კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში:
- შემოდის სიძულვილის ენის ცნება და საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო პროგრამაში, ისევე როგორც სხვა ქმედებისას, მაგალითად რეკლამაში, ამგვარი ტერმინების გამოყენება ეკრძალებათ. თუმცა, რა მოიაზრება სიძულვილის ენაში, პროექტში განმარტებული არ არის.
- ჩნდება ანტირეკლამის შეზღუდვის კომპონენტი. პოლიტიკური სუბიექტის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ანტირეკლამის მოცულობა მთლიანი რეკლამის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. დოკუმენტში არც ანტირეკლამის განმარტებაა.
- მაუწყებელს უჩნდება ვალდებულება თავად შეამოწმოს საარჩევნო სუბიექტის მიერ მიტანილი საარჩევნო რგოლის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მათ შორის შეამოწმოს ხომ არ შეიცავს ვიდეორგოლი 25%-ზე მეტ ანტირეკლამას და სიძულვილის ენას.
- მაუწყებლებს წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფების ცვლილების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
ეს ცვლილებები, 6 აგვისტოს, პოლიტიკურმა პარტიებმა სამუშაო
შეხვედრაზე განიხილეს. ამ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა,
რომ დეტალურად ამ საკითხებზე მაუწყებლებთან და მედიის საკითხებზე
მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმსჯელებს.
ამ დრომდე განხილვებში მაუწყებლებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ამიტომ,
მათ ნაწილს, იქამდე, ვიდრე საკითხს არ დაამუშავებენ, მოსალოდნელი
ცვლილებების კომენტირება უჭირს.
ზოგად კომენტარით იფარგლება “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის
უფროსი ნოდარ მელაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ნებისმიერი ცვლილება,
რომელიც მედიას რაიმე ფორმით შებოჭავს ან ინტერპრეტაციის საშუალებას
დატოვებს, მეტად საფრთხილოა. იგი ამბობს, რომ ამას ძალიან მკაცრი
საზოგადოებრივი კონტროლი სჭირდება: “ასე ხელაღებით ცვლილებების
დამტკიცება არ იქნება სწორი და აღქმული იქნება როგორც მედიის
მარწუხებში მოქცევის გარკვეული ნაბიჯი და საშუალება”.
უფრო კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი, რომელიც ასევე არ
ყოფილა სამუშაო ჯგუფის წევრი, თუმცა შეხვედრაზე მაინც იმყოფებოდა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების
მიხედვით, მაუწყებლებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური სუბიექტების მიერ
მათთვის წარდგენილი პოლიტიკური რეკლამების შინაარსზე ეკისრებათ
პასუხისმგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მათ უნდა გადაამოწმონ
“ვიდეორგოლის კანონთან შესაბამისობა და ისე უნდა გადასცენ
ეთერში”.
“მაუწყებელი არ არის ის სუბიექტი, რომელსაც შეუძლია ამტკიცოს რამე
კანონიერი იყო თუ უკანონო, ამის დისკრეცია აქვს მხოლოდ სასამართლოს”,
- ამბობს იგი და ხაზს უსვამს ამ რეგულაციის შეუძლებლობას. მისი აზრით,
პრაქტიკაში წარმოუდგენელია, რომ მაუწყებლებმა დაიქირავონ ერთი
ადამიანი დამატებით და შეაფასონ ვიდეორგოლის შინაარსი და ამასთან
გაზომონ და დაადგინონ მაგალითად, რეკლამის 25% ანტირეკლამა იყო თუ
ნეიტრალური ტონით იყო მომზადებული.
სწორედ ანტირეკლამის შეზღუდვა ფასდება ოპოზიციის მიერ ცენზურის
დაწესების მცდელობად. ისინი მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კამპანიის
სტრატეგია თავად უნდა გადაწყვიტონ და მაუწყებლებმა არ უნდა შეაფასონ
რაიმე რგოლი გავიდეს თუ არა ეთერში.
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ კანონპროექტში
სიძულვილის ენის ჩანაწერსაც, რომლის განმარტებასაც კანონპროექტი არ
მოიცავს. ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ “მედიისთვის ეს არის
საფრთხე”. მისივე შეფასებით, ამით წინასაარჩევნო კამპანიის
განმავლობაში “კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას” “მედიის უფრო მეტი
კონტროლისა და დასანქცირების ბერკეტი ექნება”. კერძოდ, იმ
შემთხვევაში, თუკი მაუწყებელი ეთერში გაუშვებს ისეთ რეკლამას, რომელიც
კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაშია, ის რეკლამის ორმაგი ტარიფით
დაჯარიმდება: “არ შეიძლება მედიას ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა იმაზე,
რომ ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა და პოლიტიკოსები საგნობრივ
ოპონირებას ვერ ახერხებენ”.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ამ ცვლილებების
საფუძველი ეუთოს მიერ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ
მომზადებული რეკომენდაციებია. ეუთომ საკუთარ ანგარიშში მართლაც
კრიტიკულად შეაფასა საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ წარმოებული
ნეგატიური წინასაარჩევნო კამპანია და თქვა, რომ სიძულვილის ენის და
ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად, სასურველია, რომ
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისაღები ენის ნორმებთან დაკავშირებით
რეგულაციები იქნას განვითარებული. ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს
სიძულვილის ენის გამოყენების შესაძლო შემთხვევების განხილვისა და
საჭიროების შემთხვევაში სანქციების დროულად გამოყენების შესაძლებლობა
უნდა გააჩნდეთ. თუმცა არსად მიუთითებია ანტირეკლამის შეზღუდვაზე და
მით უფრო იმაზე, რომ პასუხისმგებლობა მაუწყებელს უნდა დაეკისროს
ამგვარი შინაარსის მქონე რეკლამის გაშვებაზე.
უფრო მეტიც, ამავე დოკუმენტში ეუთომ აღნიშნა, რომ “მედიასაშუალებები
პასუხს არ უნდა აგებდნენ მათ მიერ ეთერში გაშვებული პოლიტიკური
რეკლამების შინაარსზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სასამართლოს
მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით რეკლამის შინაარსი უკანონოდ
იქნა მიჩნეული ან სასამართლოს აზრით, კონკრეტულ რეკლამაში შესული
განცხადებები შეიცავენ პირდაპირ მოწოდებებს ძალადობისკენ. სასურველია,
რომ მედიის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ფასიანი პოლიტიკური
რეკლამების წინასწარ დამტკიცების პრაქტიკის აღმოფხვრა მოხდეს”.
როდის განიხილავს მმართველი პარტია ამ ცვლილებებს თავად მაუწყებელთან,
ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა. თუმცა, რადგანაც მოსალოდნელ ცვლილბებს
უკვე მოჰყვა ფართო კრიტიკა, დისკუსია ამ საკითხებზე საკომიტეტო
განხილვების დროსაც გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, სადავო
მუხლების ფორმულირება შეიცვალოს.



"ქვეყნის მთავარი და საუკეთესო,
იმაზე უკეთესი ტელევიზიის გახსნა, ვიდრე “რუსთავი 2-ა”, ასევე
ფეისბუკით
“ფორმულა კრეატივის” გეგმაზე, რომ
ემზადება საინფორმაციო-პოლიტიკური ტელევიზიის გახსნისთვის, ინფორმაცია
“ნეტგაზეთმა”
რაიმეს დაკონკრეტებისგან თავი
შეიკავა “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ პროდიუსერმა
გიორგი ლაფერაშვილმა, თუმცა, დაადასტურა, რომ დაანონსებულ
ტელევიზიებთან დაკავშირებით უკვე მიიღო „საინტერესო“
შემოთავაზებები.
“ვინც დაიწყო ეს პროცესი, მისი
სურვილია, რომ აქამდე მივიდეს, პოზიციური უპირატესობა მის მხარეს არის
და შესაბამისად, ეცდება, რომ ეს შედგეს. სწორედ იმიტომ დაიწყო ეს
პროცესი ბიძინა ივანიშვილმა, რომ სარედაქციო მრავლფეროვნება არ იყოს
ამ ქვეყანაში და მედიის შინაარსი იყოს ერთგვაროვანი. ეს საკმაოდ
უიოლებს ცხოვრებას მას და ნებისმიერ ხელისუფალს, რომელიც
ავტორიტარიზმისკენ არის მიდრეკილი”.
გამოწვევებზე, რომლებიც “რუსთავი
2-ის” საქმემ პატარა მედიასაშუალებებისთვის გააჩინა, ტელეკომპანია
“კავკასიის” ერთ-ერთი მფლობელი ნინო ჯანგირაშვილიც საუბრობს. მისი
თქმით, იმ პირობებში, როცა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ერთგვარი
პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ბიზნესი ხელისუფლებისთვის
მიუღებელი მედიის დაფინანსებაზე უარს ამბობს, რთულია, როგორც ახალი
სივრცეების გაჩენა, ისე უკვე არსებული, შედარებით პატარა პლატფორმების
შენახვა და განვითარება: “ჩვენ ვართ რეალურად თავისუფალი მედიის
მოდელი, “კავკასია” რა დღეშიც არის, იმ დღეშია თავისუფალი მედია
ქვეყანაში. ჩვენთვის სულ უფრო და უფრო რთულდება არსებობა”.
“პატარას უფრო ადვილად მოერევი,
თუკი დიდი აღარ იქნება ამ მედიაგარემოში”, - გვეუბნება ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია. სწორედ ამ
არგუმენტით, მისი თქმით, “რუსთავი 2-ის” არსებული სახით შენარჩუნება
კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და
ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის
ცვლილებას რომ ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და მედიაგარემოსთვის
დამაზარალებელი იქნება, ამას ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”
მედიის პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძეც აღნიშნავს: „გაისად,
როდესაც 2020-ში ჩვენ გველის ახალი არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ არა
მხოლოდ მედიაგარემოს დააზარალებს, არამედ ძალიან შეცვლის დემოკრატიის
ხარისხს და წინასაარჩევნო გარემოს ამ ქვეყანაში“.
“სტუდია მონიტორის”
ერთ-ერთი რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ,
არცეთი ახალი ხელისუფლება წინას შეცდომებზე არ სწავლობს და მედიის
გაკონტროლების ცდუნება ყველა მათგანს აქვს., “რუსთავი 2-ის” გარშემო
მიმდინარე პროცესები სწორედ ამის მაჩვენებელია და მსგავსი გზავნილები
იკითხება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია პირველის
მისამართითაც.
გამოსავალს იგივე ფაქტორებში
ხედავს ნათია კუპრაშვილი. ამასთან, იგი მედიასისტემის ცვლილების
მნიშნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებული სისტემა
ერთხმიანი, პოლარიზებული მედიაგარემოს ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული,
რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს: “მედია უნდა გახდეს თვითკმარი და
ბიზნესორიენტირებული. ბიზნესი არ გამოგვივიდა მედიიდან და ეს არის
მთავარი პრობლემა ამ სისტემის. ხელისუფლებებიც მუდმივად ცდილობენ, რომ
მედიისგან არ გამოვიდეს ბიზნესი”.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით
ადრე “მეცხრე არხმა” საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნის თაობაზე
მოგვიანებით, 2007 წლის 6
ნოემბერს, როდესაც თბილისი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა,
რომელსაც ღიად
მიხნიკის ჯგუფის მუშაობას ხელი
უნდა შეეწყო ტელეკომპანია ”იმედის” მუშაობის აღდგენისათვის.
პარალელურად, ჯგუფს უნდა ჩაეტარებინა სატელევიზიო სივრცის მონიტორინგი
იმის დასადგენად, თუ რამდენად თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან
პრეზიდენტობის კანდიდატები.
„ვფიქრობ, ვიჩივლო თუ არა.
პროცედურები დიდ დროს წაიღებს და თან არც ვიცი, რა უნდა მოვითხოვო
მათგან. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ვერავინ დამასწრებდა
ჩივილს. ფიზიკური და მორალური ზიანი მომაყენეს, დიდი ხნის
განმავლობაში უმოქმედოდ ვიყავი ზურგის გამო. ვიცი, რომ მორალურ ზიანს
არავინ ამინაზღაურებს, შეიძლება დამცინონ კიდეც.“
21 ივნისს, ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის ორგანიზებით, ჟურნალისტებმა თბილისსა და რეგიონებში შინაგან
საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურისა და ადგილობრივი
სამმართველოების შენობებთან საპროტესტო




მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა
სტრასბურგის სასამართლოს
"საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები
და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება
გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო
დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების
შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე
მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. სარედაქციო
დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ
აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი", - წერდა
ხალვაში.
“კომპანიას აუცილებლად სჭირდება
სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია მენეჯერი, რომელიც
დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური
სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის
შექმნაში. სწორედ [საერთაშორისოდ აღიარებული] პრინციპების და
სტანდარტების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად ვარჩევთ მაღალი
რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელ
მედია-მენეჯერს და დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე
პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას”, - აღნიშნულია
ხალვაშის განცხადებაში.
“როცა დაიწყება სარედაქციო
პოლიტიკაში ჩარევა, ამის შესახებ ვიტყვით ხმამაღლა, მათ შორის
ჩვენსავე ეთერში. სანამ მე ვიქნები საინფორმაციო სამსახურის
ხელმძღვანელი სახელისუფლებო "მესიჯ ბოქსების" ტირაჟირება ეთერში არ
მოხდება", - აცხადებს მელაძე და ამატებს, რომ მათი პრიორიტეტი ახლა
სტაბილური მაუწყებლობის უზრუნველყოფაა.
"რუსთავი 2-ის" იურისტი თამთა
მურადაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივი კუთხით ბრძოლა გაგრძელდება.
მისი განმარტებით, არხის ყოფილი მფლობელები ძმები ყარამანიშვილები და
ტელეკომპანია "საქართველო" სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა პალატაში
გაასაჩივრებენ, რასაც შესაძლოა განსხვავებული სამართლებრივი შედეგი
მოჰყვეს.

