22.08.2025
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში პრესის თავისუფლების
მსოფლიო დღის აღსანიშნავად, კონკურსისთვის - „ევროკავშირის პრიზი
ჟურნალისტიკაში 2025“განაცხადების მიღება
გამოაცხადა. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის
ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
კონკურსი გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში გამოავლენს:
- საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
- საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
- საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
- საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში.
განაცხადის ფორმა და ნამუშევრების წარდგენის წესები იხილეთ აქ: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism-rules/
კონკურსი ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2012 წელს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობით დაარსდა და მას შემდეგ ის ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის წესები „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პრინციპებს ეფუძნება და მიზნად ისახავს პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების უფრო მტკიცედ დამკვიდრებას ქართულ მედიაში.