პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში სადაო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
19.10.2023
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მე-3 მოსმენით მიიღო მაუწყებლის შესახებ კანონში სადავო ცვლილები. კანონს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინაარმდეგი იყო.

მოკლედ: ცვლილებებით გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის მანდატი. უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც აკრძალული იყო, თუმცა ახლა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება კომუნიკაციების კომისიასთან გაასაჩივროს თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით შეასრულებენ ევროკავსირის 12 რეკომენდაციიდან მე-7 პუნქტს. საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ ეს ზრდის საფრთხეს სიტყვის თავისუფლების და მედიების დამოუკიდებლად საქმიანობის კუთხით.


ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ