რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი დამოუკიდებელ მედიასა და საზოგადოებას?
11.04.2024

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა ორშაბათს, 15 აპრილს გაიმართება. საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. 

მმართველი პარტია ამჯერად რუსული კანონის მიღებას მიმდინარე სესიის ბოლომდე აანონსებს. რეგლამენტის თანახმად, კი საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება.

სახელმწიფო დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას ავალდებულებს, თუკი მათი შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. თავის არიდება ან დადგენილ ვადაში საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს ჯარიმას 25 000 ლარით. მონიტორინგის საფუძველი შეიძლება გახდეს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი განცხადებაც კონკრეტულ ორგანიზაციაზე სათანადო მინიშნებით.

რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი დამოუკიდებელ მედიასა და საზოგადოებას? Mediachecker.ge-თან ამაზე დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები: ლიკა ზაკაშვილი, თაზო კუპრეიშვილი და ნინო რამიშვილი საუბრობენ.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ