პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების გაზრდილი
შემთხვევები, სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე და
სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ლექსიკის გამოყენება - ასეთი იყო
ტელემედია წინასაარჩევნოდ, რომელიც კვლავ რჩება პლურალისტურად, თუმცა
მკვეთრად პოლარიზებულად.
მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის მთავარი მიგნებების
თანახმად, ყველა არხის მონაცემებით, პარტიებს შორის
ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“. მას მოსდევს „ნაციონალური
მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო".
ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო
პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი
ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი.
მიკერძოება არასასურველი საარჩევნო სუბიექტის ნეგატიურ გაშუქებაში
გამოიხატებოდა.
მაგალითად, ანაგრიშის მიხედვით, „ქართული ოცნება“
ყველაზე დადებითად POSTV-ზე გაშუქდა (დადებითი ტონი იყო
დათმობილი დროის 39%), ყველაზე უარყოფითად კი "მთავარ
არხზე“ - (72% უარყოფითი ტონი). „ქართული ოცნების“ მიმართ
ყველაზე კრიტიკული სიუჟეტები ხშირად ამ არხის ეთერში
გადიოდა.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას“, ეს პარტია
ყველაზე დადებითად „მთავარი არხის“ ეთერში
გაშუქდა(დათმობილიდროის 13 %), ყველაზე უარყოფითად
„ობიექტივზე“ (დროის 91 %); "ევროპულ
საქართველოს“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო,
"ობიექტივი" კი ტრადიციულად, ყველაზე მეტ დროს
„პატრიოტთა ალიანსს“ უთმობს.
ანგარიშის მიხედვით, "ქართული ოცნების"
მსგავსად, მთავრობაც ყველაზე პოზიტიურად POSTV-ს ეთერში
გაშუქდა (დროის 38% დადებითი ტონით გაშუქებას დაეთმო),
ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკული ტონი კი „მთავარ არხს“ აქვს
(დროის 69%).
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ
- „პირველ არხს“ ხელისუფლებისადმი არაკრიტიკული,
ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა აქვს;
- „მთავარ არხს“ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა
აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ;
- იმედი“ და POSTV ხელისუფლებისადმი მიკერძოებით გამოირჩევა. აქ მმართველი გუნდი აბსოლუტურად დადებითადაა წარმოჩენილი. ამ არხებზე ოპოზიცია მაქსიმალურად დისკრედიტირებულია.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდნეტს, მიხეილ სააკაშვილს, ანგარიშის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო POSTV-მ დაუთმო და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უარყოფითადაც ამ არხზე გაშუქდა (86%), ყველაზე დადებითად კი სააკაშვილი "მთავარმა არხმა" გააშუქა, - მისთვის დათმობილი დროის 24 % მის დადებით შეფასებას მიეძღვნა.
რაოდენობრივი მონაცემების გარდა, საინტერესოა თვისებრივი კვლევის მიგნებებიც. ამ მიგნებების თანახმად, გასულ წლებთან შედარებით ტელემედიაში გაზრდილია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.ასევე, ტენდენციებში ვკითხულობთ, რომ:
- სატელევიზიო ახალ ამბებში პრობლემად რჩება მოვლენების ზედაპირულად
გაშუქება. მაუწყებელების ეთერში იშვიათად გვხვდება საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეული ანალიზი;
- წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება
საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული სიღრმისეული, მოკვლევითი
სიუჟეტების სიმცირე, რაც ამომრჩეველს დაეხმარებოდა ინფორმირებული
არჩევანის გაკეთებაში;
- მაუწყებლების ნაწილი ხშირად იყენებდა სამთავრობო უწყებების
პრესსამსახურების მომზადებულ მასალებს მათ წარმომავლობაზე ნათლად
მითითების გარეშე;
- სატელევიზიო ახალ ამბებში კვლავ გვხვდება სიძულვილის ენისა და
დისკიმინაციული ლექსიკის გამოყენების შემთხვევები. ამ მხრივ
გამორჩეულია „ობიექტივი“, სადაც, ტრადიცულად, ამჯერადაც არაერთხელ
დაფიქსირდა ქსენოფობიური განცხადებები;
- წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა გენდერული
სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი
განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქება;
- მონიტორინგის პერიოდში სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სექსისტური განცხადების ავტორები პოლიტიკოსებთან ერთად იყვნენ ჟურნალისტებიც.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ
ტელემედიის გარდა, წინასაარჩევნოდ მონიტორები აკვირდებოდნენ ასევე ონლაინ მედიას, სოციალურ ქსელს, ტოქშოუებს, გაზეთებსა და რადიოებს. ასევე, მონიტორინგდებოდა როგორ აშუქებს მედია უცხოურ გავლენას საქართველოზე.
მედიამონიტორინგი ხორცილდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან, ინტერნიუს საქართველოსსა და CRRC-საქართველოსთან.










კამილა მამედოვა, მარნეულის
სათემო რადიოს დამფუძნებელი და დირექტორი, ამბობს, რომ მათთვის
ინფორმაციის მიღება იმავე დღიდან იქცა პრობლემად, რაც რეგიონში
ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კამილა ფიქრობს, რომ
თავდაპირველად ეს ერთგვარი თვითცენზურა იყო, რადგან, მისი ვარაუდით,
რეგიონებში ჯერ არ ჰქონდათ ცენტრიდან მიღებული დირექტივები და
ფიქრობდნენ, რომ ჯობდა ინფორმაცია არ გაეცათ, ვიდრე რამე ეთქვათ,
რასაც, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ ემუშავა. თუმცა, ვითარება არც
მოგვიანებით შეცვლილა, მას შემდეგ, რაც ეპიდემიამ ქვეყანაში სრული
ლიფეთქა. პირიქით, კამილა ამბობს, რომ ის წყაროებიც ჩაიკეტა, ვინც
მანამდე მედიას მცირე ინფორმაციას, ან თუნდაც, სტატისტიკას მაინც
აწვდიდა.
კამილა ამბობს, რომ მათი
ძალისხმევა, ადგილობრივებს მათ ენაზე მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია და
რეკომენდაციები, რაც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს
სახელმწიფოს ინტერესშიც უნდა იყოს, უშედეგოა. ვერცერთხელ მოახერხეს
ჩაეწერათ ეპიდემიოლოგი, რომელიც, ამავე დროს, ჯანდაცვის ცენტრის
ხელმძღვანელია:
"მაგალითად, ადიგენის შემთხვევაში
ძალიან რთულად ვღებულობდით ინფორმაციას. ბოლოს ახალციხეშიც გართულდა
ამის გადამოწმება. სიღრმისეულად გაშუქება რომ გვინდა, ამაზე საერთოდ
პასუხი არავის არ აქვს. გვინდოდა გადაცემაში მოსულიყვნენ და გვესაუბრა
რა არის კორონავირუსი, როგორ დავიცვათ თავი, პრევენციული ხასიათის
რეკომენდაციები, საუბარი არ იყო კრიტიკულ გადაცემაზე. ყველა ექიმმა
კატეგორიული უარი განაცხადა, ვგულისხმობ, საზოგადოებრივ ჯანდაცვას.
იძულებული ვიყავით, კერძო კლინიკებიდან მოგვეწვია სტუმრები.
საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ პირდაპირ აკრძალა ჩვენთან ურთიერთობა,
როგორც ახალციხეში, ისე ადიგენში”.
მაია იველიშვილის თქმით, ეს ერთი
პირი რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელია, რომელსაც
შეუძლია ინფორმაცია გასცეს სტატისტიკის დონეზე, სხვა კითხვები კი
პასუხგაუცემელი რჩება, ვინაიდან ის არ არის ეპიდემიოლოგი და ცხადია,
სიღრმისეულ კითხვებს ვერ უპასუხებს:
“გვაიგნორებენ, არ გვპასუხობენ
კითხვებზე და უკვე ერთი წელია ეთერში რეპორტაჟები გადის ცალმხრივად,
დაუბალანსებლად, რითაც ჩვენი აუდიტორია ზარალდება. ოფიციალური მიზეზი
არ ვიცით, თუმცა, შიდა წყაროებიდან ვიცით, რომ ეს არის აჭარის
მთავრობის გადაწყვეტილება, რომ კრიტიკულ მედიასთან არ ითანამშრომლოს
ადგილობრივმა ხელისუფლებამ”.





