კატეგორია - საქართველო
2018 წლის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატების, სალომე ზურაბიშვილისა
და გრიგოლ ვაშაძის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეულ ხარჯებს შორის
სარეკლამო ხარჯები მნიშვნელოვან წილს (79%) იკავებს. კანდიდატების
მიერ აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული დეკლარაციების ანალიზიდან
ჩანს, რომ სარეკლამო ხარჯების 52% (7,503,503 ლარი) სხვადასხვა ტიპის
მედიასაშუალებებში სარეკლამო მასალების განთავსებას მოხმარდა.
მედიაჩეკერმა სალომე ზურაბიშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ აუდიტისთვის მიწოდებული დეკლარაციები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ორივე კანდიდატმა პლატფორმებს შორის უპირატესობა ტელევიზიას მიანიჭა და აქ ჯამურად 6,601,235 ლარი დახარჯა საარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის, შემდეგ მოდის ონლაინ მედია 595,056 ლარით, ამას კი მოყვებიან რადიო - 215,511 ლარით და პრესა, რომელმაც 2018 წლის არჩევნებზე 91,700 ლარი მიიღო ამ ორი კანდიდატის რეკლამის განთავსების სანაცვლოდ.
ტელევიზიებში წასული ხარჯებიდან 91% (6,601,235 ლარი) ცენტრალურ არხებზე გასულ რეკლამას მოხმარდა. გრიგოლ ვაშაძემ სატელევიზიო რეკლამისთვის დახარჯული თანხის მხოლოდ 1.25% (21,166 ლარი) მოახმარა რეგიონულ არხებზე რეკლამის განთავსებას, სალომე ზურაბიშვილმა კი - 11% (534,274 ლარი). საერთო ჯამში მედიაში განთავსებული რეკლამის ხარჯებიდან რეგიონულ ტელემედიაში მხოლოდ 4% წავიდა.
ცენტრალური არხებიდან სალომე ზურაბიშვილმა უპირატესობა „იმედს“ მიანიჭა, გრიგოლ ვაშაძემ კი - „რუსთავი 2-ს“. ზოგადად „რუსთავი 2-მა“ ყველაზე მეტი შემოსავალი (მთლიანი სარეკლამო ხარჯების 26%) მიიღო, რადგანაც ამ არხზე რეკლამა ორივე კანდიდატმა განათავსა, განსხვავებით „იმედისგან“, სადაც გრიგოლ ვაშაძეს ფასიანი სატელევიზიო რეკლამა არ განუთავსებია.
ჯამში ამ ორმა არხმა „რუსთავი 2-მა“ და “იმედმა” სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მიერ მედიაში დახარჯული თანხის 43% (4 907 524 ლარი) მიიღო.
რეგიონული არხებიდან წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო „რიონმა“, შემდეგ მოდის „თრიალეთი“, „დია“, „ტვ25“ და „ოდიში“. ამ არხებზე ფასიანი რეკლამა განათავსა როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ისე გრიგოლ ვაშაძემ.
საერთო ჯამში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა რეგიონულ 13 სატელევიზიო არხზე 534,274 ლარი დახარჯა, გრიგოლ ვაშაძემ კი 13 არხზე - 21,166 ლარი.
ონლაინ მედიაში გადახდილი სარეკლამო ხარჯების 16% Facebook-ში განთავსებულ (დასპონსორებულ) რეკლამას მოიცავს. თუკი სალომე ზურაბიშვილმა ინტერნეტ რეკლამაში განთავსებული თანხის 11% (60,793 ლარი) დახარჯა Facebook-ში, გრიგოლ ვაშაძემ უფრო დიდი უპირატესობა მიანიჭა ამ პლატფორმას და ინტერნეტრეკლამაში დახარჯული თანხის 70% (36,888 ლარი) სწორედ Facebook-ში რეკლამის განთავსებას მოახმარა.
ინტერნეტ რეკლამაში გადახდილი თანხის ოდენობით Facebook-ს მოჰყვებიან შუამავალი სარეკლამო კომპანიები „რედბერი“ და „ედლაინი“. ორივე „პალიტრის“ ჰოლდინგში შემავალ ვებსაიტებზე ათავსებდა რეკლამას. „რედბერი“ ძირთადად ვიდეოების განთავსებაზე უწევდა მომსახურებას, „ედლაინი“ კი ბანერების განთავსებაზე. სარეკლამო შემოსავლების მიღების თვალსაზრისით მეოთხე ადგილზეა „მოზაიკ დიჯითალი“, რომელიც რეკლამას ათავსებდა ემიგრანტებზე ორიენტირებულ ისეთ ვებსაიტებზე, როგორიცაა georgians.gr და diaspora.ge. ამ ვებსაიტებზე სალომე ზურაბიშვილმა რეკლამა პირველი და მეორე ტურის შუალედში განათავსა.
შუამავალ სარეკლამო კომპანიებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ონლაინ გამოცემებიდან ყველაზე მეტი (24552 ლარი) ღირებულების რეკლამა საარჩევნო კანდიდატებიდან შპს „ბათუმელებმა“ მიიღო, რომელიც ორ ვებსაიტს ფლობს - www.netgazeti.ge და www.batumelebi.ge . ეს გამოცემა „პირველ რადიოსა“ და „ნიუპოსტთან“ ერთად გამონაკლისია, სადაც როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო მასალები განთავსდა.
რადიოსა და პრესაში რეკლამა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა. გრიგოლ ვაშაძეს ეს პლატფორმები არ გამოუყენებია. რადიოებიდან ყველაზე მეტი ოდენობის (79, 670 ლარი) ფასიანი პოლიტიკური რეკლამა „ფორტუნას“ ჰოლდინგში შემავალ რადიოებში განთავსდა, შემდეგ ადგილზე კი რადიო „ჰერეთია“ 23,382 ლარით.
სალომე ზურაბიშვილმა ჯამში 17 ბეჭდურ გამოცემაში განათავსა რეკლამა წინასაარჩევნო პერიოდში. მათგან ყველაზე მეტი, 19,500 ლარის ღირებულების სარეკლამო მასალა „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა. შემდეგ მოდის გურიანიუსი და მისი გამოცემა „21-ს ქვემოთ“.

14.12.2018
ვრცლად

გაქცეული პრეზიდენტი“,
„სტოკჰოლმის სინდრომი“ ფეისბუკში უშუალოდ არჩევნების წინ 20
სექტემბერს და 6 ნოემბერს გამოჩნდა. „მიშა მაზიანი“ და
„ტრანსფორმატორი“ კი 2 ივლისს და 12 ივნისს შეიქმნა. აღნიშნულ
გვერდებს ის აერთიანებდათ, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში
გააქტიურდნენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ , მისი ლიდერებისა
და პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მადისკრედიტირებელ მასალებს
ავრცელებდნენ.
28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა
გაიმარჯვა. 29 ნოემბერს კი მისი ოპონენტის - „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ გააქტიურებული
ხუთი გვერდი გაუქმდა.

არჩევნების პირველი ტურის შედეგების
გამოცხადებისთანავე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა
ტელეკომპანია „იმედმა“
არხზე ხშირად ჩნდებოდნენ ხელისუფლების
წარმომადგენლები, რომელთანაც ტელეკომპანიის წამყვანებს ვრცელი
ინტერვიუები ჰქონდათ, მაგალითად კახი კალაძესთან, დავით
სერგეენკოსთან, მაია ცქიტიშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან, ივანე
მაჭავარიანთან. ინტერვიუების მიმდინარეობისას მთავრობის
წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება საუბარი იმ მიმართულებით
წაეყვანათ, რომელიც მათთვის იქნებოდა მომგებიანი.
10 ნოემბერს შაბათის ქრონიკის მთავარი
სტუმარი თბილისის მერი კახი კალაძე იყო. ამ დღეს თბილისში,
პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის
სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. ინტერვიუს პარალელურად, აქციაზე
სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა გადაცემის წამყვანს ერთხელაც
„ნაციონალური მოძრაობისადმი“ კრიტიკული
ტონი და „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობა ცალკეული შემთხვევა არ ყოფილა
და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოტივი „იმედი LIVE”-ის ეთერში გასვლას
ლაიტმოტივად გასდევს. როგორც წამყვანმა თეონა გეგელიამ პირველ
გადაცემაშივე აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ
სატელევიზიო გადაცემის წაყვანა არც მისთვის იყო „კომფორტული
მდგომარეობა“, თუმცა განმარტა, რომ „ამ ძალის [ნაციონალური მოძრაობის]
ხელისუფლების რომელიმე შტოსთან მოახლოვების წინააღმდეგ პოზიციონირება
არის ამ ტელეკომპანიის ღირებულებითი არჩევანი და ჩემი პირადი
არჩევანიც.“
ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და
გრიგოლ ვაშაძის შესახებ კი ძირითადად შემდეგი მესიჯები ტრიალებს -
„მტერი“, „ტერორისტული ორგანიზაცია“, „რევოლუციური სექტა“ „რუსული
პროექტი“ და ა.შ. გადაცემაში ასევე იყენებენ გრაფიკულ მანიპულაციებს,
როგორიცაა ვაშაძის რუსეთის დროშის ფონზე გამოსახვა (სალომე
ზურაბიშვილის კი საფრანგეთის დროში) და სისხლისფრად შეღებილი ნიაღვრის
ნაკადით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან დაკავშირებული
ჩინოვნიკების გამოსახულებების გადაფარვა.
გადაცემა „იმედი LIVE” თავისი ფორმატითა
და შინაარსით ტელეკომპანია „იმედზე“, ნაწილობრივ, რუსთავი 2-ის
გადაცემა „კვირის აქცენტებს“ წააგავს, თუმცა საწინააღმდეგო პოლიტიკური
პოლუსითა და ნაკლები უცენზურო გამონათქვამით. რუსთავი 2-ის აღნიშნული
გადაცემის შესახებ, მედიაჩეკერმა რამდენიმე დღის წინაც მოამზადა

რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო
გამოშვება კი კვლავინდებურად მაქსიმალურად კრიტიკულია ხელისუფლებისა
და მისი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. არჩევნების მეორე ტურის
გამოცხადებიდან მალევე, „კურიერმა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით,
აქტიური დაიწყო, ხელისუფლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით
ამომრჩევლებზე
რაც შეეხება რუსთავი 2-ის ტოქ შოუ
„არჩევანს“, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე
სულ 7 გადაცემა გავიდა. ამათგან ერთი გადაცემა დაეთმო „ხალხის ხმას“,
სადაც როგორც წესი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობის
კომენტარებია ხოლმე თავმოყრილი მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ერთი
გადაცემა მთლიანად დაეთმო ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“.
არჩევნების მეორე ტურის წინა ღამეს კი გადაცემაში საზოგადოების
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გადაცემაში მიწვეულნი,
თუმცა აღსანიშნავია რომ ამ ადამიანების უმეტესობა ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის კადიდატის მხარდამჭერები ან სახელისუფლებო კანდიდატისადმი
უკიდურესად კრიტიკულად განწყობილები იყვნენ. დარჩენილი გადაცემების
სათაურები („წართმეული არჩევანი; რატომ გვაშინებს ოცნება“,
„ივანიშვილის ძველი გვარდია“, „მზადება გაყალბებისთვის“) კი
თავისთავად მეტყველებს გადაცემების პათოსზე.
ზოგადად, გადაცემა „იმედისა“ და რუსთავი
2-ის ტოქ შოუებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად
სენსაციური იყო. მაყურებელს ჰქონდა საშუალება, რომ მშვიდად მოესმინა
თითოეული წამყვანისა თუ სტუმრის პოზიცია. თუმცა, გადაცემის სტუმრებს
შორის ჭარბობდა ხელისუფლების მომხრე ან ნაციონალური მოძრაობისადმი
მკვეთრად ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკოსები, სახელმწიფო
მოხელეები ან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები
(რამდენიმე მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, გოგა ხაინდრავა, ხათუნა
ხოფერია, ზაზა შათირიშვილი, ნაირა გელაშვილი და ა.შ.). გადაცემაში
სტუმრად ასევე ჰყავდათ სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნებისადმი
კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები (მაგ. რომან გოცირიძე, გიორგი
ვაშაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი) ანდა საჯარო ფიგურები, რომლებიც
კრიტიკულად არიან განწყობილნი როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური
საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი (დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე,
ზურაბ ჯაფარიძე).

27 ნოემბრის მონაცემებით, გვერდს 2000-ზე
მეტი მოწონება აქვს და დაახლოებით ამდენივე გამომწერი ჰყავს. ამ
ციფრების კვალობაზე, გაცილებით მაღალია პოსტების მოწონებისა და
გაზიარების მაჩვენებლები. იმ შემთხვევაში კი, როდესაც კონტენტს
არეკლამებენ, ასეთი ძირითადად ვიდეოებია, ნახვების მაჩვენებელი
ყოველდღიურად ათასობით იზრდება. მაგალითად, გვერდის მიერ გავრცელებულ
და დაფინანსებულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორ
დღეში 130 000-მდე ნახვა და 2000 გაზიარება ჰქონდა, ერთ კვირაში კი
ვიდეო 300 000-მდე ფეისბუკ მომხმარებელმა ნახა და 4 000-მდე ადამიანმა
გააზიარა.
ISFED-ის დაკვირვებით,
გრიგოლ ვაშაძისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციის
მიზნით „ფეისბუქზე“ 27 გვერდი მოქმედებს. მათ ჯამში 403,417
მომწონებელი ჰყავთ. 1 ივნისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ამ გვერდებზე
ჯამში 4,766 პოსტი გამოქვეყნდა.
რაც შეეხება “ქართულ ოცნებისა” და
სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელ გვერდებს, ორგანიზაციამ
სოციალურ ქსელში ასეთი 26 გვერდი აღმოაჩინა. მათგან თოთხმეტი 2012
წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ახლო პერიოდში
შეიქმნა და მათი მიზანი წარსულში „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია
იყო. დანარჩენი 12 გვერდის შექმნა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების
ციკლის დაწყებას ემთხვევა. 26 გვერდს ჯამში 452,572 მომწონებელი ჰყავს
და 1 ივნისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ამ გვერდებზე 10,538 პოსტია
გამოქვეყნებული.