30-31 მაისს „საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის“ გაიმართება
18.05.2026

 

30-31 მაისს, ილიას ბაღში მდებარე Slink Cafe-ში, დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ორდღიანი „საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის“ გაიმართა. ღონისძიებაზე შეგროვილი თანხის 10% დიუშენით დაავადებული ბავშვების ოჯახებისთვის გადაირიცხება.

                                                                
„მიეცით წამალი ბავშვებს“ - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები თითქმის ერთი თვეა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ღია ცის ქვეშ, ღამეს ათენებენ. ამ მოთხოვნით იმართება მხარდამჭერი მსვლელობებიც. საქართველოში ამ დიაგნოზით 100-მდე ადამიანია აღრიცხული, მათი უმეტესობა ბავშვია. 
                                                                

„ჩვენ ვხედავთ ჟურნალისტებზე ზეწოლას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის იმ რთულ რეალობას, რომელიც დღეს საქართველოშია - ასეთ მძიმე დროს კი, ერთიანობა და სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია.

სწორედ ამ მიზნით, 30-31 მაისს ჩატარდება საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის, სადაც შევქმნით სოლიდარობის საერთო სივრცეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ქსელი - „სინათლე მედია“.

ამასთან ერთად, შეგროვილი თანხის 10% გადაირიცხება დიუშენით დაავადებული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად.

თუ გსურს გახდე ამ მოძრაობის ნაწილი, გამოიტანო შენი ნივთები და ჩაერთო გაყიდვებში, გადადი კომენტარებში, შეავსე სარეგისტრაციო კითხვარი და შემოგვიერთდი - გაითვალისწინე, რომ ფლიმარკეტის მონაწილეები და გასაყიდი ნივთები ორივე დღეს განსხვავებული იქნება.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე ცოცხალი მუსიკა, გემრიელი საჭმელი და საბავშვო გასართობი აქტივობები გელოდებათ.

რაც მთავარია, თუ 31 მაისს ჩვენი წევრის „ინდიგოს“ ვაშლის ბაღების ფესტივალზე გქონდათ წასვლა გადაწყვეტილი - 30 მაისს ჯერ ჩვენთან მოდით საგაზაფხულო ფლიმარკეტზე და ორივე ღონისძიებაზე შეძლებთ დასწრებას.

სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“

ფლიმარკეტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განაცხადის შევსება შემდეგ ლინკზე: რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 მაისია. 

დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება უკვე მეორედ იმართება. პირველად „ფლიმარკეტი სინათლისთვის“ საახალწლოდ „ეზოში“ მოეწყო.

სინათლე მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიების სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელია, რომელიც მათ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

„სინათლე მედიის“ მხარდამჭერი შეუძლია გახდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა. 

მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც ერთჯერადი, ისე ნებისმიერი თანხის ყოველთვიურიგადარიცხვით.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ