Maisi.News ევროკავშირის, კონსტიტუციური უფლებებისა და ინსტიტუციების
შესახებ სტატიების მოსამზადებლად ჟურნალისტ-მკვლევარსა და ახალი
ამბების ჟურნალისტს იწვევს.
დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს საჯარო ინფორმაციის
მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. მას უნდა ჰქონდეს ამბის
თხრობის/წერის გამოცდილება და დაინტერესებული უნდა იყოს ისეთი
საკითხებით, როგორებიცაა: ევროკავშირი, ადამიანის უფლებები,
დემოკრატიული ინსტიტუციები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონები და
დაკავშირებული საკითხები.
განცხადების მიხედვით, მედია კანდიდატებს სთავაზობს:
- მორგებულ, მოქნილ განრიგს და ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
- განგრძობით სწავლებასა და სხვადასხვა ტრენინგში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას.
- მომსახურების ანაზღაურებას - შეთანხმებით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ ორგანიზაციას დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: editorial@maisi.news