კატეგორია - ეთიკა
თბილისში, ახალგაზრდა ქალი ფეისბუკის პირდაპირი ეთერის რეჟიმში
მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადახტა და თვითმკვლელობა სცადა.
მედიასაშუალებების ნაწილმა თემაზე მომზადებულ ამბავს დაურთო Facebook
Live-ს ვიდეომასალა, რომელშიც სრულად ჩანს თვითმკვლელობის მცდელობა,
ნაწილმა ვიდეო არ გაავრცელა, მაგრამ ქალის ვინაობა დაასახელა და მისი
ფოტოსურათი გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი რამდენიმე გამოცემამ
გაავრცელა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალი, რომელმაც
თვითმკვლელობა სცადა, 500 ლარით დააჯარიმეს.
შემთხვევა 17 დეკემბერს მოხდა. გადახტომამდე, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, Facebook Live-ში ქალი საუბრობდა ფინანსურ პრობლემებსა და უსამსახურობაზე, რამაც მისი მტკიცებით, ასეთი საქციელის ჩადენა აიძულა.
სუიციდის მცდელობის ამსახველი ვიდეო ნაწილობრივ ან სრულად შემდეგმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს:
შემთხვევის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, 500 ლარით დააჯარიმეს. რამდენიმე საიტმა ეს ინფორმაცია ჯერ გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა გამოცემამ გაავრცელა გადამოწმებული ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობის მცდელობა ქართული კანონმდებლობით დასჯადი ქმედება არ არის და შესაბამისად, ქალს ვერ დააჯარიმებდნენ, ტექსტები შეასწორეს.
მიუხედავად გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებისა, presa.ge-ზე კვლავ იძებნება მასალა, რომ ქალი, რომელიც მტკვარში გადახტა თვითმკვლელობის მიზნით,500 ლარით დააჯარიმეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, დაუშვებელია, როდესაც მედია ზედმიწევნით აღწერს ადამიანების თვითმკვლელობას, აქვეყნებს ინფორმაციას სუიციდის მეთოდის შესახებ, აჩვენებს დადგმულ სცენას (რეკონსტრუქციას), ან ამართლებს სუიციდს, როგორც კრიზისსა და უბედურებაზე მისაღებ რეაქციას.
იგივეს ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტი. სახელმძღვაბელო წესებში აღნიშნულია, რომ „სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს“.
გარდა ამისა, სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სუიციდი როგორც პრობლემის გადაჭრის გზა, არ უნდა იყოს ნაჩვენები. რედაქცია განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას და დასვას კითხვა - რატომ ვაშუქებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას? რადგან, კვლევებმა დაადასტურა, რომ ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები. ეს რისკები განსაკუთრებით იწევს ამგვარი მოვლენის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას.
მედიისთვის გასათვალისწინებელ რეკომენდაციებში ასევე ვკითხულობთ:

- Rustavi2.ge
- Newposts.ge
- Itv.ge
- Imedinews.ge
- Palitravideo.ge
- Digest.pia.ge
- Inforustavi.ge
- Dianews.ge
- Alia.ge
- Resonancedaily.ge
- Cyc.ge
- Sputnik-georgia.com
- Accentnews.ge
- Tbiliselebi.com
- Pirveliradio.ge
- Plus.kvira.ge
- Infonews.ge
შემთხვევის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, 500 ლარით დააჯარიმეს. რამდენიმე საიტმა ეს ინფორმაცია ჯერ გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა გამოცემამ გაავრცელა გადამოწმებული ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობის მცდელობა ქართული კანონმდებლობით დასჯადი ქმედება არ არის და შესაბამისად, ქალს ვერ დააჯარიმებდნენ, ტექსტები შეასწორეს.
მიუხედავად გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებისა, presa.ge-ზე კვლავ იძებნება მასალა, რომ ქალი, რომელიც მტკვარში გადახტა თვითმკვლელობის მიზნით,500 ლარით დააჯარიმეს.
როგორ უნდა გაშუქდეს სუიციდი, ან სუიციდის
მცდელობა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, დაუშვებელია, როდესაც მედია ზედმიწევნით აღწერს ადამიანების თვითმკვლელობას, აქვეყნებს ინფორმაციას სუიციდის მეთოდის შესახებ, აჩვენებს დადგმულ სცენას (რეკონსტრუქციას), ან ამართლებს სუიციდს, როგორც კრიზისსა და უბედურებაზე მისაღებ რეაქციას.
იგივეს ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტი. სახელმძღვაბელო წესებში აღნიშნულია, რომ „სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს“.
გარდა ამისა, სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სუიციდი როგორც პრობლემის გადაჭრის გზა, არ უნდა იყოს ნაჩვენები. რედაქცია განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას და დასვას კითხვა - რატომ ვაშუქებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას? რადგან, კვლევებმა დაადასტურა, რომ ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები. ეს რისკები განსაკუთრებით იწევს ამგვარი მოვლენის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას.
მედიისთვის გასათვალისწინებელ რეკომენდაციებში ასევე ვკითხულობთ:
- თქვენი გაშუქება უნდა დაეხმაროს მომავალში სუიციდის შემთხვევების პრევენციას. დაამატეთ სტატიას ჩანართი “სუიციდის ნიშნების” ან მაგალითად, “სასარგებლო რჩევების” შესახებ. შეგიძლიათ ისტორიას ბოლოში ნდობის ტელეფონი და სხვა სასარგებლო ბმულები დაურთოთ.
- სუიციდისა და სუიციდისაგან გადარჩენილი ადამიანების გაშუქებისას ყურადღება გაამახვილეთ სუიციდის პრევენციაზე, ინფორმირებასა და მხარდაჭერაზე.
18.12.2018
ვრცლად

საზოგადოებრივი მაუწყებლის 
გადაცემის
იმედის
შემდეგ იყო ჟურნალისტის ჩართვა, რომელიც
ყვებოდა რა ხდებოდა დღის განმავლობაში და სიუჟეტი, რომელიც ძირითადად
აწყობილი იყო იმაზე, რომ მთელი დღის განმავლობაში ნაციონალური
მოძრაობა ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას.
“დედაქალაქი,
რუსთაველის გამზირი, პოლიტიკურმა ეპიცენტრმა თელავიდან ისევ თბილისში
გადმოინაცვლა. ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული
ოპოზიციის წევრებისა და მათი მომხრეების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
აქციის მონაწილეები, რომლებსაც თელავამდე ჩასვლის საშუალება არ
მისცეს, დედაქალაქში იკრიბებიან პროტესტის გასაგრძელებლად.
პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტის, დაპირისპირების, ჩხუბის და მძიმე
ბრალდებების თანხლებით” - ასეთი შესავლით გაიხსნა გადაცემა.
გადაცემის
“საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის
ინაუგურაცია გაგრძელდა იმავე ტრადიციით, რომელიც ჯერ კიდევ მეორე
ტურამდე დამკვიდრდა - "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტი მაქსიმალურ
იზოლაციაში ჰყავს. ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული უკანასკნელი
პრეზიდენტის ფიცის დადება ყველაფერი იყო სახალხო დღესასწაულის გარდა”,
- ამგვარი შესავლით წარადგინა სიუჟეტი გადაცემის წამყვანმა გიორგი
გაბუნიამ.
წინა სიუჟეტის მსგავსად, ინაუგურაციის
თემას შეეხებოდა ბოლო, 

ორივე გამოცემის მიერ გამოქვეყნებული
მასალა მხოლოდ ერთ რესპონდენტზე - გოგოს კლასელის მშობელზე დაყრდნობით
არის მომზადებული. არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ ეს ამბავი მან
მშობელთა კრებაზე გაიგო, ვიდეო კი ერთ-ერთმა მშობელმა აჩვენა. მისივე
თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და იმავე სკოლაში ორი მსგავსი
შემთხვევა მოსწავლეების სუიციდით დასრულდა. თუმცა ამის დამადასტურებელ
ფაქტს არც მშობელი ასახელებს და, როგორც მასალიდან ჩანს, არც
ჟურნალისტს უცდია ამბის გადამოწმება და დაზუსტება.

მედიაჩეკერი გამოქვეყნებული მასალის
გადამოწმებას შეეცადა. თათია მურაჩაშვილის პირად გვერდზე აღნიშნული
პოსტი ნამდვილად იძებნება. მას მომხმარებლები სხვადასხვა ტიპის
კომენტარებს უწერენ, ლანძღავენ ემიგრანტებს და ეკითხებიან სად მოხდა
შემთხვევა. პოსტის ავტორი მათ პასუხობს, რომ შემთხვევა საბერძნეთსა და
იტალიაში მოხდა და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს, თუმცა
ეს მასალები კომენტარებში არსად ჩანს.