"როდესაც კარანტინი გამოცხადდა, ყოველდღიურად ათობით ზარი და შეტყობინება შემოდიოდა, მოქალაქეები გვწერდნენ ერთადერთ რამეს, ეს იყო საკვები", - ონლაინგამოცემა "ბათუმელების" ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი გვიყვება, რა ძალისხმევა გასწია ადგილობრივმა მედიამ კორონავირუსის პანდემიის გამო ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად, რომელთაც იმ პერიოდში უკიდურესად გაუჭირდათ.



პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის" მიერ პროექტის "ცხოვრება კოვიდთან ერთად" ფარგლებში.

პროექტი გაგაცნობთ იმ ჟურნალისტების შეფასებებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში კოვიდ-19-ის თემაზე მუშაობენ.

პოდკასტი ჩაწერილია 30 სექტემბერს.

კატეგორია - პოდკასტების სერია
ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხის" დირექტორი მაია იველაშვილი გვიყვება როგორ იმოქმედა პანდემიამ და ჩაკეტილმა საზღვრებმა სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებზე.



პოდკასტი მომზადებულია “მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ პროექტის “ცხოვრება კოვიდთან ერთად” ფარგლებში.

პროექტი გაგაცნობთ იმ ჟურნალისტების შეფასებებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში კოვიდ-19-ის თემაზე მუშაობენ.

პოდკასტი ჩაწერილია 2020 წლის 11 სექტემბერს
კატეგორია - პოდკასტების სერია
ჩაკეტილი ე.წ. საზღვრის გადალახვის მცდელობა სიცოცხლის რისკის ფასად, შეჩერებული ტურისტული ბიზნესი, ვერგასაღებული პროდუქტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის პანდემიამ ყველგან დატოვა მძიმე კვალი. სოფო ხუბულავა, რადიო ათინათიდან, გვიყვება რა გამოწვევების წინაშე დადგნენ ადგილობრივები Covid-19-ის გამო.



პოდკასტი მომზადებულია “მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ პროექტის “ცხოვრება კოვიდთან ერთად” ფარგლებში.

პროექტი გაგაცნობთ იმ ჟურნალისტების შეფასებებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში კოვიდ-19-ის თემაზე მუშაობენ.

პოდკასტი ჩაწერილია 2020 წლის 11 სექტემბერს