კატეგორია - საქართველო
ცენტრისგან ისედაც საკმაოდ მივიწყებული რეგიონი - რაჭა, ნაციონალური
სატელევიზიო მედიის დღის წესრიგში იშვიათად თუ მოხვდება. საქართველოს
ამ კუთხიდან ინფორმაციას ძირითადად მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა იქ
მაღალი თანამდებობის პირი ჩადის ან განსაკუთრებული სტიქიური მოვლენა
ხდება. ამ დროს კი, რაჭას, როგორც მაღალმთიან რეგიონს, უამრავი
პრობლემა აქვს, რაც სათანადოდ თითქმის არასდროს შუქდება. იგივე
შეიძლება ითქვას რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, რასაც ასევე უცნაურად
ცოტა ყურადღება ეთმობა.
ინფორმაციის ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ადგილობრივი მედიის სიმწირეა. რაჭის ორ რაიონში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ გაზეთი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული ყოველთვიური გამოცემა „ამბროლაურის მოამბე“ ფუნქციონირებს. დამოუკიდებელ გამოცემას, ტელევიზიას ან რადიოს აქ ვერ ნახავთ. ონი კი, ალბათ ერთ-ერთი იშვიათი რაიონია დღეს საქართველოში, სადაც ადგილობრივი მედიასაშუალება საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, ადგილობრივების ხმაც თითქმის არასოდეს ისმის.
ქალაქ ონში სტამბა 1900-იანი წლებიდან
არსებობდა. დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) აქ როგორც პერიოდული
გამოცემები, ისე წიგნებიც აქტიურად იბეჭდებოდა. მათ შორის იყო
ლიტერატურული ჟურნალი „ონი“, რომელიც ახალგაზრდა მწერალმა, გერცელ
ბააზოვმა მხატვარ უჩა ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დიმიტრი
ჯანელიძესთან ერთად გამოსცა. მოგვიანებით, უკვე საბჭოთა კავშირის
დროს, ონში გამოდიოდა გაზეთი „სოციალისტური მშენებლობა“, რომელიც
კვირაში ერთხელ, ზოგ წლებში კი ორჯერაც იბეჭდებოდა. გამოცემამ ამ
სახელით 1930 -დან 1962 წლამდე იარსება, 1965 წლიდან კი უკვე
„განთიადი“ დაერქვა და 1990 წლამდე, თითქმის საბჭოთა კავშირის
დაშლამდე გამოდიოდა.
1991 წელს, რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს, ონის სტამბა დაინგრა. განადგურდა საბეჭდი დანადგარი, რომელიც თავის დროზე გერმანიიდან იყო ჩამოტანილი და ელექტროენერგიის გარეშეც მუშაობდა. ამის შემდეგ რაიონში საგამომცემლო საქმიანობა შეწყდა.
15-წლიანი პაუზის შემდეგ, 2006 წელს
ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ონში მცხოვრებ ჟურნალისტს
ინგა მეტრეველს სთხოვეს გაზეთის საცდელი ნომერი გამოეშვა. „ონი ნიუსი“
- ასე ერქვა ყოველთვიურ გამოცემას, რომელსაც მეტრეველი ერთი წლის
განმავლობაში გამოსცემდა და 500-მდე ხელმომწერიც შეაგროვა. 2007
წლიდან გაზეთისთვის მცირე თანხა ადგილობრივმა ბიუჯეტმა გამოყო.
„რა თქმა უნდა, მესმის, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული გამოცემა ვერ იქნება ბოლომდე თავისუფალი და ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი. მაგრამ რაიონში, სადაც არანაირი მედიასაშუალება არ არსებობს, ეს გაზეთი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - ამბობს ინგა მეტრეველი. გაზეთში უმეტესად ტენდერებზე, კულტურულ ღონისძიებებზე და პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ვიზიტებზე ქვეყნდებოდა ინფორმაცია, მაგრამ ინგა იხსენებს, რომ ხანდახან პრობლემებზე წერასაც ახერხებდა. “ონი ნიუსი” 50 თეთრი ღირდა და ქალაქშიც ვრცელდებოდა და სოფლებშიც, - „ძირითადად მე ვწერდი, რედაქცია არ გვქონდა, სახლიდან ვმუშაობდი. თუმცა, ერთფეროვანი რომ არ ყოფილიყო სტილი, თუ ვინმეს უნდოდა და შეეძლო, ვცდილობდი ისიც ჩამერთო. რამდენიმე ახალგაზრდასთანაც ვითანამშრომლეთ”.
2016 წლის ბოლოს გაზეთის გამოცემა შეწყდა. მუნიციპალიტეტმა დაფინსება აღარ გააგრძელა, კერძო დონორი არ გამოჩნდა და ონი მედიის გარეშე დარჩა.

ახლა ონის რაიონში ადგილობრივი ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო საკრებულოს ფეისბუკის გვერდია. მუნიციპალიტეტს ვებგვერდიც აქვს, მაგრამ ფეისბუკი უფრო ხშირად ახლდება. თუმცა აქ ძირითადად მხოლოდ ისეთი ტიპის ინფორმაცია ქვეყნდება, როგორიცაა: ტენდერები, ვიზიტები, ახალი პროექტები და ა.შ. ამასთანავე, ამ ეტაპზე ონის რაიონის 6000-მდე მოსახლიდან, მაქსნეტის მონაცემებით, ინტერნეტი მხოლოდ 300-მდე აბონენტს აქვს.
ინგა ამბობს, რომ გაზეთის დახურვით განსაკუთრებით უფროსი თაობა დაზარალდა: „მთელი წლის განმავლობაში მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, საიდან გავიგოთ ახლა ინფორმაციაო“.
ნაზი გავაშელი ონის სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის: “იმდენი პრობლემაა რაიონში, აუცილებელი ამაზე იწერებოდეს“.
ინფორმაციულ ვაკუუმზე საუბრობს იური
რეხვიაშვილიც, რომელიც ონის ერთ-ერთ კვების ობიექტში მზარეულია.
ამბობს, ცენტრალური ამბები უფრო იცის, ვიდრე ადგილობრივი: “ხან ვიგებთ
ამბებს, ხან ვერა ამბებს, ხან ვიღაც გვეტყვის, ხან ისე. ინტერნეტთან
მე კავშირი არ მაქვს”.
იზოლდა ლობჯანიძე კერძო მეწარმეა. ყველა გამოცემას აქტიურად კითხულობდა, რაც ათეული წლების განმავლობაში გამოდიოდა ონში: „ტელევიზორში კი ვუყურებ ინფორმაციას, მაგრამ რაიონის ამბები დიდად არაფერი ვიცი, ჩვენ ინტერნეტი და ეგეთები არ გვაქვს სახლში. კარგი იქნება ადგილობრივი ტელევიზია, რადიო ან გაზეთი იყოს“.
ინტერნეტთან წვდომის მიუხედავად, ინფორმაციის ნაკლებობას ახალგაზარდებიც უჩივიან. მაცაცო რეხვიაშვილი ონის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურის მასწავლებელია. საკრებულოს ფეისბუკის გვერდს ხშირად ამოწმებს, მაგრამ, ამბობს, რომ ეს ის არაა, რაც ხალხს უნდა, ადგილობრივების ხმა ცენტრამდე მაინც არ მიდის: „რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სხვა რეგიონების და რაიონების მსგავსად, აქაც იყოს ადგილობრივი ტელევიზია, ონლაინ გამოცემა თუ გაზეთი, საიდანაც სანდო ინფორმაციას მიიღებდნენ ადამიანები. ახლა სახელმწიფო უწყებების გარდა, ინფორმაციას ერთმანეთისგან თუ გავიგებთ, გადმოცემით, როგორც ძველად ხდებოდა ხოლმე. ასეთ დროს კი, ზოგჯერ სიმართლე გზაში იკარგება და საბოლოოდ ბევრ ადამიანამდე არასწორი ინფორმაცია მიდის”.

ინგა მეტრეველი ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „რაჭის სიძველეთა შესწავლის დაცვის ფონდში“ მუშაობს. გასულ წელს პროექტი დაწერა და გრანტიც მოიგო. კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ადგილობრივი მედიის თემაზეც მოამზადოს პროექტი და დამოუკიდებელ ფონდებში შეიტანოს, მპასუხობს, რომ ამისთვის გუნდი და გამოცდილებაა საჭირო, ასე ერთ ადამიანს ფულს არავინ მისცემს, ამიტომ, იდეა ამ ეტაპზე უპერსპექტივოდ ეჩვენება.
ინფორმაციის ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ადგილობრივი მედიის სიმწირეა. რაჭის ორ რაიონში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ გაზეთი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული ყოველთვიური გამოცემა „ამბროლაურის მოამბე“ ფუნქციონირებს. დამოუკიდებელ გამოცემას, ტელევიზიას ან რადიოს აქ ვერ ნახავთ. ონი კი, ალბათ ერთ-ერთი იშვიათი რაიონია დღეს საქართველოში, სადაც ადგილობრივი მედიასაშუალება საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, ადგილობრივების ხმაც თითქმის არასოდეს ისმის.
ქალაქ ონში სტამბა 1900-იანი წლებიდან
არსებობდა. დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) აქ როგორც პერიოდული
გამოცემები, ისე წიგნებიც აქტიურად იბეჭდებოდა. მათ შორის იყო
ლიტერატურული ჟურნალი „ონი“, რომელიც ახალგაზრდა მწერალმა, გერცელ
ბააზოვმა მხატვარ უჩა ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დიმიტრი
ჯანელიძესთან ერთად გამოსცა. მოგვიანებით, უკვე საბჭოთა კავშირის
დროს, ონში გამოდიოდა გაზეთი „სოციალისტური მშენებლობა“, რომელიც
კვირაში ერთხელ, ზოგ წლებში კი ორჯერაც იბეჭდებოდა. გამოცემამ ამ
სახელით 1930 -დან 1962 წლამდე იარსება, 1965 წლიდან კი უკვე
„განთიადი“ დაერქვა და 1990 წლამდე, თითქმის საბჭოთა კავშირის
დაშლამდე გამოდიოდა.1991 წელს, რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს, ონის სტამბა დაინგრა. განადგურდა საბეჭდი დანადგარი, რომელიც თავის დროზე გერმანიიდან იყო ჩამოტანილი და ელექტროენერგიის გარეშეც მუშაობდა. ამის შემდეგ რაიონში საგამომცემლო საქმიანობა შეწყდა.
15-წლიანი პაუზის შემდეგ, 2006 წელს
ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ონში მცხოვრებ ჟურნალისტს
ინგა მეტრეველს სთხოვეს გაზეთის საცდელი ნომერი გამოეშვა. „ონი ნიუსი“
- ასე ერქვა ყოველთვიურ გამოცემას, რომელსაც მეტრეველი ერთი წლის
განმავლობაში გამოსცემდა და 500-მდე ხელმომწერიც შეაგროვა. 2007
წლიდან გაზეთისთვის მცირე თანხა ადგილობრივმა ბიუჯეტმა გამოყო.„რა თქმა უნდა, მესმის, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული გამოცემა ვერ იქნება ბოლომდე თავისუფალი და ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი. მაგრამ რაიონში, სადაც არანაირი მედიასაშუალება არ არსებობს, ეს გაზეთი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - ამბობს ინგა მეტრეველი. გაზეთში უმეტესად ტენდერებზე, კულტურულ ღონისძიებებზე და პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ვიზიტებზე ქვეყნდებოდა ინფორმაცია, მაგრამ ინგა იხსენებს, რომ ხანდახან პრობლემებზე წერასაც ახერხებდა. “ონი ნიუსი” 50 თეთრი ღირდა და ქალაქშიც ვრცელდებოდა და სოფლებშიც, - „ძირითადად მე ვწერდი, რედაქცია არ გვქონდა, სახლიდან ვმუშაობდი. თუმცა, ერთფეროვანი რომ არ ყოფილიყო სტილი, თუ ვინმეს უნდოდა და შეეძლო, ვცდილობდი ისიც ჩამერთო. რამდენიმე ახალგაზრდასთანაც ვითანამშრომლეთ”.
2016 წლის ბოლოს გაზეთის გამოცემა შეწყდა. მუნიციპალიტეტმა დაფინსება აღარ გააგრძელა, კერძო დონორი არ გამოჩნდა და ონი მედიის გარეშე დარჩა.

ახლა ონის რაიონში ადგილობრივი ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო საკრებულოს ფეისბუკის გვერდია. მუნიციპალიტეტს ვებგვერდიც აქვს, მაგრამ ფეისბუკი უფრო ხშირად ახლდება. თუმცა აქ ძირითადად მხოლოდ ისეთი ტიპის ინფორმაცია ქვეყნდება, როგორიცაა: ტენდერები, ვიზიტები, ახალი პროექტები და ა.შ. ამასთანავე, ამ ეტაპზე ონის რაიონის 6000-მდე მოსახლიდან, მაქსნეტის მონაცემებით, ინტერნეტი მხოლოდ 300-მდე აბონენტს აქვს.
ინგა ამბობს, რომ გაზეთის დახურვით განსაკუთრებით უფროსი თაობა დაზარალდა: „მთელი წლის განმავლობაში მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, საიდან გავიგოთ ახლა ინფორმაციაო“.
ნაზი გავაშელი ონის სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის: “იმდენი პრობლემაა რაიონში, აუცილებელი ამაზე იწერებოდეს“.
ინფორმაციულ ვაკუუმზე საუბრობს იური
რეხვიაშვილიც, რომელიც ონის ერთ-ერთ კვების ობიექტში მზარეულია.
ამბობს, ცენტრალური ამბები უფრო იცის, ვიდრე ადგილობრივი: “ხან ვიგებთ
ამბებს, ხან ვერა ამბებს, ხან ვიღაც გვეტყვის, ხან ისე. ინტერნეტთან
მე კავშირი არ მაქვს”.იზოლდა ლობჯანიძე კერძო მეწარმეა. ყველა გამოცემას აქტიურად კითხულობდა, რაც ათეული წლების განმავლობაში გამოდიოდა ონში: „ტელევიზორში კი ვუყურებ ინფორმაციას, მაგრამ რაიონის ამბები დიდად არაფერი ვიცი, ჩვენ ინტერნეტი და ეგეთები არ გვაქვს სახლში. კარგი იქნება ადგილობრივი ტელევიზია, რადიო ან გაზეთი იყოს“.
ინტერნეტთან წვდომის მიუხედავად, ინფორმაციის ნაკლებობას ახალგაზარდებიც უჩივიან. მაცაცო რეხვიაშვილი ონის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურის მასწავლებელია. საკრებულოს ფეისბუკის გვერდს ხშირად ამოწმებს, მაგრამ, ამბობს, რომ ეს ის არაა, რაც ხალხს უნდა, ადგილობრივების ხმა ცენტრამდე მაინც არ მიდის: „რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სხვა რეგიონების და რაიონების მსგავსად, აქაც იყოს ადგილობრივი ტელევიზია, ონლაინ გამოცემა თუ გაზეთი, საიდანაც სანდო ინფორმაციას მიიღებდნენ ადამიანები. ახლა სახელმწიფო უწყებების გარდა, ინფორმაციას ერთმანეთისგან თუ გავიგებთ, გადმოცემით, როგორც ძველად ხდებოდა ხოლმე. ასეთ დროს კი, ზოგჯერ სიმართლე გზაში იკარგება და საბოლოოდ ბევრ ადამიანამდე არასწორი ინფორმაცია მიდის”.

ინგა მეტრეველი ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „რაჭის სიძველეთა შესწავლის დაცვის ფონდში“ მუშაობს. გასულ წელს პროექტი დაწერა და გრანტიც მოიგო. კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ადგილობრივი მედიის თემაზეც მოამზადოს პროექტი და დამოუკიდებელ ფონდებში შეიტანოს, მპასუხობს, რომ ამისთვის გუნდი და გამოცდილებაა საჭირო, ასე ერთ ადამიანს ფულს არავინ მისცემს, ამიტომ, იდეა ამ ეტაპზე უპერსპექტივოდ ეჩვენება.
13.09.2018
ვრცლად











10 წლის წინ ორგანიზაცია საქართველოს
მედიაგარემოს მთავარ პრობლემად სრული დაფარვის მქონე მაუწყებლების
მმართველი პარტიისგან კონტროლზე საუბრობდა. ამ პერიოდში ასევე
სამთავრობო გავლენის ქვეშ იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისია,
რომელმაც ტელეკომპანია “მაესტროს“ უარი უთხრა პოლიტიკური პროგრამების
გაგრძელებისთვის საჭირო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე.
Freedom House-ის იმ პერიოდის ანგარიშში საუბარია საქართველოს
მთავრობის მცდელობებზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელი
შეეშალა სამაუწყებლო მედიაში მისთვის არასასურველი ინფორმაციის
გავრცელებისთვის. 2008 წელს იყო ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი
შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებიც. წლის ყველაზე გახმაურებული ამბავი
გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის მიმართ სასიკვდილო მუქარები იყო,
რომელსაც რედაქცია მეილზე იღებდა.
Freedom House-ის მიერ 2012 წელს
გამოქვეყნებულ კვლევაში ფოტოგრაფების გახმაურებულ საქმესაც ეხმიანება.
2011 წლის ივლისში 4 ფოტოგრაფი, მათ შორის პრეზიდენტის პირადი
ფოტოგრაფი შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. მათ სამშობლოს ღალატის
მუხლით წარუდგინეს ბრალი და საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაადეს. თუმცა,
არაერთი საპროტესტო აქციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
განცხადებების შემდეგ, ისინი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ბრალდებით ჟურნალისტების დაკავების პირველი
შემთხვევა იყო საქართველოში.
თუმცა, ამის საპირწონედ აპრილის ბოლოს
მედია ბაზარზე ახალი ძლიერი მოთამაშე - ტელეკომპანია „ მე-9 არხი“
შემოდის. ტელევიზიას ზურგს უმაგრებს ხელისუფლებას დაპირისპირებული
გავლენიანი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამავდროულად
მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერიცაა. კარგი დაფინანსებისა და
სოლიდური რეიტინგის მიუხედავად, შეფერხება დაფარვის მხრივ „მე-9
არხსაც“ ექმნება, რადგან სამაუწყებლო სიხშირეების მისაღებად
ლიცენზიების გაცემა ჯერ კიდევ პრობლემურია.
შედარებით მშვიდი და დაბალანსებული
სიტუაციის მიუხედავად ცხელი ამბების გარეშე არც 2014 წელი გადის.
ივლისში „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელსა და ყოფილ დირექტორს, ეროსი
კიწმარიშვილს საკუთარ ფარეხში, მანქანაში გარდაცვლილს პოულობენ. მას
თავის არეში ტყვია აქვს მოხვედრილი. მართალია, გამოძიებამ ჯერაც ვერ
დაადგინა, რას უკავშირდებოდა ეს მკვლელობა, მაგრამ ეჭვები
კიწმარიშვილის მედიაზე გავლენებსა და მის იდუმალებით მოცულ სიკვდილს
შორის მაშინვე გაჩნდა.
ეჭვები ჩნდება ასევე სასამართლოს
მიუკერძოებლობის შესახებ, რის მიზეზიც „რუსთავი2-ის“ მფლობელობის
საკითხზე სასამართლო დავის წარმართვის ბუნდოვანი პროცესია. 2016
წლიდან ხელისუფლების მხრიდან მედიაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების
მცდელობა თანდათან უფრო თვალშისაცემი ხდება. იმ ფონზე, როდესაც ონლაინ
გამოცემების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მედია ბაზარიც უფრო
პლურალისტური და თავისუფალი ხდება, სახელმწიფო ცდილობს, ყველაზე
რეიტინგულ ტელეარხები მაინც მოაქციოს გავლენის სფეროში.

















