სამთავრობო ტელეკომპანიებმა: Postv-იმ, „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ Facebook რეკლამებისთვის 90 დღეში $100 000-ზე მეტი დახარჯეს, საიდანაც უმეტესობა Postv-ზე მოდის.
Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მიხედვით, პროპაგანდისტულმა Postv-იმ 2025 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, Facebook-ის 6 სხვადასხვა გვერდზე 3 744 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად $76 918 დახარჯა:- „POSTV-ანალიტიკა“: 727 პოსტი - $33 971;
- POSTV News: 2 881 პოსტი - $31 499;
- „ევროკრატია-ყოფილი ევროპა“: 58 პოსტი - $7 098;
- „ევროპის დაისი“: 15 პოსტი - $2 131;
- „ლიბერალიზმის ანატომია“: 26 პოსტი - $1 860;
- „კონსერვატორია“: 37 პოსტი - $359;
Postv-ს, რომლის 52%-იანი წილის მფლობელიც
პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძეა, 2020 წლის აგვისტოდან [Meta-ს
რეკლამების ბიბლიოთეკა ამ დროიდან მოქმედებს] 2026 წლის 2 იანვრამდე,
Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 490 000 დოლარზე მეტი
ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული.
სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ კი ანალოგიურ პერიოდში (2025 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 იანვრამდე) Facebook-ის 2 გვერდზე 53 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად 13 815 დოლარი დახარჯა:
- tv imedi: 51 პოსტი - $13 485;
- „იმედის კვირა“: 2 პოსტი - $330;
სამთავრობო „იმედს“, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ირაკლი
რუხაძეა, 2020 წლის აგვისტოდან 2026 წლის 2 იანვრამდე, Facebook-ის
სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 219 000 დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები
აქვს დასპონსორებული.
რაც შეეხება „რუსთავი 2-ს“, სამთავრობო არხმა Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მიხედვით, 2025 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, Facebook გვერდზე 117 პოსტი დაასპონსორა, რაშიც ჯამურად $9 572 დახარჯა.
„რუსთავი 2-ს“, რომლის 60%-იანი წილის მფლობელიც
ქიბარ ხალვაშია, 40%-იანი წილის მფლობელი კი - შპს პანორამა, 2020
წლის აგვისტოდან [Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკა ამ დროიდან მოქმედებს]
2026 წლის 2 იანვრამდე, Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, ჯამში 14 000
დოლარზე მეტი ღირებულების პოსტები აქვს დასპონსორებული.
რეკლამების ბიბლიოთეკა არჩევნების, სოციალური და
პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს აერთიანებს და
Meta-ს კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ
მოიცავს ინფორმაციას, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა
სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია
ასეთად.

