28 ოქტომბრის კიბერთავდასხმის შემდეგ, მუშაობა თითქმის ყველა ონლაინ გამოცემამ განაახლა, მათი საიტები აღდგა. გამოცემებში ამბობენ, რომ მომხდარის გამო ვებგვერდებზე არსებულ კონტენტს პრობლემები არ შექმნია, არაფერი წაშლილა. ონლაინგამოცემებისგან განსხვავებით, "იმედში" ამბობენ, რომ ამ დრომდე შეფერხებით მუშაობენ, მათ პრობლემა სისტემაში ჰქონდათ და ჯერ ყველა კომპიუტერი აღდგენილი არ არის.
ბოლო ინფორმაციით, “პროსერვისმა”, რომლის სერვერებზეც იყო
განთავსებული იმ მედიების უმეტესობა, რომელთაც გუშინ პრობლემები
შეექმნათ, თავდასხმის მიზეზი დაადგინა, თუმცა, ჯერ არ
ასაჯაროებს.
“29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო ყველა საიტი.
ჰოსტინგ კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს”, -
ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ დღეს, 29 ოქტომბერს
გაავრცელა.
კომპანია აგრძელებს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ
უსაფრთოხების დეპარტამენტთან და მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან:
“ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა მიმდინარე
საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით
გახდება ცნობილი”, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
კონკრეტულ მიზეზებზე არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საუბრობს.
“შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის
შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.. ამ ეტაპზე, ჩატარებული
საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა,
რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ. "დიფეისი"
(Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ
მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე
კიბერშეტევის სტილი არის იდენტური”, - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
28 ოქტომბერს, კიბერთავდასხმის მსხვერპლი, დაახლოებით 2 000-მდე საიტი
გახდა, მათ შორის, მედიაორგანიზაციების ვებგვერდები. საიტების
გახსნისას მათზე ჩნდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის
ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით - “მე დავბრუნდები” (“I’ll be
back”).
ამავე დღეს ტექნიკური პრობლემა შეექმნა ტელეკომპანიებს “იმედს”,
“მაესტროსა” და “GDS-ს”. “იმედის” საინფორმციო სამსახურის უფროსის
ირაკლი ჩიხლაძის ინფორმაციით, ტელევიზიის შიდა ქსელი დაახლოებით 20
წუთის განმავლობაში იყო პარალიზებული. როგორც ტელეკომპანიის იურისტმა,
ანდრო ლაშხმა განაცხადა, დაზიანდა ძვირადღირებული
ტექნიკა.
მომხდარი “იმედმაც” სავარაუდო კიბერშეტევას დაუკავშირა, შსს-ში კი
დღეს განაცხადეს, რომ მაუწყებლებლებში შექმნილი პრობლემა გუშინ ორი
ათასზე მეტ საიტზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან კავშირში არ
იყო.
“ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის
კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი
ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით”, - ნათქვამია
შსს-ს განცხადებაში.
"იმედის" იურისტი ანდრო ლაშხი "მედიაჩეკერთან" საუბარში ამბობს, რომ
მათ პრობლემა ვებგვერდზე არ ჰქონიათ, საეთერო პრობლემები იყო, ვირუსი
სისტემაში შეიჭრა. მისივე თქმით, შსს-ს განცხადებაშიც ეს არის
მითითებული, რომ "იმედს" სერვერზე არ ჰქონია პრობლემა: "შსს-ში გუშინ
დავრეკეთ, მოვიდნენ ადგილზე, გამოკითხეს თანამშრომლები და ახლაც
მუშაობენ. ვერაფერთან ვერ ვაკავშირებთ, ვვარაუდობთ, რომ კიბერშეტევა
იყო, თუმცა, დაზუსტებით ამასაც ვერ ვამბობთ, რადგან ჯერ გამოძიების
შედეგები არ არის ცნობილი".
მაუწყებლის იურისტის განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალი შესწავლილი არ
აქვთ: "ჯერ სრული სურათი არ გვაქვს, კვლავ შეფერხებით ვმუშაობთ,
ჯერჯერობით ყველა კომპიუტერი არ არის აღდგენილი და არ ვიცით, რისი
აღდგენა შეიძლება და რისი არა".
კიბერთავდასხმის შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის
სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით იძიებს, რაც კომპიუტერულ
სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების და/ან
კონპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
“მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა,
გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება
ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი
ექსპერტიზები.” - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.




მისივე თქმით, 20 წუთის
განმავლობაში პარალიზებული იყო ტელევიზიის შიდა ქსელი, რის გამოც
მაუწყებელი თბილისიდან და რეგიონებიდან მასალებს ვერ იღებდა.


“პუბლიკა, საზოგადოება, ხალხი -
პრინციპში, მესიჯიც ის არის, რასაც ეს სახელი ამბობს. ჩვენი მიზანია,
რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს იმ თემებზე, რაც უშუალოდ ეხება მათ
ყოველდღიურობას, რაც მათი მომავალი, უკეთესი ცხოვრებისა და
ინფორმირებული არჩევანისთვის არის საჭირო”, - გვეუბნება “პუბლიკას”
მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.
ბასტი მგალობლიშვილი ამბობს, რომ
"პულიკა" აუდიტორიას პოდკასტებსაც მოუმზადებს. “დიდი მოლოდინი გვაქვს.
ვფიქრობ, ეს ძალიან გაამრავალფეროვნებს ჩვენს კონტენტს.
ექსპერიმენტებს ვატარებთ, გვინდა, რომ ვიდეო ესეს ფორმატიც
შემოვიტანოთ. მაგალითად, მე ვაკეთებ კინოზე ვიდეო ესსეს და ვნახოთ,
გაამართლებს თუ არა. გვექნება ფოტო რეპორტაჟებიც”, - გვეუბნება ბასტი
მგალობლიშვილი და ამატებს, რომ კონტენტის ვიზუალი მათი ერთ-ერთი,
მნიშვნელოვანი პრიორიტეტია: “მიუხედავად მცირე რესურსებისა, ბევრი
ვიფიქრეთ ვიზუალურ მხარეზე. რა თქმა უნდა, მთავარი შინაარსია, მაგრამ
ფორმა, როგორ მიიტან მკითხველამდე ინფორმაციას, არანაკლებ
მნიშვნელოვანია”.



“ჩვენ თავიდანვე გავაპროტესტეთ და
სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი პროცედურის დარღვევასთან
დაკავშირებით, იმიტომ, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჩვენს
ფრაქციასთან კონსულტაცია არ გაუვლია, ისე მიიღო გადაწყვეტილება.
ვითხოვდით მოგვცემოდა საშუალება, რომ კომისიის მიერ შერჩეულ ცამეტივე
წევრთან ჩვენ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, გასაუბრების საშუალება
გვქონოდა, მაგრამ ეს შანსი არ მოგვეცა”, - ამბობს ასმათ დიასამიძე და
ამატებს, რომ შესაძლოა მათ კანდიდატი არ წარადგინონ, - “ჩვენ
ვფიქრობთ, რომ ამ კანდიდატებს შორის (საუბარია კომისიის მიერ
წარდგენილ 13 კანდიდატზე. რედ.) არჩევანს არ გავაკეთებთ და კონკურსი
თავიდან გამოცხადდება. ზუსტ გადაწყვეტილებას, ალბათ, ორშაბათს
ვაცნობებთ საზოგადოებას.”
“ის, რომ “ქართული ოცნების” ორმა
ფრაქციამ წარადგინა ორი კანდიდატი, უკვე დარღვევაა, ახლა თუ
“ნაციონალური მოძრაობაც” წარადგენს, გამოდის, რომ მრჩეველთა საბჭოში 4
წევრი იქნება ფრაქციების მიერ წარდგენილი და ერთი დამოუკიდებელი
კანდიდატის. ამით კი, ის პროპორცია, რაც არის კანონით
გათვალისწინებული, დაირღვევა”, - ამბობს საიას მედია მიმართულების
იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.
23 ოქტომბერს აჭარის ტელევიზიისა
და რადიოს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანმა ირინა ყურუამ ერთი დღით
თოქ-შოუს წაყვანაზე უარი განაცხადა და მაყურებლის წინაშე
მაუწყებელის სარედაქციო
პოლიტიკაში ხელისუფლების ჩარევის საფრთხეებზე აჭარის ტელევიზიის
თანამშრომლები აქამდეც საუბრობდნენ. 30 სექტემბერს მაუწყებელში
დასაქმებულმა ჟურნალისტებმა 




