2019 წლის 9 ივნისს მთაწმინიდის მაჟორიტარულ ოლქში
პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს
მმართველი გუნდის მიერ მხარდჭერილი კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და
ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა
შავგულიძე დაუპირისპირდებიან.
არჩევნების მეორე ტურმა, პოლიტიკური სიმპატიების გათვალისწინებით,
კონკრეტული მედიასაშუალებების დღის წესრიგიც შეცვალა. ეს მეორე ტურში
გადასული მაჟორიტარობის კანდიდატების გაშუქების დისკურსში გამოიხატა.
მაგალითად ტელეკომპანია “იმედმა”, პირველი ტურის შემდეგ,
მაჟორიტარობის ოპოზიციურ კანდიდატს შალვა შავგულიძეს, მთავარ
საინფორმაციო გამოშვებებში, 7 სიუჟეტი მიუძღვნა. ამ მასალებში მის
ირგვლივ უარყოფითი კონტექსტის შექმნის მიზნით, შავგულიძე ყოფილ
სახელისუფლებო პარტიასთან “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის
გაიგივებული.
⇒ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა
მაგალითად, 22 და 23 მაისს, ორი სიუჟეტი მიუძღვნა
“იმედმა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
შავგულიძისადმი გამოხატულ მხარდაჭერას. მასალების მთავარი აქცენტი კი
ისაა, რომ შავგულიძე ამ მხარდაჭერას იღებს და სააკაშვილს მადლობას
უხდის.
“შალვა შავგულიძეს მხარს მეორე ტურში მიხეილ სააკაშვილი უჭერს.
მხარდაჭერა კანდიდატს ყოფილმა პრეზიდენტმა მორიგი facebook ლაივით
გამოუცხადა. შესაძლოა, ეს გირგვლიანის ოჯახის ყოფილი ადვოკატისთვის,
რომელიც რიგგარეშე არჩევნების წინ ყოფილი ნაციონალების ბანაკში
აღმოჩნდა, ერთადერთი მხარდაჭერა იყოს. ჯერჯერობით დამარცხებული
კანდიდატები შალვა შავგულიძის სასარგებლოდ ნაბიჯის გადადგმას არ
ჩქარობენ”, - ამ ტექსტით წარადგინა წამყვანმა ამ თემაზე მომზადებული
ერთ-ერთი სიუჟეტი.
⇒ "შავგულიძემ მორალური ზღვარი გადაკვეთა"
27 და 28 მაისს, შავგულიძის შესახებ მომზადებული ორი სიუჟეტის
მთავარი აქცენტი იყო ის, რომ “შავგულიძეს არ ახსოვს რაზე იხდის
სასჯელს ბაჩო ახალაია და უჭირს კითხვაზე პასუხი არიან თუ არა ახალაია
და ვანო მერაბიშვლი პოლიტპატიმრები”.
ამავე სიუჟეტებში მმართველი გუნდის წევრების კომენტარებით კიდევ ერთი
მესიჯი ვრცელდება შალვა შავგულიძეზე: “მან მორალური ზღვარი
გადაკვეთა”.
“შალვა შავგულიძის ადვოკატი, პასუხს ვერ გვცემს და ერიდება პასუხის
გაცემა იმაზე, იყვნენ და არიან თუ არა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო
ახალაია პოლიტპატიმრები, ვერ ამბობს ამას. ანუ, იმასაც კი ვერ ბედავს,
რომ განაცხადოს ღიად, რომ სანდრო გირგვლიანის ფაქტიურად მკვლელები,
ადამიანები, რომლებმაც სისტემა შექმნეს, რომელმაც თავის მხრივ მოკლა
სანდრო გირგვლიანი, პოლიტპატიმრები არ არიან. ამით ყველაფერი არის
ნათქვამი”, - ამბობს ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი დავით
მათიკაშვილი.
“ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი კარლო კოპალიანი კი განმარტავს, რომ “შავგულიძე დადგა
იმ ხალხის გვერდით, ვინც მოკლა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირგვლიანი და
მოლაშვილი, ამაზე მეტი ამაზრზენი რა უნდა იყოს?!”
⇒ შავგულიძე "იმედის კვირის" რაკურსით
შავგულიძის თემა აქტუალური იყო იმედის კვირის შემაჯამებელ გადაცემა
“იმედის კვირაშიც”. მასზე ამ ფორმატში ასევე ორი ვრცელი სიუჟეტი
მომზადდა. ამ მასალებშიც მთავარი ხაზი მიხეილ სააკაშვილის
მხარდაჭერასა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” მის აფილაციაზე
გადიოდა.
2011 წლის 26 მაისზე მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, წამყვანმა თემა
ასე წარადგინა:
“ამ გუნდთან ერთად, ამ ყველაფრის შემოქმედთან ერთად აპირებს შალვა
შავგულიძე ქვეყანაში სამართლიანობისთვის ბრძოლას უსამართლობის
წინააღმდეგ. პოლიტიკური და სამართლებრივი პარადოქსი იქნება ჩვენი
შემდეგი თემა. ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი შალვა
შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებს. რა მიზანმა გააერთიანა გირგვლიანის
ოჯახის ადვოკატი გირგვლიანის მკვლელ ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან? რა
მოსულა და რა არა პოლიტიკაში?”
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის კონტექსტში განიხილა "იმედის კვირამ"
შალვა შავგულიძის თემა 2 ივნისის გადაცემაში.
“კომფორტი და ძალაუფლება რომ არ ეთმობოდა მიხეილ სააკაშვლს ამის
ნათელი მაგალითია ახალგაზრდა ბანკირის მკვლელობის საქმე, რომლის
გასაყალბებლად ყველაფერზე წავიდა, მკვლელებს სასათბურე პირობები
შეუქმნა და კანონმდებლებს კანონებიც კი შეაცვლევინა იმისთვის, რომ
საკუთარი იმიჯი და ხელისუფლება გადაერჩინა. მკვლელობიდან 13 წლის
შემდეგაც წარმოუდგენელია იმ სისასტიკეზე საუბარი, რომლის ავტორიც
სააკაშვილის რეჟიმი იყო. როგორ გაანადგურეს ოჯახი, რომელიც
უსამართლობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა. სამართლიანობისთვის ბრძოლას
შვილმკვდარი დედაც შეეწირა,რომლის გვერდითაც სამართლებრივი ბრძლის
გზაზე მაშინ შალვა შავგულიძე იდგა. დღეს კი იმ გუნდის
წარმომადგენელია, რომელიც თავის დროზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაში
ამხილა”, - ამბობს წამყვანი.
შემდეგ თემა გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებისთვის განსაკუთრებული
პირობების შექმნის მიზნით განხორციელებული საკნონმდებლო ცვლილელებების
კუთხით გაიშალა. საუბარი იყო იმაზე, რა როლი ჰქონდა ამ საქმეში
საკანონმდებლო ორგანოს. აღნიშნულით სიუჟეტში იმას გაესვა ხაზი, რომ
მაშინდელი კანონშემმოქმედები მოცემული მომენტისთვის ევროპულ
საქართველოს წარმოადგენენ, რომლებიც თავის მხრივ არჩევნებში მხარს
შალვა შავგულიძეს უჭერენ.
“აი ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვთავაზა ბატონმა შავგულიძემ,
რაც იყო ამ ფილმის შექმნის მიზეზი და მიზანიც ის იყო, რომ ადამინებმა
დაინახონ და ადამიანებმა გადაწყვიტონ შეიძლება თუ არა ასეთი
ურთიერთობების დაშვება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში”, - ამბობს
აღნიშნულ თემაზე მომზადებული საგამოძიებო ფილმის ავტორი ვახტანგ
კომახიძე.
“მის [შავგულიძის] საქმეში ახლა არავინ ერევა ის, როგორც ნაციონალური
რეჟიმის შემოქმედები… თანამოაზრეა იმ კანონშემოქმედების, ვინც
გირგვლიანის მკვლელვებს კანონები მოარგო და ვისზეც სტრასბურგის
საჩივარშიც ამბობდა, რომ ცვლილება სწორედ ამ საქმეს მოარგეს… ბრძოლა
მანდატისთვის აერთიანებს მათთან, ვისაც წლების განმავლობაში ებრძოდა,
მათთან ერთად აპირებს კანონშემოქმედებას ვინც კანონმდებლობა საკუთარ
ინტერესებს და გირგვლიანის მკვლელობის საქმის გაყალბებას მოარგო”, -
განმარტავს ჟურნალისტი.
⇒ გირგვლიანისა და ხორავას ქუჩის საქმე
შავგულიძის თემაზე მომზადებული ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი იმედის მთავარ
საინფორმაციო გამოშვებაში 5 ივნისს გავიდა. ამ მასალაში ხაზგასმულია,
რომ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი გირგვლიანის საქმეს ხორავას
ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ადარებს. ჟურნალისტის თქმით, ეს თავის
მხრივ “ნაციონალური მოძრაობის” მანკიერ წარსულზე ხაზგასმაა, ეს კი იმ
ფონზე, როდესაც შვგულიძე მთაწმინდაზე მაჟორიტარობისთვის სწორედ ყოფილი
ხელისუფლების წარმომადგენლების სახელით იბრძვის.
აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთდასახელებულ სიუჟეტში
საპირისპირო მხარის კომენტარებსაც ვისმენთ. თუმცა, მასალების
ყურებისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს მხოლოდ ხელოვნური ბალანსის
შექმნის მცდელობაა და სხვა არაფერი. სიუჟეტების აქცენტები, კონტექსტი,
ტონი და ლექსიკა, ცალსახად, ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ
უარყოფითი ფონის შექმნისა და ამომრჩევლის ემოციებით მანიპულირების
შთაბეჭდილებას ტოვებს. აღსანიშნავია, რომ სანდრო გირგვლიანის თემა
შავგულიძის კონტექსტში ტელეკომპანია იმედისთვის არჩევნების პირველი
ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც აქტუალური იყო. მაშინ შალვა
შავგულიძეს პასუხს იმაზე სთხოვდნენ, რატომ არ გაასაჩივრა გირგვლიანის
საქმე სააპელაციო სასამართლოში.
⇒ შავგულიძის თემა არჩევნების პირველ ტურამდე
ამ თემაზე, ტელეკომპანია იმედმა გადაცემაში “პირისპირ” შავგულიძესა
და გირგვლიანის საქმის მოსამართლეს ლევან მურუსიძეს შორის დებატიც
მოაწყო. ამ გადაცემაში კამათი სწორედ იმაზე წარიმართა, რამდენად სწორი
იყო ადვოკატის მხრიდან საქმის სააპელაციო სასამართლოში არგასაჩივრება.
იმავე თემაზე, იმავე სტუდიაში დისკუსია შალვა შავგულიძესა და ფრაქცია
ქართული ოცნების” ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს შორისაც შედგა.
შუალედური არჩევნების პირველი ტური 19 მაისს გაიმართა. არჩევნებში
მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო, პირველ ტურში გამარჯვება
ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა. ქართუკი ოცნების კანდიდატმა ვლადიმერ
კახაძმ ამომრჩევლების ხმების 41%, ხოლო ევროპული
საქართველო-თავისუფალი დემოოკრატების კანდიდატმა 36.83%
მიიღო.

არჩევნების პირველი ტურის შედეგების
გამოცხადებისთანავე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა
ტელეკომპანია „იმედმა“
არხზე ხშირად ჩნდებოდნენ ხელისუფლების
წარმომადგენლები, რომელთანაც ტელეკომპანიის წამყვანებს ვრცელი
ინტერვიუები ჰქონდათ, მაგალითად კახი კალაძესთან, დავით
სერგეენკოსთან, მაია ცქიტიშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან, ივანე
მაჭავარიანთან. ინტერვიუების მიმდინარეობისას მთავრობის
წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება საუბარი იმ მიმართულებით
წაეყვანათ, რომელიც მათთვის იქნებოდა მომგებიანი.
10 ნოემბერს შაბათის ქრონიკის მთავარი
სტუმარი თბილისის მერი კახი კალაძე იყო. ამ დღეს თბილისში,
პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის
სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. ინტერვიუს პარალელურად, აქციაზე
სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა გადაცემის წამყვანს ერთხელაც
„ნაციონალური მოძრაობისადმი“ კრიტიკული
ტონი და „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობა ცალკეული შემთხვევა არ ყოფილა
და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოტივი „იმედი LIVE”-ის ეთერში გასვლას
ლაიტმოტივად გასდევს. როგორც წამყვანმა თეონა გეგელიამ პირველ
გადაცემაშივე აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ
სატელევიზიო გადაცემის წაყვანა არც მისთვის იყო „კომფორტული
მდგომარეობა“, თუმცა განმარტა, რომ „ამ ძალის [ნაციონალური მოძრაობის]
ხელისუფლების რომელიმე შტოსთან მოახლოვების წინააღმდეგ პოზიციონირება
არის ამ ტელეკომპანიის ღირებულებითი არჩევანი და ჩემი პირადი
არჩევანიც.“
ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და
გრიგოლ ვაშაძის შესახებ კი ძირითადად შემდეგი მესიჯები ტრიალებს -
„მტერი“, „ტერორისტული ორგანიზაცია“, „რევოლუციური სექტა“ „რუსული
პროექტი“ და ა.შ. გადაცემაში ასევე იყენებენ გრაფიკულ მანიპულაციებს,
როგორიცაა ვაშაძის რუსეთის დროშის ფონზე გამოსახვა (სალომე
ზურაბიშვილის კი საფრანგეთის დროში) და სისხლისფრად შეღებილი ნიაღვრის
ნაკადით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან დაკავშირებული
ჩინოვნიკების გამოსახულებების გადაფარვა.
გადაცემა „იმედი LIVE” თავისი ფორმატითა
და შინაარსით ტელეკომპანია „იმედზე“, ნაწილობრივ, რუსთავი 2-ის
გადაცემა „კვირის აქცენტებს“ წააგავს, თუმცა საწინააღმდეგო პოლიტიკური
პოლუსითა და ნაკლები უცენზურო გამონათქვამით. რუსთავი 2-ის აღნიშნული
გადაცემის შესახებ, მედიაჩეკერმა რამდენიმე დღის წინაც მოამზადა

რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო
გამოშვება კი კვლავინდებურად მაქსიმალურად კრიტიკულია ხელისუფლებისა
და მისი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. არჩევნების მეორე ტურის
გამოცხადებიდან მალევე, „კურიერმა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით,
აქტიური დაიწყო, ხელისუფლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით
ამომრჩევლებზე
რაც შეეხება რუსთავი 2-ის ტოქ შოუ
„არჩევანს“, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე
სულ 7 გადაცემა გავიდა. ამათგან ერთი გადაცემა დაეთმო „ხალხის ხმას“,
სადაც როგორც წესი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობის
კომენტარებია ხოლმე თავმოყრილი მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ერთი
გადაცემა მთლიანად დაეთმო ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“.
არჩევნების მეორე ტურის წინა ღამეს კი გადაცემაში საზოგადოების
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გადაცემაში მიწვეულნი,
თუმცა აღსანიშნავია რომ ამ ადამიანების უმეტესობა ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის კადიდატის მხარდამჭერები ან სახელისუფლებო კანდიდატისადმი
უკიდურესად კრიტიკულად განწყობილები იყვნენ. დარჩენილი გადაცემების
სათაურები („წართმეული არჩევანი; რატომ გვაშინებს ოცნება“,
„ივანიშვილის ძველი გვარდია“, „მზადება გაყალბებისთვის“) კი
თავისთავად მეტყველებს გადაცემების პათოსზე.
ზოგადად, გადაცემა „იმედისა“ და რუსთავი
2-ის ტოქ შოუებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად
სენსაციური იყო. მაყურებელს ჰქონდა საშუალება, რომ მშვიდად მოესმინა
თითოეული წამყვანისა თუ სტუმრის პოზიცია. თუმცა, გადაცემის სტუმრებს
შორის ჭარბობდა ხელისუფლების მომხრე ან ნაციონალური მოძრაობისადმი
მკვეთრად ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკოსები, სახელმწიფო
მოხელეები ან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები
(რამდენიმე მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, გოგა ხაინდრავა, ხათუნა
ხოფერია, ზაზა შათირიშვილი, ნაირა გელაშვილი და ა.შ.). გადაცემაში
სტუმრად ასევე ჰყავდათ სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნებისადმი
კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები (მაგ. რომან გოცირიძე, გიორგი
ვაშაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი) ანდა საჯარო ფიგურები, რომლებიც
კრიტიკულად არიან განწყობილნი როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური
საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი (დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე,
ზურაბ ჯაფარიძე).
შალვა
ნათელაშვილი: "ვიწყებთ შალვა ნათელაშვილით. ჩვენ ის კახეთში
გადავიღეთ, ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა ილაპარაკა ვენახებზე,
რომლებსაც კანაფის პლანტაციებით ჩანაცვლება ემუქრება, ილაპარაკა
სალომე ზურაბიშვილზე, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს, ილაპარაკა
ივანიშვილზე და საკუთარ გამარჯვებაზე. შალვა ნათელაშვილი თვლის, რომ
ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, როდესაც მოსახლეობას არც ქართული ოცნების
გაგონება უნდა, არც ნაციონალების, არც ყოფილი ნაციონალების, ამიტომ
ერთადერთი რეალური არჩევანი ლეიბორისტების თავმჯდომარეა. სოციალური
კვლევის შედეგების არ სჯერა და შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობისთვის
ემზადება".
დავით ბაქრაძე:
“დღევანდელი სიუჟეტის გმირსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ და თქვენგან
ის ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებდა. საერთაშორისო
სოციოლოგიურ კვლევებში ის არაერთხელ ლიდერობდა იმ პოლიტიკოსებს შორის,
რომლებიც მოსახლეობის მხრიდან ყველაზე დიდი სიმპატიით სარგებლობენ.
წლების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე იყო, დღეს კი
ოპოზიციაშია. საპრეზიდენტო არჩევნები მისთვის თავისთავად ახალი ხილი
არ არის, მან 2013-შიც იყარა კენჭი, ოღონდ მაშინ ძველი გუნდის
სახელით. ამჯერად, ის უკვე ევროპულ საქართველოს წარმოადგენს”.
სალომე
ზურაბიშვილი: “[სალომე ზურაბიშვილი] სწორედ ვანო მერაბიშვილს
ასახელებს მთავარ დამდგმელ სცენარისტად 2008 წლის აგვისტოს ომში.
თავის ფრანგულენოვან წიგნში ზურაბიშვილი ამბობს, რომ ომის დაწყება
მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ერთად დაგეგმა, საიდუმლო მოლაპარაკებების
წარმმართველი კი ვანო მერაბიშვლი იყო. მე უბრალოდ არ ვიცი სადამდე
შეიძლება წავიდეს ამ ადამიანის ფანტაზია მსოფლიოსთვის იმის
დასამტკიცებლად, რომ საომარი მოქმედებები სწორედ საქართველომ დაიწყო.
ეს ის წიგნია, რომელსაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს
ჰააგის სასამართლოში და ამ წიგნის ავტორი ქართველია და ამ ქართველს
პრეზიდენტობა და მთავარსარდლობა უნდა. უნდა არა, დარწმუნებულია, რომ
იქნება”.
გრიგოლ ვაშაძე:
“საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა
მემკვიდრეობაში დაგვიტოვა ოცნება ქართველებისა და აფხაზების ცხენების
დახმარებით შერიგებაზე და განცხადებები, რომელსაც რუსეთი ახლა ჰააგის
სასამრთლოში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. საგარეო საქმეთა ყოფილმა
მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მემკვიდრეობაში დაგვიტოვა ოკუპირებული
ტერიტორიების საერთაშორისო არაღიარება, რისთვისაც მთელი პლანეტის
ლამის კარდაკარ შემოვლა მოუხდა. დღეს ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის
11 პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატია, არა ოკუპირებული ტერიტორიებივით
არაღიარებული “ფსიქოპროექტის”, არამედ საერთაშორისო გიგანტის “ედისონ
რისერჩის” კვლევის მიხედვით, კანდიდატებს შორის სტაბილური ლიდერია.
დღეს გრიგოლ ვაშაძე საკუთარ თავზე ცოტას თვითონაც ილაპარაკებს, მაგრამ
უფრო მეტს მის შესახებ მისი ოჯახის წევრები მოგიყვებიან”.

წინასაარჩევნო პერიოდში
საერთო ეროვნული მაუწყებლების საეთერო დროის თითქმის ნახევარი
შესაძლოა მხოლოდ რეკლამას დაეთმოს. ასეთი მაუწყებლები არიან ისინი,
რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებიან და აუდიტორიას
სხვადასხვა თემაზე მომზადებულ გადაცემებს სთავაზობენ.
მაუწყებლების მიერ
გამოქვეყნებული ყოველკვირეული ინფორმაციის თანახმად, წინასაარჩევნო
პერიოდის ბოლო კვირას პოლიტიკური რეკლამის განთავსება ყველაზე ძვირი
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ღირდა. ფასიანი
პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 350 ლარი იყო, მაქსიმუმ კი -
11 450 ლარი. რეკლამის განსათავსებლად ყველაზე ძვირიან გადაცემებში
ვანოს შოუ ლიდერობს; მეორე ადგილზე 11 000 ლარით სერიალი ჩემი ცოლის
დაქალებია; სამეულში ბოლო ადგილს კი საზოგადოებრივ-პოლიტიკური
გადაცემა არჩევანი იკავებს 10 850 ლარით.
ტელეიმედში
ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 134 ლარი ღირდა.
იმედის ეთერში ყველაზე მაღალი ფასი პოლიტიკურ რეკლამას შოუში ცეკვავენ
ვარსკვლავები ჰქონდა და 9 618 ლარი ღირდა. მას მოჰყვება ტოქშოუ
პირისპირ, სხვა რაკურსი, სიცრუის დეტექტორი და ღამის შოუ 8 232 ლარით.
იმედის კვირაში კი რეკლამის ერთი წუთი 6 252 ლარი ღირდა.
ლეიბორისტებმა 12 რეგიონულ არხზე 23
ათასამდე ლარის სარეკლამო დრო შეიძინეს; ტვ პირველსა და იბერიაზე -
30-30 ათასი; რუსთავი 2-ზე - 60 000.










