შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა
და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი
ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო
სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. 
შსს მზია ამაღლობელს 11 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავება.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
პოლიცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი.
----------------------------
მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში წერია, რომ ის არა სტიკერის
გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო
დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ
ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც
ადასტურებს. 
ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი
დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ
ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი
შექმნილიყო. 
----------------------------
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს ირაკლი დგებუაძისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით 28 აპრილს საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა.
ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი 80-ზე მეტი ორგანიზაცია ითხოვს. 18 მარტიდან „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ კლუნის ფონდმა. ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანია დაიწყო ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მაც.

                                    ![დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები ტელეკომპანია
„ფორმულას“ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და
მისი დაკავების ფაქტს მედიაზე თავდასხმის კიდევ ერთ გამოვლინებად
მიიჩნევენ.
 
მედიების ერთობლივი განცხადება:
„20 ოქტომბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით
დააკავეს და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ არ გაითვალისწინა, რომ ქეთა ციცქიშვილი 12
წლის ბავშვის დედაა და “ქართული ოცნების” მიერ ერთ დღეში მიღებული
სადამსჯელო კანონების საფუძველზე მის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.
დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები
უკანონოდ და მედიაზე თავდასხმის კიდევ ერთ გამოვლინებად მივიჩნევთ
ქეთა ციცქიშვილის დაკავებას და ვუცხადებთ მას მხარდაჭერას და
სოლიდარობას.
გუშინ, იმავე ბრალდებით დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტსა და
წამყვანს, ვახო სანაიას.
ამ დაკავებებს წინ უძღოდა “ქართული ოცნების” მიერ
დაჩქარებული წესით  გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების
შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ხელისუფლებამ
ქვეყნის მოქალაქეებს ფაქტობრივად აუკრძალა კონსტიტუციით გარანტირებული
პროტესტის უფლება. 
ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე, დამოუკიდებელი
მედია ხელისუფლების პირდაპირი სამიზნეა. მაშინ, როდესაც დღემდე
უკანონო პატიმრობაშია ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი,
გამოუძიებელია ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმის ფაქტები, პროფესიულ
მოვალეობაში ხელის შეშლისა და მედიის წარმომადგენლების ქონების
დაზიანების შემთხვევები, “ქართული ოცნების” პოლიცია, პროკურატურა,
ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო, ჟურნალისტებზე მორიგი ძალადობით,
დაჭერით და დაპატიმრებითაა დაკავებული.
მიგვაჩნია, რომ ბოლოს მიღებული რეპრესიული კანონდებლობა, ისევე,
როგორც მანამდე მიღებული და ამოქმედებული კანონები, მიზნად ისახავს
ქვეყანაში კრიტიკული აზრის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო
საზოგადოების სრულად განადგურებას. ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის
დაკავებაც “ქართული ოცნების” ამ ავტორიტარული პოლიტიკის ნაწილია და
ჟურნალისტებისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას
ემსახურება. 
მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” ხელისუფლება ყველა გზას
იყენებს მედიის გასაჩუმებლად, ვაგრძელებთ ჩვენი პროფესიული მისიის
შესრულებას,  საზოგადოების ინფორმირებას და სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლების დაცვას“.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები [სია
განახლებადია]:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია/„მედიაჩეკერი“;
მედია აპრილი;
ინდიგო;
ბათუმელები/ნეტგაზეთი;
აჭარა თაიმსი;
მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“;
რადიო „მარნეული“; 
ჩემი ხარაგაული;
ტვ კავკასია;
ტაბულა;
ტვ პირველი;
On.ge;
სტუდია „მონიტორი“;
„ინფო იმერეთი“;
BMG (Business Media Georgia);
ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი;
ფორმულა;
სამხრეთის კარიბჭე;
ქუთაისიპოსტი;
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი;
პუბლიკა;
Chai Khana;
მაუწყებელი;
აი, ფაქტი;
აქცენტი;
OC Media;
JAMnews;
პლატფორმა კაქტუსი;
Movement;
ალიქ მედია ჯორჯია;
პროექტი 64;
ქართლის ამბები;
რადიო WW;
კახეთის ხმა;
გურიის მოამბე;
TOK მედია;
ოდიში ნიუსი;
მედია სახლი „გურია NEWS“;
GHN;
metronom. ge;
რადიო თბილისი;
რადიო ჰერეთი;
რადიო ციტრუსი;
 დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები ტელეკომპანია

რადიო ციტრუსი;](https://cdn.gweb.ge/buffer/1001663/pictures/category/c0bd7255b55b7eed973674b57b6c5b3a.png) 