დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და მისი დაკავების ფაქტს მედიაზე თავდასხმის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევენ.
„20 ოქტომბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ არ გაითვალისწინა, რომ ქეთა ციცქიშვილი 12 წლის ბავშვის დედაა და “ქართული ოცნების” მიერ ერთ დღეში მიღებული სადამსჯელო კანონების საფუძველზე მის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.
დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები
უკანონოდ და მედიაზე თავდასხმის კიდევ ერთ გამოვლინებად მივიჩნევთ
ქეთა ციცქიშვილის დაკავებას და ვუცხადებთ მას მხარდაჭერას და
სოლიდარობას.
გუშინ, იმავე ბრალდებით დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტსა და
წამყვანს, ვახო სანაიას.
ამ დაკავებებს წინ უძღოდა “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეებს ფაქტობრივად აუკრძალა კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლება.
ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე, დამოუკიდებელი
მედია ხელისუფლების პირდაპირი სამიზნეა. მაშინ, როდესაც დღემდე
უკანონო პატიმრობაშია ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი,
გამოუძიებელია ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმის ფაქტები, პროფესიულ
მოვალეობაში ხელის შეშლისა და მედიის წარმომადგენლების ქონების
დაზიანების შემთხვევები, “ქართული ოცნების” პოლიცია, პროკურატურა,
ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო, ჟურნალისტებზე მორიგი ძალადობით,
დაჭერით და დაპატიმრებითაა დაკავებული.
მიგვაჩნია, რომ ბოლოს მიღებული რეპრესიული კანონდებლობა, ისევე,
როგორც მანამდე მიღებული და ამოქმედებული კანონები, მიზნად ისახავს
ქვეყანაში კრიტიკული აზრის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო
საზოგადოების სრულად განადგურებას. ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის
დაკავებაც “ქართული ოცნების” ამ ავტორიტარული პოლიტიკის ნაწილია და
ჟურნალისტებისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას
ემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” ხელისუფლება ყველა გზას
იყენებს მედიის გასაჩუმებლად, ვაგრძელებთ ჩვენი პროფესიული მისიის
შესრულებას, საზოგადოების ინფორმირებას და სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლების დაცვას“.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები [სია
განახლებადია]:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია/„მედიაჩეკერი“;
მედია აპრილი;
ინდიგო;
ბათუმელები/ნეტგაზეთი;
აჭარა თაიმსი;
მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“;
რადიო „მარნეული“;
ჩემი ხარაგაული;
ტვ კავკასია;
ტაბულა;
ტვ პირველი;
On.ge;
სტუდია „მონიტორი“;
„ინფო იმერეთი“;
BMG (Business Media Georgia);
ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი;
ფორმულა;
სამხრეთის კარიბჭე;
ქუთაისიპოსტი;
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი;
პუბლიკა;
Chai Khana;
მაუწყებელი;
აი, ფაქტი;
აქცენტი;
OC Media;
JAMnews;
პლატფორმა კაქტუსი;
Movement;
ალიქ მედია ჯორჯია;
პროექტი 64;
ქართლის ამბები;
რადიო WW;