კატეგორია: ეთიკა
„გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი: ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის“ - ამ სათაურით, ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ ავრცელებს, მასალაში ვკითხულობთ: „გერმანიის ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გამოცემა “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს“.

გერმანიის შს მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერ განცხადების შესახებ მასალა იძებნება „დოიჩე ველესა“ და The Washington Post-ზე, სადაც მოცემულია მინისტრის ციტატა და ამბის კონტექსტი. სინამდვილეში, მინისტრმა თქვა, რომ ისლამი, გერმანულ კულტურას არ ეკუთვნის, გერმანული კულტურის ფორმირება ქრისტიანობის საფუძველზე მოხდა. ხოლო, „საქართველო და მსოფლიომ“ ზეეჰოფერის ნათქვამი კონტექსტის გარეშე მიაწოდა მკითხველს, რაც ქმნიდა განწყობას, რომ გერმანიის შს მინისტრი ისლამოფობია.

„საქართველო და მსოფლიოს“ შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, მაშინ როცა წერს, რომ გერმანიის შს მინისტრის თქმით, „ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს“. „დოიჩე ველესა“ და The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, რომ მინისტრს დეპორტაცია არ უხსენებია. თუმცა, „დოიჩე ველეზე“ იძებნება მისი სხვა, უფრო ძველი განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა დაჩქარდეს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, უნდა დაჩქარდეს იმ პირთა დეპორტაცია, რომელთაც ლტოვილის სტატუსი არ მიენიჭათ და ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან. ამ განცხადებაში მინისტრს მუსლიმები არ უხსენებია. „საქართველო და მსოფლიომ“ კი ორი განცხადება, რომელთაგან ერთი ისლამს, ხოლო მეორე დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდას ეხებოდა, და რომლებიც სხვადასხვა დროს გაკეთდა, ერთმანეთს დაუკავშირა და აუდიტორიას ერთად შესთავაზა.

რომა კალანდაძე
კატეგორია: ეთიკა
Facebook მომხმარებლების ნაწილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გააკრიტიკა შუაღამის ეთერში რუსულენოვანი საინფორმაციო გადაცემის გაშვების გამო. მათი მხრიდან პროგრამა აღქმული იყო, როგორც რუსული სახელმწიფო ტელეარხის მიერ მომზადებული გადაცემა. სინამდვილეში, “Настоящее время” (ნამდვილი დრო) ახალი ამბების რუსულენოვანი სატელევიზიო გადაცემაა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს 00:00 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გადაცემა კვირას, 23:00 საათზე გადის.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ გვერდზე, გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ, "ნამდვილი დრო" წარმოადგენს "რადიო თავისუფალი ევროპა"/"რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" ერთობლივ პროექტს, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდავეთსა და უკრაინაში მოქმედ საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებთან თანამშრომლობით".

არხი “ნამდვილი დრო” 2014 წლიდან მაუწყებლობს და მის მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის რუსულენოვანი აუდიტორია. აღნიშნული ტელეარხი ამზადებს როგორც რეპორტაჟებს, ისე ახალი ამბების კოლაჟებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ის მაუწყებლობს სატელიტის, საკაბელო არხებისა და ონლაინ პლატფორმის საშუალებით. არხის ცენტრალური ოფისი პრაღაში მდებარეობს, მისი ჟურნალისტები კი მუშაობენ რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა და სხვა ქვეყნებში.
კატეგორია: ეთიკა
ქართული გამოცემების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ სირიაში 19 იეზიდი გოგონას ცოცხლად დაწვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა . ამ მედიასაშუალებებს შორის იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელმაც სიახლე ფოტოსთან ერთად ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნდა. ფოტო, რომელიც მასალებს ერთვოდა, ტექსტებში აღწერილ ამბავს არ უკავშირდებოდა. სინამდვილეში ეს ფოტო, პირველად 2013 წელს არაბულ გვერდზე elbashayeronline.com-ზე გამოქვეყნდა. ამ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს იყო პროტესტი ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მხარდამჭერი ქალებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამო. სტატიას თან ერთვის იგივე საპროტესტო აქციიდან მეორე ფოტოც.