კატეგორია - ეთიკა
2018 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა სტატია
სათაურით - „ეს თუ სიმართლეა, გამოდის ნარკოტერორიზმთან გვაქვს
საქმე“. მასალაში ორი რესპონდენტის ინტერვიუა. ერთ-ერთი მათგანი
სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი,
ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე გური
მენაბდიშვილია. იგი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, „საქართველოშიც
დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი“.
მეორე რეპონდენტი კი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ
ჯანაშია, რომელიც ჟურნალისტის კითხვაზე, - ამბობენ, რომ ჩვენთანაც
დაიწყეს ოპიუმის მოყვანა, პასუხობს - „ვერ დავადასტურებ, რომ
საქართველოში არის ოპიუმის პლანტაციები, მაგრამ დანამდვილებით
შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე აწარმოებენ
კანაბისს და მას ახალგაზრდები მოიხმარენ“.
იმ დროს, როცა საქართველოში ცხარე დისკუსია მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ნარკოპოლიტიკა და სულ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე ყოველგვარი სასჯელი გააუქმა, მენაბდიშვილის ეს განცხადება მედიის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.
„კვირის პალიტრის“ სტატია
საკმაოდ ვრცელია და სხვა ინფორმაციასაც შეიცავს, მაგრამ ონლაინმედიის
ნაწილმა ამ მასალიდან მხოლოდ ზემოთ დასახელებულ ორ დეტალზე გაამახვილა
ყურადღება და ყოველგვარი გადამოწმებისა და დამატებითი ინფორმაციის
მოძიების გარეშე, მკითხველს ახალ ამბად, მტკიცებით ფორმაში შესთავაზა
მასალები იმის შესახებ, რომ საქართველოში ოპიუმის მოყვანა
დაიწყეს.
ამგვარი ახალი ამბავი პირველმა თავად პალიტრა ჰოლდინგში შემავალმა გამოცემებმა - ინტერპრესნიუსმა, Ambebi.ge-მ და Palitranews.ge -მ გაავრცელეს. ამ მასალებში გური მენაბდიშვილს მიაწერეს ის კომენტარიც საქართველოში ოპიუმის პლანტაციების არსებობა/არარსებობისა და რეგიონებში კანაბის მოხმარების შესახებ, რასაც სინამდვილეში ჯემალ ჯანაშია ამბობს.
მალევე ამბავი ონლაინ მედიის ნაწილს ვირუსულად მოედო. პალიტრა ჰოლდინგში შემავალი სამი გამოცემის გარდა სტატიები გამოაქვეყნდა შემდეგ საიტებზე: Resonancedaily.com, Imedinews.ge, Commersant.ge, info9. ge, Timer.ge, Newsposts.ge, Allnews.ge, Trialieti.ge, Guriismoambe.com, Kutaisipost.ge, Pirveliradio.ge, Fortuna.ge. მოგვიანებით ინტერპრესნიუსმა მასალა შეასწორა და მენაბდიშვილისთვის მიწერილი კომენტარი, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ოპიუმის პლანტაციები არსებობდეს, წაშალა, თუმცა, მასალაში შესწორების შესახებ მინიშნება არ გაუკეთებია. ამავე დროს, ტექსტი არ შეუსწორებია Ambebi.ge-სა და Palitranews.ge-ს.
„საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს“ - გამოცემების უმრავლესობამ სათაურად ეს დეტალი ფაქტად გამოიტანა. ყველა მათგანი წერს, რომ ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ გური მენაბდიშვილმა განაცხადა და მითითებული აქვთ „კვირის პალიტრის“ სტატია. თუმცა, მათი ტექსტი ისეთივეა, როგორიც ეს ინტერპრესნიუსის თავდაპირველ ვერსიაში იყო და ამ ინფორმაციაში ამ დრომდე ჯანაშიას კომენტარის ავტორად გური მენაბდიშვილი წერია.
მიუხედავად ამბისა და მენაბდიშვილის ხმამაღალი განცხადების მნიშვნელობისა, დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებულის გადამოწმების მცდელობა არცერთ მასალაში არ ჩანს. ირკვევა, რომ საიტებს მასალის პირველწყაროც კი არ უნახავთ, ვინაიდან ტექსტებში ამ დრომდე [19:50] არ არის გასწორებული რესპონდენტების არეული კომენტარები. გამოცემები არც თავად მენაბდიშვილს დაკავშირებიან ნათქვამის დასადასტურებლად და იმის გასარკვევად, რა აძლევს მას ამ განცხადების საფუძველს. ეს კითხვა მისთვის არც პირველწყაროს ავტორს დაუსვამს.
ამ მასალების გავრცელების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში გური მენაბდიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ „ინტერპრესნიუსმა“ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული სტატიისა და მისი სიტყვების კონტექსტი შეცვალა და მას მსგავსი რამ არ უთქვამს.
იმ დროს, როცა საქართველოში ცხარე დისკუსია მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ნარკოპოლიტიკა და სულ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე ყოველგვარი სასჯელი გააუქმა, მენაბდიშვილის ეს განცხადება მედიის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.
„კვირის პალიტრის“ სტატია
საკმაოდ ვრცელია და სხვა ინფორმაციასაც შეიცავს, მაგრამ ონლაინმედიის
ნაწილმა ამ მასალიდან მხოლოდ ზემოთ დასახელებულ ორ დეტალზე გაამახვილა
ყურადღება და ყოველგვარი გადამოწმებისა და დამატებითი ინფორმაციის
მოძიების გარეშე, მკითხველს ახალ ამბად, მტკიცებით ფორმაში შესთავაზა
მასალები იმის შესახებ, რომ საქართველოში ოპიუმის მოყვანა
დაიწყეს.ამგვარი ახალი ამბავი პირველმა თავად პალიტრა ჰოლდინგში შემავალმა გამოცემებმა - ინტერპრესნიუსმა, Ambebi.ge-მ და Palitranews.ge -მ გაავრცელეს. ამ მასალებში გური მენაბდიშვილს მიაწერეს ის კომენტარიც საქართველოში ოპიუმის პლანტაციების არსებობა/არარსებობისა და რეგიონებში კანაბის მოხმარების შესახებ, რასაც სინამდვილეში ჯემალ ჯანაშია ამბობს.
მალევე ამბავი ონლაინ მედიის ნაწილს ვირუსულად მოედო. პალიტრა ჰოლდინგში შემავალი სამი გამოცემის გარდა სტატიები გამოაქვეყნდა შემდეგ საიტებზე: Resonancedaily.com, Imedinews.ge, Commersant.ge, info9. ge, Timer.ge, Newsposts.ge, Allnews.ge, Trialieti.ge, Guriismoambe.com, Kutaisipost.ge, Pirveliradio.ge, Fortuna.ge. მოგვიანებით ინტერპრესნიუსმა მასალა შეასწორა და მენაბდიშვილისთვის მიწერილი კომენტარი, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ოპიუმის პლანტაციები არსებობდეს, წაშალა, თუმცა, მასალაში შესწორების შესახებ მინიშნება არ გაუკეთებია. ამავე დროს, ტექსტი არ შეუსწორებია Ambebi.ge-სა და Palitranews.ge-ს.
„საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს“ - გამოცემების უმრავლესობამ სათაურად ეს დეტალი ფაქტად გამოიტანა. ყველა მათგანი წერს, რომ ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ გური მენაბდიშვილმა განაცხადა და მითითებული აქვთ „კვირის პალიტრის“ სტატია. თუმცა, მათი ტექსტი ისეთივეა, როგორიც ეს ინტერპრესნიუსის თავდაპირველ ვერსიაში იყო და ამ ინფორმაციაში ამ დრომდე ჯანაშიას კომენტარის ავტორად გური მენაბდიშვილი წერია.
მიუხედავად ამბისა და მენაბდიშვილის ხმამაღალი განცხადების მნიშვნელობისა, დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებულის გადამოწმების მცდელობა არცერთ მასალაში არ ჩანს. ირკვევა, რომ საიტებს მასალის პირველწყაროც კი არ უნახავთ, ვინაიდან ტექსტებში ამ დრომდე [19:50] არ არის გასწორებული რესპონდენტების არეული კომენტარები. გამოცემები არც თავად მენაბდიშვილს დაკავშირებიან ნათქვამის დასადასტურებლად და იმის გასარკვევად, რა აძლევს მას ამ განცხადების საფუძველს. ეს კითხვა მისთვის არც პირველწყაროს ავტორს დაუსვამს.
ამ მასალების გავრცელების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში გური მენაბდიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ „ინტერპრესნიუსმა“ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული სტატიისა და მისი სიტყვების კონტექსტი შეცვალა და მას მსგავსი რამ არ უთქვამს.
27.08.2018
ვრცლად








სახალხო დამცველის ინიციატივაზე სტატიები
მოამზადეს სხვა ონლაინგამოცემებმაც. ყველა მათგანის ტექსტი იდენტურია.
ამ მასალებში ასევე გაიხსენეს ნინო ლომჯარიას მოსაზრება 2 აპრილის
გამოქვეყნებული ანგარიშიდან, რომელიც ლგბტ პირთა უფლებრივ
მდგომარეობას ეხება და უარყოფითადაა შეფასებული ქორწინების ცნება,
როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის რეგულირება. აღსანიშნავია, რომ
ამ სტატიებში უცვლელად გადაიტანეს აპრილში გამოქვეყნებული ტექსტები,

"თითქმის ყველა მათგანი [ირანელი გიდები]
ირანელ ტურისტებს უყვება, რომ თბილისი სპარსული ქალაქი იყო, შემდეგ
რუსებმა მიითვისეს და ასე მოხვდა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიის
შემადგენლობაში. ისინი თბილისის, როგორც თავიანთი ქალაქის, დაბრუნებას
სხვადასხვა ფორმით ითხოვენ", - წერს ჟურნალისტი და მასალაში არ
მოჰყავს ფაქტის დამადასტრებელი არცერთი მაგალითი.
ერთ-ერთი მასალა, რომელსაც
მაგალითად,
22 ივლისს “რეზონანსზე” მასალა
გამოქვეყნდა სათაურით:
24 ივლისს “რეზონანსის” ვებგვერდზე RMG -
გოლდის დირექტორთან, ჯონი შუბითიძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა სათაურით










სეზონის ბოლო გადაცემაში საქართველოს
მოქმედ პრეზიდენტს ტყუილშიც დასდეს ბრალი. ერთ-ერთმა სტუმარმა,
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადაა, რომ გიორგი მარგველაშვილმა
მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველოში
ხელისუფლების ცვლილებით დაინტერესდნენო. “ნატოს სამიტზე არავის
აინტერესებს, რატომ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება”, - აღნიშნა
მან. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი “ქვეყნისთვის სასიცოცხლო
მნიშვნელობის მქონე კანონპროექტებს” ვეტოს მხოლოდ იმიტომ ადებდა, რომ
გუნდისთვის ეჩვენებინა თუ როგორი თვითმყოფადი პიროვნებაა. წამყვანის
შეფასებით კი, “გასული ხუთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტი ასრულებდა
მუხრუჭის როლს პოლიტიკურ პროცესში. აფერხებდა მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებების მიღებას და ყოველ ხელსაყრელ მომენტში თესავდა
ინტრიგას საკუთარი ამბიციებიდან გამომდინარე”. რაიმე არგუმენტი ამ
მოსაზრებების გასამყარებლად არც სტუმრებს უთქვამთ და არც წამყვანს
მოუთხოვია,