27 ივნისს, პარლამენტში, ირაკლი კობახიძის მოხსენებისთვის
უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს და ონლაინ მედიას შენობაში
არ დაუშვებენ.
პარლამენტის განცხადებით, უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო, შენობაში თითო მაუწყებლიდან აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი დაიშვება.
როგორც საკანონმდებლო ორგანო წერს, „აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“.
წელს ონლაინ მედია პარლამენტში არ დაუშვეს შალვა პაპუაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებების დროსაც.
უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო პარლამენტში ონლაინ მედიის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ გასულ წელსაც. ისინი პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისს, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას.
ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.