“ყველა ამბავი არის რთული, არ არსებობს იოლი ამბავი” - მარინა ვაშაყმაძე, Euronews
17.06.2022


"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი, პროფესორი და "ევრონიუსის" ევროპული საბჭოს წევრი მარინა ვაშაყმაძე. მას მედიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 12 წლის განმავლობაში “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა. 



ამ ეპიზოდში მარინა გვიყვება მედიაში თავისი პირველი ნაბიჯების, გამოცდილებისა და პროფესიული გაკვეთილების შესახებ. საუბრობს სტუდენტებზე, ევროპულ, ჟურნალისტურ ღირებულებებსა და რთული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. მარინა გვიზიარებს ხედვებს იმაზე, თუ რა არის მთავარი მედიის სფეროში დასახული მიზნის მისაღწევად, რა ღირებულებები უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს და როგორი უნდა იყოს ნიუსრუმის ხელმძღვანელი.



პოდკასტში მოისმენთ, რატომ არასდროს ჩქარობს დასკვნის გაკეთებას “ვისგან რა დადგება” და რატომ ფიქრობს, რომ ჟურნალისტური განათლება აუცილებელია. 

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ