თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის - „რეალური
სივრცის“ თანამშრომლების: ქეთევან კაპანაძე, იოსებ კაციტაძე, თამარ
მშვენიერაძე, ომარ წოწორია, ტუხა კვინიკაძე ტელევიზიიდან
გათავისუფლების საქმეზე საჩივარი არ დააკმაყოფილა.
„პირველი არხის“ ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან
გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და 2022 წლის 30
დეკემბრის უვადო შრომითი ხელშეკრულებების პირობებით გადაცემა „რეალური
სივრცის“ შესაბამის პოზიციებზე აღდგენას ითხოვდნენ. სასარჩელო
მოთხოვნებში ასევე მითითებული იყო, რომ თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ
პირვანდელ სამუშაოზე მათი აღდგენა შეუძლებელი იყო, მოპასუხეს უნდა
დავალებოდა ტოლფასი, მათივე კვალიფიკაციისა და სატელევიზიო
გამოცდილების შესაბამისი სამუშაოთი უზრუნველყოფა. ხოლო, თუ აღდგენა ან
ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო, ისინი მოითხოვდნენ
თითოეული მოსარჩელისთვის კომპენსაციის დაკისრებას 36 თვის ხელფასის
ოდენობით.
მოსარჩელეთა მოთხოვნებსა და მხარეთა პოზიციებზე იხილეთ
აქ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გია ბერაიამ კი „პირველი არხიდან“ გათავისუფლებული წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საჩივარზე, რომლითაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდაან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანონ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“, მისი გუნდის წევრებს კი, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა.

