სუსის შენობასთან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ფორმულას“ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს და კადრები წაუშალეს
26.01.2026


„ფორმულას“ განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს, ტელეფონი წაართვეს, ადგილზე გადაღებული კადრები წაუშალეს და დაჭერით დაემუქრნენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მივედი ტელეფონით, ტელეფონის შტატივით და მიკროფონით. არ მყავდა ოპერატორი და მძღოლი, ვიყავი მარტო. როგორც კი დავიწყე გზის მეორე მხრიდან გადაღება, სუსის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ გადაღება არ შემეძლო,რადგან საგამოძიებო მოქმედებებს ვუშლიდი ხელს. ვუთხარი, იმდენად შორს ვარ, შეუძლებელია ხელს ვუშლიდე საგამოძიებო მოქმედებებს-მეთქი. შემდეგ წამართვეს ტელეფონი, წამიშალეს ყველაფერი. რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ ჰქონდათ ტელეფონი და შემდეგ თვითონ მიღებდნენ ფოტოებს და მეუბნებოდნენ, რომ უნდა წავსულიყავი მიუხედავად იმისა, რომ ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი“, - ამბობს ნანო ჩაკვეტაძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

ჩაკვეტაძე სუსის შენობასთან ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს აშუქებდა. უწყების ინფორმაციით, ის საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ