„ქარტიის პრიზი 2025-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
15.12.2025


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ „ქარტიის პრიზი 2025-ის” გამარჯვებულები გამოავლინა. პრიზი 4 ნომინაციაში გაიცა: 

გამარჯვებულის გარდა, ამ კატეგორიის ფინალისტები იყვნენ მზია საგანელიძე ნამუშევრით „ხაზები კედელზე/ბრძოლით მოპოვებული მედიკამენტის შედეგი“ და დათო ქორიძე პროტესტის მეექვსე დღის შესახებ ნამუშევრით. 

ნათია ამირანაშვილის გარდა, ამ კატეგორიაში ფინალისტები იყვნენ: სალომე ჩადუნელი ნამუშევრით „პაემანი და ქორწილი ციხეში - როგორ ხვდებიან პატიმრებს ოჯახის წევრები“, მიხეილ გვაძაბია ნამუშევრით Georgian Dream is watching: how AI-powered surveillance is used against Tbilisi protesters და ეკა ქევანიშვილი ნამუშევრით „იქ არ არის ტუალეტი“ - რა ხდება სასამართლოს საკნებში, სადაც დაკავებულები საათობით იცდიან“.

პრიზი ამ ნომინაციისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დააწესა. გამარჯვებულის გარდა, ამ ნომინაციის ფინალისტები იყვნენ: მარიამ ბოგვერაძე ნამუშევრით „ბრძოლა სიტყვასთან, რომლის ფასსაც ქალები გადაიხდიან“, თამარ გეგიძე და ვახო ქარელი ნამუშევრით „ფერმერი ქალის ცხოვრება სახლიდან შორს“, „პუბლიკა“ ნამუშევრით „რუსი სამოქალაქო აქტივისტი ქართულ ციხეში“

ამ კატეგორიაში ასევე, ფინალისტები იყვნენ: ნანუკა ბრეგაძე, აიდან იუსიფი და მარიამ კაჭკაჭაშვილი ნამუშევრით „ქართული ეტიკეტის ძალა: რუსული არყის ფანერა ევროპულ ბაზარზე“,  ბასტი მგალობლიშვილი ნამუშევრით „შსს პოლიციელების მიერ ნაცემ ჟურნალისტს სამართალდარღვევას ედავება“, ქეთი თუთბერიძე და ზურა მოდებაძე ორნაწილიანი ნამუშევრით: „პოლიპატიმრების ქრონიკა (ნაწილი I) - პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები მოქალაქეთა წინააღმდეგ“; „პოლიპატიმრების ქრონიკა (ნაწილი II) - პოლიტიკურად მოტივირებული საქმე 11 ბრალდებულის წინააღმდეგ“, თამარ გელაშვილი და ზაზა წულაძე ნამუშევრით „კულტურის „თუნუქიზაცია“.

„ქარტიის პრიზი 2025“-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ სპეციალური პრიზი სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა უკანონო პატიმრობაში მყოფ, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს.


„ქარტიის პრიზი“ წელს მეცამეტედ გაიცა. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ყოველწლიური კონკურსის მიზანი ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ