ნოდარ ჩაჩუამ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დატოვა
30.11.2024
მასალა განახლებულია

ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შემდეგ, რედაქციას არაერთი პირი დაუკავშირდა, რომელთა თქმითაც, ნოდარ ჩაჩუას ტელევიზიიდან წამოსვლა არა მის მიერ დასახელებულ მიზეზს, არამედ სხვა, მათ შორის პირად საკითხებზე არხის ხელმძღვანელობასთან უთანხმოებას უკავშირდება. გამოცემამ დამატებით მიღებული ინფორმაციის გადამოწმებაც სცადა.

--------------

„მოამბის“ ჟურნალისტმა, ნოდარ ჩაჩუამ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დატოვა. ის ტელევიზიის თანამშრომელი ოფიციალურად 22 ნოემბრიდან აღარ არის. როგორც ჩაჩუა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, მისი და არხის მენეჯმენტის შეხედულებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რის გამოც ტელევიზიიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ბუნებრივია, „მოამბის“ ყველა თანამშრომელი ქვეყნის ევროპული კურსის ერთგულია, მე ასე მჯერა, ისევე როგორც მე“, - ამბობს ნოდარ ჩაჩუა.

დღეს, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ოთხმა ჟურნალისტმა: ბექა პატურაშვილმა, მარიამ ჯანელიძემ, მარიამ მენაბდემ და ვანო გავაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა.

ნოდარ ჩაჩუა 16 ოქტომბერს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალიდან ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ამბობდა, რომ ამაყი იყო, როგორც „საქართველოს პირველი არხის“ თანამშრომელი. 1tv.ge-ზე კი მისი სახელი და გვარით ბოლო მასალა - „„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება“ 23 ოქტომბერს იძებნება. 


ნახეთ ნოდარ ჩაჩუასთან დაკავშირებული მასალები:

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ