საინფორმაციო გამოშვებები, ორი პოლიტიკური ტოქშოუ, ნანუკას შოუ
ახალი ფორმატით და ვანოს შოუ, დილის გადაცემა - იმ გადაცემების
ჩამონათვალია, რომელსაც ახალი ტელევიზია “მთავარი არხი” მაყურებელს ამ
კვირაში შესთავაზებს. მაუწყებლობა დღეს, 9 სექტემბერს, საღამოს 9
საათზე, მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაიწყება.
დღის მთავარ საინფორმაციო
გამოშვებას, “რუსთავი 2-ის” ყოფილი წამყვანები დიანა ჯოჯუა და პაატა
იაკობაშვილი გაუძღვებიან.
“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის
თქმით, საინფორმაციო გამოშვების გარდა დღეს მაყურებელი ნიკა
გვარამიასა და ეკა კვესიტაძის პოლიტიკურ ტოქ-შოუს “მთავარ აქცენტებს”
ნახავს, რომელიც ეთერში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ
გავა.
ხვალიდან არხი მაუწყებლობას უკვე დილიდან დაიწყებს. დღის განმავლობაში
მაყურებელი ახალი ამბების ოთხ გამოშვებას იხილავს: 12:00, 15:00,
18:00 და 21:00 საათზე. მიმდინარე კვირაშივე საინფორმაციო გამოშვებებს
დაემატება დილის გადაცემა, 09:00 საათზე.
“ვეცდებით ვიყოთ ოპრატიულები,
ვიქნებით ყველგან, სადაც ხდება მთავარი”, - ამბობს ნოდარ მელაძე
მედიაჩეკერთან საუბრისას.
მიმდინარე კვირაშივე იგეგმება კიდევ ერთი პოლიტიკურ ტოქ-შოუს დაწყება,
- ნანუკას შოუ ახალი ფორმატით, გასართობი გადაცემების ციკლიდან
ჩაეშვება - ვანოს შოუ. კვირის ბოლოს “მთავარი არხი” კვირის მოვლენებს
გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” შეაჯამებს, რომელსაც ასევე “რუსთავი 2-ის”
ყოფილი სახე და გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” ყოფილი წამყვანი გიორგი
გაბუნია წაიყვანს.
ნოდარ მელაძის განმარტებით, არხის ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივ
რეჟიმში განახლება მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ
პირველ ეტაპზე მთავარი მიზანი - ეთერში გასვლა უზრუნველყონ: “გზადაგზა
ბევრი ტექნიკური შემატება გვექნება”.
ნოდარ მელაძე ამბობს, რომ “მთავარ არხზე” მაყურებელი რეალურად
თავისუფალ ამბებს მოისმენს და ნახავს, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები
ჩვენს ქვეყანაში, ანუ იმას, რასაც “სამთავრობო არხებზე” ვერ ნახავენ.
გარდა ამისა, მელაძის თქმით, “მთავარის” გუნდში ქვეყნის წამყვანი
რეპორტიორები მუშაობენ, რომელთა მიერ მომზადებული საინფორმაციო
გამოშვებაც წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ბოლო
2-3 წლის განმავლობაში კი რეიტინგების რეკორდსმენი იყო.
*****************
“მთავარი არხი” “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა
ნიკა გვარამიამ დააფუძნა მას
შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი სამსახურიდან
გაათავისუფლა. ამ ცვლილებას, 18 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უსწრებდა,
რომლის მიხედვით არხის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა.
ნიკა გვარამიას შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, “რუსთავი 2-დან”
გაათავისუფლეს პოლიტიკური
ტოქშოუების წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი,
ასევე გასართობი გადაცემების წამყვანები. ამ გათავისუფლებებს
ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, არხი დატოვა “კურიერის” გუნდმა და
საინფორმაციო გამოშვება ამ დრომდე ეთერში არ დაბრუნებულა.
"მთავარი არხი" საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს
დარეგისტრირდა. უფრო ზუსტად, დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა,
15 აგვისტოს კი შეეცვალა სახელი და მფლობელები და გახდა ”მთავარი
არხი”. მისი 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა. 49%-ს კი
კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების
მიხედვით შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია
იკავებს. ასევე დირექტორების პოსტებზე არიან “რუსთავი 2-ის” ყოფილი
იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ფინანსური
დირექტორი კი, ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი
ირაკლი ნიჟარაძეა. მთავარ არხზე საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე
ხელმძღვანელობს.
“რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეებიდან მთავარ არხზე ვიხილავთ: დიანა
ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, მიხეილ სესიაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს,
გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, ნოდარ მელაძეს, თამარ ბაღაშვილს,
გიგლა თუმანიშვილს, ნინო სამყურაშვილს, თეა ადეიშვილს, დავით ერაძეს
და თამთა დოლენჯაშვილს.




3 სექტემბერს საჯარო რეესტრში
ასახული ცვლილებების მიხედვით, თითოეულმა თავისი წილის 12,75% დავით
კეზერაშვილს 1000 ლარად გადასცა. შესაბამისად, დავით კეზერაშვილი შპს
ფორმულას 51%-ის მფლობელი გახდა, მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე,
ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა კი კომპანიის დარჩენილ 49%-ს
თანაბრად (12,25%) ინაწილებენ.



“მეტ კვალიფიკაციას არც მოველოდი
მთავრობისგან და მათი პიარისგან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ: “კავკასია”
არის ეროვნული ტელემაუწყებელი საქართველოს კანონმდებლობის და
კომუნიკაციების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით. ახლა
თქვენ სად აგიხსნათ, რომ ეროვნული ტელემაუწყებელი ერთ კონკრეტულ
მულტიპლექსში ჩართვას არ ნიშნავს და ციფრულ საუკუნეში საქართველო
შესაძლოა რამდენიმე მულტიპლექსით, თანამგზავრით და სხვადასხვა
საშუალებებით დაფარო. ისე თუ გეპატარავებით თვალში ან უბრალოდ არ
მოგწონვართ პირდაპირ თქვით, ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრეთ
სამომავლოდ”, - ასე გამოეხმაურა “ფეისბუკში” პრემიერის პრესსამსახურის
განმარტებას ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო
ჯანგირაშვილი.
არხის სამაუწყებლო ბადის
დეტალებზე ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “იბერიას” ყოფილი შენობიდან
Facebook-ის პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა. “მთავარი არხი” დროებით
მაუწყებლობას სწორედ “იბერიის” შენობიდან დაიწყებს და მის ტექნიკას
გამოიყენებს. ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის ერთ-ერთ მთავარ
პარტნიორად სწორედ “ომეგა ჯგუფის” მფლობელი და ტელეკომპანია “იბერიას”
დამფუძნებელი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი დაასახელა. მთავარი არხის
დამფინანასებლებისა და სხვა პარტნიორების შესახებ საუბრისგან ნიკა
გვარამია თავს იკავებს და ამბობს, რომ დეტალებს მათთან
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაამხელს.
მთავარ არხზე საინფორმაციო
სამსახურს ნოდარ მელაძე უხელმძღვანელებს. მისი
თქმით, მაყურებელი ახალ ეთერში ისეთი ხარისხის საინფორმაციო
გამოშვებას იხილავს, როგორსაც “კურიერის” უკვე ყოფილი გუნდისგან არის
მიჩვეული.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”
ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა მას შემდეგ დატოვა, რაც არხის
გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს საინფორმაციო
სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე 
დღის მთავარ საინფორმაციო
გამოშვებას ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი წაიყვანს.
იგი მანამდე ტელევიზია “მესამეში” მუშაობდა, რომელსაც "ფორმულა
კრეატივი" მართავდა. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის რომელ საათზე
გავა ეთერში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება.
21 აგვისტო, "რუსთავი
2-ის" "ნიუსრუმი"
