ინტერვიუ აფგან სადიგოვთან - 3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა
02.05.2025

„ძვირფასი ქართველი ხალხისთვის, რომელიც ძალიან მებრძოლია და ამის გამო მიყვარს, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ნებისმიერ ფასად დაიცვან თავისუფალი მედია. რადგან მილიონობით ჩაგრული ადამიანის ხმა შეიძლება მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა გააჟღეროს“.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელიც თბილისში, აზერბაიჯანის მოთხოვნით, შარშან დააკავეს. სადიგოვი საექსტრადიციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე იმყოფებოდა. მან პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა.

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს.

რა მსგავსებაა აზერბაიჯანსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შორის, მოუსმინეთ აფგან სადიგოვს „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში.


✏️ თარგმანი: ოქტაი ქაზუმოვი


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ