საქართველო
კატეგორია - საქართველო
მედიაორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმე გამოუძიებელია და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.

ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე.

“სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის წარმომადგენლების დასაცავად. არასაკმარისი საპოლიციო ძალები არ იღებდნენ ზომებს ჟურნალისტების დასაცავად. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ "ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე”- აცხადებენ ორგანიზაციები

5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაწყებულია ექსპერტიზა

მედიის წარმოამდგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა," - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება სრულად იხილეთ აქ

განცხადებას შემდეგი მედიაგამოცემები აწერენ ხელს:

  1. მთავარი არხი
  2. ფორმულა
  3. რუსთავი 2
  4. ტაბულა
  5. იმედი
  6. კავკასია
  7. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  8. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  9. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
  10. TV პირველი
  11. TV 25
  12. ექსპრესნიუსი
  13. ფაქსინტერნიუსი
  14. არტარეა TV
  15. სტუდია მონიტორი
  16. რადიო ჯორჯიან თაიმსი
  17. ფაქტ-მეტრი
  18. რადიო მწვანე ტალღა
  19. AT.ge
  20. მედიის განვითარების ფონდი
  21. Border Zone
  22. ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი
  23. რადიო აფხაზეთის ხმა
  24. რადიო დარდიმანდი
  25. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი
  26. ო9მედია ჰოლდინგი ჰერეთი: რადიო ჰერეთი FM102.8, რადიო თბილისი FM93.5,
  27. რადიო ციტრუსი FM97.3
  28. რადიო ძველი ქალაქი
  29. საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი
  30. ტელეკომპანია ახალი
  31. OC Media
  32. ეკო-ფაქტი
  33. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
  34. SOVA
  35. ბათუმელები
  36. Newsreport
  37. On.ge
  38. ნეტგაზეთი
  39. InterPressNews.ge
  40. ბლოგი „სოცრეაქტივი“
  41. TSpress.ge
  42. რადიო ათინათი
  43. Metronome.ge
  44. პუბლიკა
  45. Civil.ge
  46. ინტერნიუსი-საქართველო
  47. Media.ge
  48. openrustavi.ge
  49. პალიტრანიუსი;
  50. რადიო პალიტრა
  51. რადიო მარნეული
  52. Euronews Georgia
  53. FirstNews.ge
  54. Kutaisi Today
  55. Speqtri.ge
  56. CNews
  57. მედიაჰოლდინგი ,,ქრონიკა+"
  58. Droa.ge
  59. accentnews.ge
  60. Popmusic.ge
  61. Popsport.com
  62. მედიის უფლებები
  63. Gurianews.ge
  64. Tok TV
  65. ჟურნალისტიკის რესუსრს ცენტრი
  66. აგრო გარემო TV
  67. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  68. რადიო მწვანე ტალღა
  69. რადიო იმედი
  70. JamNews
  71. DailyInfo.ge
  72. აიფაქტი
  73. TV25
  74. აიპრესი
  75. ახალი ამბების სააგენტო Front news
  76. Front news International კიევის ოფისი
  77. გურია TV
  78. მეცხრე ტალღა
  79. ოკრიბა ნიუსი
  80. ნიუპოსტი
  81. pia.ge
  82. digest.ge
  83. funtime.ge
  84. tbiliselebi.ge
  85. exclusivetv.ge
  86. GHN
  87. geodigest.ge
  88. Europetime.eu

  89. ოდიში TV
  90. გურიის მოამბე
  91. Dianews
  92. report.ge
  93. Info Rustavi
  94. მეგა TV
  95. DiaNews
  96. რადიო მოზაიკა
  97. ტელეკომპანია დია
  98. NewPress.ge
  99. თაიმერი
  100. რადიო WW
  101. ჩემი ხარაგაული
  102. QvemoQartli.ge
კატეგორია - საქართველო
"პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუსისა" - 20 არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერ მინისტრის და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

ორგანიზაციები "ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე.

ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ:
  • საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა
  • ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით.
"ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ. 5 ივლისს ადგილზე საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მობილიზებული სამართალდამცავები, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელების მხრიდან მიღებული ზომები არ იყო საკმარისი ძალადობის შესაჩერებლად. ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ “ღირსების მარშის” ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის მაგივრად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის. ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მათ ვერ დაინახეს პრემიერ მინისტრის წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვასა და აგრესიის შეკავებაში" - აცხადებენ ორგანიზაციები

განცხაებას შემდეგი ორგანიზაციები აწერენ ხელს:
  1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  2. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  3. საფარი
  4. საზოგადოება და ბანკები
  5. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  6. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  9. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  10. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  11. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  12. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  13. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  15. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  16. გაეროს ასოციაცია
  17. მწვანე ალტერნატივა
  18. თბილისი პრაიდი
  19. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  20. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
კატეგორია - საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციები "ტვ პრიველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავსას გარდაცვალებას ასეთი შინაარისის განცხადებებით ეხმიანებიან:
  • "მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს 5 და 6 ივლისს გამოვლენილი ძალადობის სისასტიკეს და ხელისუფლების დემონსტრაციულ უპასუხისმგებლობას."
  • "დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც."
  • "[შსს მინისტრმა] გომელაურმა უბრალოდ თავი მიწაში ჩარგო და პოლიცია უმოქმედოდ დატოვა აქციაზე, ჟურნალისტები შეატოვა ბრბოს. ისიც უნდა გადადგეს."
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური თავისი განცხადებით მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე წახალისებას. ორგანიზაციის შეფასებით, გამოძიების პროცესი არაეფექტურად მიმდინარეობს და ეს ხელისუფლების მხრიდან "ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარების კიდევ ერთი დემონსტრაციული აქტია".

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და ოპერატორის გარდაცვალება ერთმნიშვნელოვნად პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ “ საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს 5-6 ივლისის მოვლენების შესწავლა და გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო მექანიზმი, რათა დადგინდეს, თუ რა ტიპის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ ამ მოვლენებში პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს”.

განცხადებას ავრცელებს “თანასწორობის მოძრაობაც” და პარლამენტს მოუწოდებს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირის პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთად, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საზედამხედველო მექანიზმი.

“მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას” - აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის და მიიჩნევს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.

ქარტია მოითხოვს, რომ:

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;
  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც;
  • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები; დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილიც და წერს:

“1. ირაკლი ღარიბაშვილი არის უპასუხიმგებლო პრემიერი და ძალადობის პროპაგანდისტი. სირცხვილია ასეთი პრემიერის ყოლა და ის უნდა გადადგეს.
2. გომელაურმა უბრალოდ თავი მიწაში ჩარგო და პოლიცია უმოქმედოდ დატოვა აქციაზე, ჟურნალისტები შეატოვა ბრბოს. ისიც უნდა გადადგეს.
3. ჩვენ გვყავს სასულიერო პირები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან, არიან მოძალადეები და კრიმინალები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ლექსოს.
4. ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც ამ ძალადობის ორგანიზებას ახდენენ, სუსი კიდევ მახათების ახალ პარტიას ელოდება და ჩვენი ლაპარაკის უკანონოდ მოსმენითაა დაკავებული. ხელისუფალი, რომელიც ვერ მიცავს, იმ სკამში არ უნდა იჯდეს, სადაც ზის!” - წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა სიმონიშვილი

"მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყვნენ დადგენილი და პასუხისგებაში მიცემული ყველა ის პირი, ვინც 5-6 ივლისის ძალადობის დროს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა დააორგანიზა და აღასრულა" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

“ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი” - წერს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პირად ფეისბუკ გვერდზე.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.
კატეგორია - საქართველო

მედიის წარმომადგენლები 11 ივლისს 20:30 საათზე მთავრობის კანცელარიის შენობის წინ აქციას "ერთად ლექსოსთვის! არა ძალადობას!" აანონსებენ.

საპროტესტო აქცია "ტვ პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება. "მედიის წარმომადგენლები ვგეგმავთ გავაპროტესტოთ 5 ივლისს მომხდარი ფაქტები და ის შედეგი, რაც დღეს დადგა.", - ამბობენ ჟურნალისტები. 

"ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების გამო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით დღეს 18:00 საათზე აქცია დაიგეგმა პარლამენტთანაც.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს გამთენიისას იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.

კატეგორია - საქართველო

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რამდენიმე მოთხოვნას აყენებს. 

ქარტია მიიჩნევს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.  

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა. მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან  ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას.",- ნათქვამია განცხადებში

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მოითხოვს: 

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;  
  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ  ორგანიზატორებიც;
  • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;  
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
  • დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

"ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების გამო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით დღეს 18:00 საათზე აქცია დაიგეგმა პარლამენტთან.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს გამთენიისას იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.
კატეგორია - საქართველო
“გადადგეს მკვლელი მთავრობა!” - ამ ლოზუნგით , მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით, 11 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტთან აქცია დაიგეგმა. აქცია "ტვ პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებია:

  1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
  2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
  3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, დაწყებულია ექსპერტიზაც.
კატეგორია - საქართველო
"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას "ტვ პირველი" ადასტურებს
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გვიყვება, რომ ალექსანდრე ლაშქარავა საწოლში გარდაცვლილი გამთენიისას დედამისმა ნახა. ადგილზე პოლიციაა მისული. ოპერატორის სახლი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და შიგნით არავის უშვებენ. 

ალექსანდრე ლაშქარავა, ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს.

ლექსო ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ ალექსანდრე ლაშქარავა მკურნალობას სახლში განაგრძობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაწყებულია ექსპერტიზაც.

"მედიაჩეკერი" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
კატეგორია - საქართველო
5 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 4 პირი დააკავა და 1 პირს ბრალი წარუდგინა.

დაკავებულები არიან “რადიო თავისუფლების” რეპორტიორებზე, ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორზე და „ფორმულას” ჟურნალისტსა და ფოტორეპორტიორზე თავდამსხმელები. საოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორზე თავდამსხმელს კი ბრალი წარედგინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს..

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, გამოძიება გრძელდება.

5 ივლისს, თბილისში “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. ჩვენ ამ დროისთვის 50 ჟურნალისტის, ოპერატორის და ფოტორეპორტიორის იდენტიფიცირება შევძელით. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზარალებულად 19 ჟურნალისტია ცნობილი.
კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 4 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აქციის მიმდინარეობის დროს, ორმა ბრალდებულმა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, "tv პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორმა ბრალდებულმა კი რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე მუხლის (ძალადობა) 1-ლი ნაწილი, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლ) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს.

8 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავის 2-ის”, “მთავარი არხის”, “ტაბულასა” და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს შეუფარდა პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 15 პირია დაკავებული. დაზარალებულად 19 ჟურნალისტია ცნობილი.
კატეგორია - საქართველო
"ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ხოლო ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია" - ასე აფასებენ არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები 5-6 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებს და ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან.

ორგანიზაციები ამბობენ, რომ 2021 წლის 5 და 6 ივლისს „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა:

“სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად. ძალადობის ფაქტები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. ნათელი იყო, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ ახერხებდნენ წესრიგის აღდგენას.”

არასამთავრობოები, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ, რომ:
  • 2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს.
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

პარლამენტს კი მოუწოდებენ, რომ:
  • უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.
  • მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები.
  • მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

განცხადებას 20-მდე არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაცია აწერს ხელს:

Institute for Development of Freedom of Information
European Initiative - Liberal Academy Tbilisi
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი, MDF
Media Rights • მედიის უფლებები
სატელევიზიო ქსელი
Alliance of Broadcasters - Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამართლიანი არჩევნები (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
Rights Georgia / უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი / Open Society Georgia Foundation
კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავის 2-ის”, “მთავარი არხის”, “ტაბულასა” და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული 3 პირი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა.

"მოსამართლემ მიიჩნია, რომ მტკიცებულებები სახეზე იყო, ასევე ის, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში.", - განმარტა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

დაკავებულებს ბრალი სამი მუხლით აქვთ წარდგენილი:
  • ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით (სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით)
  • დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით (156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)
  • ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის (225-ე მუხლის ნაწილით) წარედგინათ.

წარდგენილი ბრალდებები 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომდევნო პროცესი 2 სექტემბერს გაიმართება.

ამ დროისთვის  ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე ბრალი 8 პირს აქვს წარდგენილი. დაზარალებულად 19 ჟურნალისტია ცნობილი.
კატეგორია - საქართველო
„იმედის“ მენეჯმენტში ცვლილებებია. გენერალური დირექტორის პოზიციაზე ნიკა ლალიაშვილი მაკა ლომიძემ ჩაანაცვლა. ლალიაშვილი კი მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

“იმედის” იმფორმაციით, მაკა ლომიძეს სხვადასხვა ტელევიზიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება აქვს და ის არხის მართვასა და მისი პოლიტიკის განსაზღვრას 8 ივლისიდან შეუდგა..

ნიკა ლალიაშვილი ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი 2020 წლის აგვისტოში გახდა. ამ პოზიციაზე მან ელდარ მდინარაძე ჩაანაცვლა. დირექტორის პოზიციის დაკავებიდან ორ თვეში “იმედის” ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიის, “მაესტროს” 5 ჟურნალისტის საჩივრის საფუძველზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ნიკა ლალიაშვილს ქარტიის მე-2 პრინციპის დარღვევა დაუდგინა. ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ლალიაშვილი ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და აიძულა მათ, რომ დაეტოვებინათ ტელეკომპანია.

ნიკა ლალიაშვილის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომზე მომზადებული პროპაგანდისტული ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს". მისი პროდიუსერობით მომზადებული ფილმი საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა და ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების ნაწილი ფილმის "მთავარ ხაზს" გაემიჯნა.