„TV პირველის“ დირექტორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ლევან ჯორბენაძე
დაინიშნა. ის პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ჯორბენაძე 2014-2016 წლებში „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურში, 2012-2015 წლებში კი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა „დილის გაზეთში“, „პირველ არხზე“, „რადიო უცნობში“, „რუსთავი 2“-სა და „იმედშიც“.
„TV პირველის“ 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა, ვატო წერეთელმა არხის სამეურვეო საბჭო და დირექტორობის მომავალი კანდიდატი გუშინ, 23 სექტემბერს წარადგინა.
ტელევიზიის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოში, რომელსაც ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს, არიან: ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი, ჟურნალისტი და მედიის კომუნიკაციის სპეციალისტი დოდო შონავა, იურისტი და უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მედიის მკვლევარი დავით ძიძიშვილი, მსახიობი ირაკლი აფაქიძე და ჟურნალისტები: ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია, თამარ ჯინჭარაძე.

