მედიასახლი “გურია ნიუსი“ თბილისის, ოზურგეთის, ჩოხატაურის
ოფისებში სამუშაოდ იწვევს ჟურნალისტებს და სტაჟიორებს ახალი ამბების
ჟურნალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება;
- მულტიპლატფორმული (ვებმასალების, ბეჭდური, ფოტო და ვიდეო) რეპორტაჟების მომზადება და ვებზე განთავსება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი (ან არასრული უმაღლესი - სტუდენტების შემთხვევაში) განათლება ჟურნალისტიკის ან სხვა სფეროში;
- ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, გადამოწმების უნარი;
- ქართულ ენაზე გამართულად წერის, ჟურნალისტიკის ეთიკური ნორმების განუხრელად დაცვის უნარი;
- პროფესიის მიმართ პასუხისმგებლობის, კომუნიკაბელურობის, გუნდურად მუშაობის უნარი;
- ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, ახალი მედიის ინსტრუმენტების ფლობა ან შესწავლის უნარი.
მსურველებმა უნდა წარადგინონ:
- რეზიუმე (CV);
- ნებისმიერი ზომის ფოტოსურათი;
- სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 150 სიტყვისა).