26.11.2025
დღეს, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენასთან
დაკავშირებით უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს და ონლაინ
მედიას შენობაში არ დაუშვებენ.
პარლამენტის განცხადებით, უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო, შენობაში თითო მაუწყებლიდან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი დაიშვება.
საკანონმდებლო ორგანო წერს, რომ „აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“.
წელს ონლაინ მედიის წარმომადგენლები პარლამენტში არ დაუშვეს ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებების დროსაც.
უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო პარლამენტში ონლაინ მედიას არ უშვებდნენ გასულ წელსაც.

