კატეგორია - საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის“
ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი
დააკავეს.
რა მოხდა?
30 ივნისს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, „ტვ პირველის” ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ თავს.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი სოფელში ადგილობრივების პროტესტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები და გამგებლის მიერ მიწების შესაძლო მითვისების საკითხზე მუშაობდნენ.
გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა სოფლის გამგებლის ნათესავი. მოგვიანებით, კი ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გამგებლის კიდევ ერთმა ოჯახის წევრმა. მომხდარის ამსახველი კადრები „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
გამოძიების დეტალები
ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით: ძალადობისა (სსკ-ის 126-ე ) და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (სსკ-ის 154-ე) გამო მიმდინარეობს.

01.07.2021
ვრცლად