საქართველოს უნივერსიტეტის „საგამოძიებო მედია ლაბი“ (IML) სტუდენტებისა და მოქმედი ჟურნალისტებისთვის შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსს მართავს. მასში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების გაგზავნა 4 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
ორგანიზატორების ცნობით, იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას - საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. ის წერილობით, ინგლისურ ენაზე უნდა მომზადდეს და არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას.
IML-ი კონკურსანტებს სთავაზობს სასურველ თემატურ
მიმართულებებსაც, რომლებიც სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო:
• ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ - დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე
წყლები, ეროზია და ეკოსისტემები.
• თევზჭერა და კვების ინდუსტრია - თევზჭერის პრაქტიკა, კვოტები,
ლიცენზიები, უკანონო/აღურიცხავი თევზჭერა და პროდუქტის
უსაფრთხოება.
• კლიმატი, ბუნებრივი საფრთხეები და სანაპიროს მდგრადობა -
წყალდიდობები, მეწყრები, სანაპიროს ეროზია, კლიმატური რისკები და
ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა.
„საგამოძიებო მედია ლაბი“ შესული განაცხადებიდან 9 საუკეთესო იდეას შეარჩევს, რომლებსაც ფინალისტები მენტორებთან ერთად დაამუშავებენ და Open Black Sea 2026-ზე, შავი ზღვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან და მიიღებენ 3-თვიან სარედაქციო მხარდაჭერას IML-ისა და „ბათუმელების“ გუნდისგან იდეების სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად ქცევისთვის.
Emerging Voices - საგამოძიებო იდეების ჰაკათონი Open Black Sea ფესტივალზე 9-10 ოქტომბერს გაიმართება. ეს ფესტივალი შავი ზღვის რეგიონის 6 ქვეყნის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. მის ფარგლებში ხელი მოეწერება დეკლარაციასაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის დაფუძნების შესახებ.
Open Black Sea 2026-ის მთავარი თემაა: From Crisis to
Solutions - An Investigative Path to Survival and
Renewal.
(ფოტო: „მითების დეტექტორი“)
ფაქტების გადამოწმების პორტალის - „მითების დეტექტორის“
ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს თავმჯდომარის ახლად არჩეული მოადგილის, დავით
ქართველიშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და მანიპულაციური
შინაარსი წარსულში არაერთგზის გადაუმოწმებიათ.
როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, ქართველიშვილის მიერ გავრცელებული გზავნილების სამიზნეები იყვნენ: დასავლური ინსტიტუტები და პოლიტიკოსები, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, საქართველოს ოპოზიცია:
„გადამოწმებულ შემთხვევებში გვხვდება თვითმარქვია მედიაშინაარსის გავრცელება, განცხადებების კონტექსტის შეცვლა, გენდერული დეზინფორმაცია და კონსპირაციული თეორიები“.
მასალაში - „ვის წინააღმდეგ ავრცელებდა დეზინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე?“ „მითების დეტექტორს“ თავმოყრილი აქვს მაგალითები, რომლებიც „აჩვენებს, რა მტკიცებებს ავრცელებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე, ვის წინააღმდეგ იყო ისინი მიმართული და რომელი მედიასაშუალებები აძლიერებდნენ მათ“. მათ შესახებ ვრცლად ამ ლინკზე იხილავთ.
„მითების დეტექტორის“ მიერ გადამოწმებული მონაცემებით,
დავით ქართველიშვილი მათ შორის, ავრცელებდა დეზინფორმაციას,
თითქოს:
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ
დავით ქართველიშვილი 6 წლის ვადით 29 ოქტომბერს
აირჩიეს. მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს
თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა და მხარი, ლაშა ტუღუშისა
და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, ყველამ დაუჭირა.
ქართველიშვილი პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით, „ხალხის
ძალის“ წარდგინებით 2026 წლის ივნისში
აირჩია.
ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, ვისაც სოციალურ ქსელში
გამოქვეყნებული სტატუსების გამო ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე
მეორედ აქვს
შეფარდებული.
ტელეწამყვანს „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, ამჯერად 30-დღიანი პატიმრობა 19 ოქტომბერს შეუფარდეს.
ვახო სანაიასთან ინტერვიუ „მედიაჩეკერმა“ მის დაპატიმრებამდე, მას შემდეგ ჩაწერა, რაც ცნობილი გახდა, რომ შსს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისევ ედავებოდა.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემის, „ნოვაია გაზეტას“ ვებგვერდზე
რედაქტორთა ჯგუფის სახელით გამოქვეყნებული განცხადების
მიხედვით, 9 ნოემბრიდან გამოცემა საქმიანობას წყვეტს:
„ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს შუქს ჩავაქრობთ სახლში, სადაც 30 წელი ვცხოვრობდით, სერვერებს გამოვრთავთ და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა რედაქციას საქმიანობის შეწყვეტა აიძულეს“.
სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ გამოსახლების წერილთან ერთად, „ნოვაია გაზეტას“ გაუუქმეს დონაციის სისტემა, რომელიც მათ მკითხველებისგან შემოწირულებების მიღების საშუალებას აძლევდა:
„საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ჩვენ, ისევე
როგორც ყველა სხვა ჟურნალისტს, წაგვართვეს შესაძლებლობა გველაპარაკა
აწმყოს ყველაზე მნიშვნელოვან და ტრაგიკულ მოვლენებზე. მიიღეს
კანონები, რომლებმაც ქვეყანაში ცენზურა დააბრუნა. შემდეგ ეს ცენზურა
პრაქტიკულად ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე გავრცელდა.
ხელისუფლებამ დაბლოკა ჩვენი ყველა ინტერნეტ რესურსი.
სახელმწიფომ წაგვართვა სტამბა, ხოლო სხვა სტამბებში დასაქმებულმა
სპეცსამსახურების ოფიცრებმა და ცენზორებმა უარი თქვეს გაზეთის
დაბეჭდვაზე. ჩვენი მრავალი თანამშრომელი იძულებული გახდა ქვეყანა
დაეტოვებინა. შემდეგ სახელმწიფომ ჩამოგვართვა მასმედიის რეგისტრაცია,
წაგვართვა უფლება, რომ საკუთარი შრომით გვეშოვნა საარსებო
წყარო“.
სარედაქციო ჯგუფი წერს იმ დევნასა და რეპრესიებზეც, რომლებსაც „ნოვაია გაზეტა“ და მისი ჟურნალისტები რუსეთში განიცდიან. წერილში მოყვანილია მთავარ რედაქტორ დმიტრი მურატოვზე განხორციელებული თავდასხმა, ჟურნალისტ ელენა მილაშინის გატაცება და ცემა, გაზეთის მმართველი რედაქტორის, ოლეგ როლდუგინის დაკავება, ჩატარებული ჩხრეკები:
„წელს, სექტემბერში, მთელი რედაქციის პერსონალი
„უცხოელ აგენტად“ გამოაცხადეს, სიაში ასზე მეტი ადამიანი ჩაწერეს -
ჟურნალისტები და ავტორები. თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ
შევძელით სპეცსამსახურების ალყაში მუშაობა. და ახლა – მორჩა. ჩვენ
„მკვლელ ზონაში“ აღმოვჩნდით. ეს მხოლოდ ჩვენი პირადი ისტორია არ არის.
ეს არის ქვეყნისა და საზოგადოების ისტორია, რომელსაც ზუსტად ასე
ანადგურებენ“.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ 7 ოქტომბერს, „ნოვაია გაზეტას“
სპეციალური კორეპონდენტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-20
წლისთავზე
დაწერა, რომ ამ წლების განმავლობაში, რუსეთში
დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის ხელმისაწვდომი სივრცე თანდათან და
სისტემატურად შემცირდა:
„2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პრაქტიკულად ყველა
დამოუკიდებელი მედიასაშუალება აიკრძალა, დაიბლოკა, „უცხოეთის აგენტად“
ან „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, ან იძულებული გახდა,
საქმიანობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაეგრძელებინა.
„ნოვაია გაზეტა“, ანა პოლიტკოვსკაიას გაზეთი, ამ რეპრესიების
კლასიკური მაგალითია. 2000 წლიდან მოყოლებული, გაზეთის 6 ჟურნალისტი
და კონტრიბუტორი მოკლეს. 2022 წელს გაუქმდა მისი ბეჭდური და
ონლაინგამოცემის ლიცენზიები, ხოლო მის ყოფილ მთავარ რედაქტორსა და
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს, დმიტრი მურატოვის 2023 წელს,
„უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიენიჭა. 2026 წლის 4 სექტემბერს, რუსეთის
იუსტიციის სამინისტრომ „ნოვაია გაზეტა“ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა
და მასთან დაკავშირებული 106 ადამიანი „უცხოელ აგენტებთან აფილირებულ“
პირთა სიას დაამატა“.
2026 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში რუსეთი 180 ქვეყანას შორის
172-ე ადგილს
იკავებს.
წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ არქივიდან - „რუსეთში დახურული მედიაგამოცემები“