„პირველმა არხმა“ 2025 წელს შრომის ანაზღაურებაზე 34 303 414 ლარი დახარჯა
30.04.2026


საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, „პირველმა არხმა“ 2025 წელს შრომის ანაზღაურებაზე 34 303 414 ლარი დახარჯა. 2024 წელს მაუწყებლის სახელფასო ხარჯი 31 805 201 ლარი იყო

გასულ წელს გენერალური დირექტორის და დაქვემდებარებული სამსახურების შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტით განსაზღვრულზე 16 689 ლარით მეტი - 801 753 დაიხარჯა. 38 109 ლარით მეტი (3 159 672 ) დაიხარჯა ბლოკზეც: ფინანსები, ადმინისტრაცია, მარკეტინგი.

2025 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ხარჯზე 32 581 ლარით მეტი - 1 166 734 ლარი შეადგინა არხის სამივლინებო ხარჯმაც. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, შარშან ტელევიზიის ჯამური საკასო ხარჯი 100 281 380 ლარი იყო. 



ამავე ანგარიშის მიხედვით, „პირველმა არხს“ არ უყიდია მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2026-ის ლიცენზია. როგორც არხი განმარტავს, მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია სხვა იურიდიულმა პირმა შეიძინა.




კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ