BMG-იმ On.ge იყიდა - ცვლილებები რეესტრში უკვე აისახა
09.07.2026


ონლაინ მედიასაშუალება On.ge საინფორმაციო სააგენტო BMG-ის საკუთრებაში გადავიდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უკვე აისახა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ახლა შპს „ონ.ჯის“ 19.25%-იანი წილი „ბი ემ ჯის“ ეკუთვნის, 80.75%-იანი წილი კი - შპს „ომედია მედიას“, რომელიც ასევე BMG-ის საკუთრება გახდა. 

„ბი ემ ჯიმ“ იყიდა შპს „ფორმულა ფროდაქშენისა“ და ნინო ტეფნაძის კუთვნილებაში არსებული „ონ.ჯი“-ს 14.25%-იან და 5%-იან წილები და „ომედია მედიას“ 50-50%-იანი წილები ნოდარ დავითურისა და გიორგი ჯიბლაძისგან. 

შპს „ბი ემ ჯი“-ს დირექტორი და 66%-იანი წილის მფლობელი ანნა ლაპიაშვილია,   კომპანიის 34%-იან წილს კი ეკატერინე ბაშარული ფლობს. ლაპიაშვილი გახდა „ომედია მედიას“ დირექტორიც. 

სუბიექტების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციიისთვის საჯარო რეესტრს განცხადებებით 6 ივლისს მიმართეს. „ომედია მედიას“ მონაცემებში ცვლილებები გუშინ აისახა, on.ge-ს მონაცემებში კი - დღეს. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ