„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ტელევიზიები დღეს, 13:00 საათზე ბათუმში დაგეგმილ შეხვეედრაზე შალვა პაპუაშვილს არ შეხვდებიან
25.04.2024
კატეგორია - საქართველო

1 საათზე პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ბათუმში ხვდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის თემა თავისუფალია და კითხვა-პასუხის რეჟიმში შალვა პაპუაშვილი ყველა დასმულ საკითხზე ისაუბრებს. 

საკანონმდებლო ორგანო პაპუაშვილთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოში დარეგისტრირებული 45 მედიასაშუალების წარმომადგენლებს იწვევნენ. თამარ ჯანელიძის განმარტებით, შეხვედრაზე ის ტელევიზიებიც იქნებიან, რომლებსაც ბიური დასავლეთ საქართველოში აქვთ. 

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მომუშავე ალიანსის წევრი ტელევიზიები არ დაესწრებიან. 




კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ