„ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას შსს-ის წარმომადგენელმა ხელკეტი დაარტყა
15.05.2024


საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორს, გიორგი ჟამერაშვილს გუშინ, 14 მაისს საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას შსს-ის წარმომადგენელმა ხელკეტი დაარტყა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.

გიორგი ჟამერაშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.

წყარო: „სტუდია მონიტორი“.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები