„ძალიან მნიშვნელოვანია, მედიამ გაზარდოს ლიდერი ქალების
ხილვადობა."
მოუსმინეთ, საერთაშორისო ექსპერტს, ლოლიტა ციგანე
„ძალიან მნიშვნელოვანია, მედიამ გაზარდოს ლიდერი ქალების
ხილვადობა."
მოუსმინეთ, საერთაშორისო ექსპერტს, ლოლიტა ციგანე
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მედია საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. პროფესიული
მოვალეობის შესრულებისას მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება დაცული
უნდა იყოს.
არსებითი მნიშვნელობა აქვს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის
პრინციპების დაცვასაც, რადგან მედია ინფორმირებული არჩევანის
გაკეთების მთავარი წყაროა.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის საომარი
მოქმედებების დროს დაიღუპა 3 და დაიჭრა 12 ჟურნალისტი.
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას რუსეთის სამხედრო
აგრესიას ემსხვერპლნენ: სტან სტორიმანსი [ტელეკომპანია RTL-ის
ოპერატორი], გიგა ჩიხლაძე [ტელეკომპანია „ალანიას“ ახალი ამბების
რედაქტორი, რომელიც NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიო
RFI-თვის მუშაობდა] და ალექსანდრ კლიმჩუკი [ITAR-TASS-ის
ფოტორეპორტიორი].
2008 წლის ომს აშუქებდნენ ქართველი ჟურნალისტები, მათ შორის იყვნენ
დავით ქაშიაშვილი და გიორგი კეპულაძე, რომლებიც „მედიაჩეკერთან“
აგვისტოს მოვლენებს იხსენებენ.
"მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" ოთხმა ჟურნალისტმა
პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერების გამო სახალხო დამცველს მიმართა.
"მედიაომბუდსმენის" დახმარებით ისინი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას
ითხოვენ.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტად იქცა.
"აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ", - ვკითხულობთ "მედიაომბუდსმენის" განცხადებაში.
ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას გამოეხმაურა "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც".
ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტი განაგრძობს მისი თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული - „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენებას.
"ქარტია მოუწოდებს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, იმსჯელოს პარლამენტის იმ წევრების ქცევაზე, რომლებიც რეგულარულად ავლენენ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს სახალხო დამცველს, რეაგირება მოახდინოს ამ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ზღუდავს კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებას და მათ მრავალათასიან აუდიტორიას ტოვებს ინფორმაციის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, 3-4 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს და 6 თვით - ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს.
"ხალხის ძალის" დეპუტატების, სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნის საფუძველზე აკრედიტაცია თითო-თითო თვით შეუჩერდათ "ტვ პირველის" ჟურნალისტებს, ნატა ქაჯაიას და მაკა ჩიხლაძეს. ქაჯაიამ შესაბამისი განცხადება 3 ივნისს მიიღო, ჩიხლაძისთვის გაგზავნილი წერილი კი 21 მაისით თარიღდება.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეწყვეტის მიზეზი ერთნაირად არის განმარტებული: "მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.
პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით,აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
"მედიაჩეკერის" ვიდეოში ნახავთ, რა კითხვების გამო
მოითხოვეს პარლამენტარებმა ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის
შეჩერება.
საქართველოს პარლამენტმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ნინო წილოსანისთვის პარლამენტის ეზოში კითხვების დასმის გამო 1 თვით აკრედიტაცია შეუჩერა.
ბალანჩივაძემ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსისგან შესაბამისი წერილი ორშაბათს, 3 ივნისს მიიღო. მასში აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად განმარტებულია, რომ "2024 წლის 29 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა".
ჟურნალისტმა შესაბამისი ვიდეო, სადაც ნინო წილოსანი მას ეუბნება, რომ მისი დასანქცირებისთვის განაცხადს გააკეთებს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"აი, ნახავ, ვინ ვის დაასანქცირებს", - ამბობს "ქართული
ოცნების" დეპუტატი.
პარლამენტის
თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით, აკრედიტებული
ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის
თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს
ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
„მედიის განვითარების ფონდის“ ანალიტიკოსი, არაბელა კორძახია
„მედიაჩეკერთან“ ქართული სახელისუფლებო მედიისა და რუსული
პროპაგანდისტური მედიის ნარატივების მსგავსებაზე საუბრობს.
"ბოლო ორი წელია, რაც განსაკუთრებით დაახლოვდა რუსული
პროპაგანდისტული და ქართული სახელისუფლებო მედიების ნარატივები, უფრო
მეტად მას შემდეგ, რაც პირველად მოხდა "აგენტების კანონის" ინიცირება.
ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსული მედია როგორც იგებს მაგალითად,
დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს, ანალოგიურად ავრცელებს ქართული
მედიაც", - არაბელა კორძახია
მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის მონაცემებით,
2023 წლის სექტემბრიდან ამ დრომდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით
სახელისუფლებო სტრუქტურებს 40-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ 851-ჯერ
მიმართა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის 851 განცხადებიდან
მედიაორგანიზაციებმა სრულყოფილი პასუხი 155 წერილზე მიიღეს, 144
განცხადებას პასუხი ნაწილობრივ გაეცა, 86-ს - დაგვიანებით.
მედიასაშუალებების მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით გაგზავნილი
520 განცხადება კი სახელისუფლებო სტრუქტურებმა უპასუხოდ დატოვეს.
მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტატისტიკის ამსახველ ბაზას პროექტის -
„მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში ქმნის.
მონაცემთა ბაზის შედეგებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
მნიშვნელობის შესახებ „მედიაჩეკერთან“ ორგანიზაციის დირექტორმა,
ეკატერინე ბასილაიამ ისაუბრა.