ვაკანსიები
alt

მედიაკრიტიკის პლატფორმა „მედიაჩეკერი“ აცხადებს სტაჟირებას ახალგაზრდებისთვის. კანდიდატებს უნდა აინტერესებდეთ მედია ეთიკის, თვითრეგულირების, დეზინფორმაციის, მედია ტექნოლოგიებისა და მედიაგარემოს საკითხები.

სტაჟირების განმავლობაში, შერჩეული კანდიდატები იმუშავებენ „მედიაჩეკერის“ რედაქტორის ხელმძღვანელობით.

  • სტაჟირების ადგილი: თბილისი
  • სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი; სამუშაო საათები განისაზღვრება სტაჟიორის განრიგის გათვალისწინებით
  • ხანგრძლივობა: 3 თვე (1 ოქტომბერი - 30 დეკემბერი)

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: infomediachecker@gmail.com (სამოტივაციო წერილში ნათლად აღწერეთ, რატომ გსურთ სტაჟირების გავლა)

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 სექტემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
"ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი" (IWPR) ეძებს მკვლევარს, კონფლიქტების გაშუქებასთან დაკავშირებული სენსიტიური ტერმინოლოგიის შესახებ სახელმძღვანელოს შესაქმნელად.

დეტალები იხილეთ ტექნიკურ დავალებაში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 მარტი.

ტექნიკური დავალება და დამატებითი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე
ახალი ამბებისა და ანალიტიკური მასალების ვებპლატფორმა Caucasus Watch-ი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის თემებზე მომუშავე ავტორებისთვის ვაკანსიას აცხადებს.

Caucasus Watch-ი მომავალ კონტრიუბუტორებს შემდეგ პირობებს სთავაზობს:

  • თანამშრომლობის მოქნილი პირობები;
  • მასალების ორ - ინგლისურ და გერმანულ ენებზე რედაქტირება და ვებგვერდზე განთავსება;
  • მკითხველთა ფართო აუდიტორიაზე წვდომა.
Caucasus Watch-ის ინტერესის სფერო ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხებია.

დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი რეზიუმე (ინგლისურ/გერმანულ ენებზე), კითხვები და წინადადებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გაგზავნონ: redaktion@caucasuswatch.de

დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
ტელეკომპანია ,,დია“ აცხადებს ვაკანსიას ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე. ტელევიზია ეძებს ახალგაზრდა, გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი: გორი

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ინფორმაციის მოპოვებისა და გამართულად წერის უნარი.
  • მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • შრომისმოყვარეობა.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალურობა, დროის მართვის უნარი.

ანაზღაურება:  ფიქსირებული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: telecompanydia.vacancy@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეული პირები საჭიროების შემთხვევაში გაივლიან ერთთვიან პრაქტიკულ სწავლებას.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.