ჩვენთვის მნიშვნელოვანიაი აუდიტორიასთან კონტაქტი პანდემიის პირობებში
15.10.2021


ია მამალაძე მედია სახლ “გურია ნიუს” 


ჩვენს მედია სახლში შედის სხვადასხვა პლატფორმის გამოცემები. ეს გახლავთ ვებგვერდი და ბეჭდური მედია, რომელიც უკვე იშვიათობა გახდა საქართველოს რეგიონებში.

მინდა, აი, ამ პლატფორმაზე გავამახვილო ყურადღება. ეს გახლავთ მოწყვალდი ჯგუფებისთვის განკუთვნილი მედია უკვე, რადგან ასაკოვანი მომხმარებელი ჰყავს. მათთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ პანდემიის პირობებში, სიმპტომები რა იყო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ვაქცინაცია მოსახლეობისთვის და, მე ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული მისია იყო ჩვენთვის და, ჩვენმა ჟურნალისტებმა კარგად გაართვეს თავი.

ზოგადად, ჩვენთვის ბარიერად იქცა, რაც ძალიან სამწუხარია, ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან და, მათ შორის, ინფორმაცია კოვიდის შესახებ იყო ძნელად მოსაპოვებელი.

ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გავაშუქეთ და ხშირად გვჭირდებოდა სტატისტიკური მონაცემების მოძიება და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო უწყებები ნაკლებად აგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად ხდება ანალიზი. ეს უნდა ვივარაუდოთ რომ ასეა, რადგან მონაცემები თუ არ გაქვს და სტატისტიკა თუ არ გაქვს, კარგ ანალიზს ვერ გააკეთებ.

კონკრეტული მაგალითის მოყვანაც შემიძლია. ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველმა, პენიტენციურ სისტემაში კოვიდის გავრცელების პრევენციის შესახებ, თუმცა ჩვენ ვერ შევძელით, რომ შესაბამისი დეპარტამენტიდან პენიტენციური სისტემის, მოგვეპოვებინა იმ კითხვებზე პასუხი. პირველ რიგში, კითხვებზე, რომლებიც სახალხო დამცველმა დასვა და, არსებული რეალობიდან გამომდინარე. დღემდე ველოდებით, ორ თვეზე მეტი გავიდა და პასუხები ამ კითხვებზე ჯერჯერობით არ გვაქვს.

ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემიაა საქართველოში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აუდიტორიასთან კონტაქტი და ხელისშემშლელი, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, გახლდათ ინფორმაციის ნაკლებობა ადგილობრივ დონეზეც და ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც.

ჩვენ კარგი კომუნიკაცია ჩამოგვიყალიბდა ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრებთან და ვფიქრობ, რომ შემდგომშიც, როცა პანდემია გადაივლის, და ამის იმედს ვიტოვებ, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი საინტერესო თემა, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვას უკავშირდება, და ეს სფერო ჩვენთვის გახდა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო გასაგებიც.

ადგილობრივ მედიას უამრავი სამუშაო აქვს, რადგანაც საჭიროა როგორც საკრებულოს ახალი შემადგენლობის მონიტორინგი და მათი საქმიანობის გაშუქება, და ასევე იმის, რაც მანამდე იყო, ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოების წინა შემადგენლობის დანატოვარის. სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის დეცენტრალიზაციის არარსებული პროცესი, ჩვენი გაშუქების საგანი უნდა გახდეს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ