„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
07.02.2026


კონკურსის - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია. 7 საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებული ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 6 თებერვალს დააჯილდოვა

„ბოლო წლების განმავლობაში, ჟურნალისტებმა საქართველოში გამოიჩინეს საოცარი მედეგობა, პროფესიონალიზმი და  მზაობა, ემსახურონ საჯარო ინტერესს. მაშინ, როდესაც ფაქტები მახინჯდება, იქმნება შიში და იმატებს კონსპირაციული თეორიები, ჟურნალისტები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს და საზოგადოებას რეალობაში დარჩენაში ეხმარებიან. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მოქალაქეებმა იცხოვრონ სიმართლეში და არა თავსმოხვეულ სიჩუმესა თუ კომფორტულ ტყუილებში.

თუმცა, ამ საქმის მსახურებაში ფასია გადახდილი. დამოუკიდებელი მედია საქართველოში განიცდის მზარდ წნეხს, მისი რესურსების იკლებს, ხოლო სამართლებრივი გარემო სულ უფრო მტრული ხდება. მიუხედავად ამისა, აგრძელებს გამოძიებას, გადამოწმებას და ინფორმირებას. ეს არა მხოლოდ ჟურნალისტების პროფესიული გამარჯვებაა, არამედ ჭეშმარიტი სარგებელია მთელი ქართული საზოგადოებისთვის.

გასული წლის განმავლობაში მედიაგარემო საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა. თუმცა, სანამ ჟურნალისტები აგრძელებენ საქმიანობას, ხალხი არ იქნება სიბნელეში. ის შეინარჩუნებს კავშირს  ფაქტებთან, კონტექსტსა და რეალობასთან. სწორედ ამიტომ,  დღევანდელი დღის მიზანია, ვაღიაროთ მიზანდასახულობა უკლებლივ ყველა იმ ჟურნალისტისა, ვინც აგრძელებს მუშაობას რთულ პირობებში და ხშირად ზეწოლის ქვეშ, მათ შორის მათი, ვინც დღეს არ არის ნომინანტებსა თუ გამარჯვებულებს შორის.

ნება მიბოძეთ ვახსენო თქვენი ერთ-ერთი უძვირფასესი კოლეგა, რომელსაც არ შეუძლია დღეს ჩვენთან ერთად ყოფნა – ქალბატონი მზია ამაღლობელი. თავისი მტკიცე კეთილსინდისიერებით მან დაიცვა გამოხატვის თავისუფლება უზარმაზარი პირადი დანაკარგის ფასად. როგორც ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის ლაურეატი, იგი მორალური სიცხადისა და იმ რწმენის განსახიერებაა, რომ ჟურნალისტიკა ემსახურება ხალხს და არა ძალაუფლებას“, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ სიტყვით გამოსვლისას. 

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025-ის“ გამარჯვებულები და ფინალისტები:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:


საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: 

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი: 

საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: 

ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: 

საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო: 

  • ნათია ლევერაშვილი - პუბლიკა“ (გამარჯვებული);
  • ალექსანდრე ქეშელაშვილი - პუბლიკა“ (ფინალისტი);
  •  თაკო რობაქიძე - Chai Khana Media (ფინალისტი).

საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში: 


გამარჯვებულების დაჯილდოვების შემდეგ, მზია ამაღლობელის სიტყვა წაიკითხა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ:



„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ