'ნინოწმინდაში ხალხს არ სჯერა პანდემიის' - რიტა სტამბოლციანი, NOR
02.11.2020
"ერთი კვირის წინ ნინოწმინდაში კორონავირუსით 30 წლის ქალი გარდაიცვალა. მაგრამ არც მის ოჯახს და არც ხალხს, არ სჯერა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ვირუსი გახდა. ოჯახს პრეტენზიაც ჰქონდა ჩვენს მიმართ, რომ ცრუ ინფორმაცია გავავრცელეთ. აქ ადგილობრივების უმეტესობას არ სჯერა, რომ პანდემიაა... ჯანდაცვის სამსახური კი, ამ დროს, ჩვენთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, მხოლოდ ციფრებზე გველაპარაკება", - რიტა სტამბოლციანი, ნინოწმინდის სათემო რადიო "ნორის" ჟურნალისტი გვიყვება, რა ვითარებაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. NOR



ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას - “ცხოვრება კოვიდთან ერთად” , რომლის ფარგლებში ჩვენი კოლეგები სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან მათ რეგიონში არსებულ ვითარებასა და მათი მუშობის სირთულეებზე გვიამბობენ

პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ

ინტერვიუ ჩაწერილია 27 ოქტომბერს

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ