კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში ტელემაუწყებლებმა ჯამურად 24 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. როგორც კომისია აღნიშნავს, მასში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, არ შედის „ფორმულას“ კომერციული შემოსავალი. ტელეკომპანიის იურისტის თქმით, ტექნიკური მიზეზების გამო, არხი ComCom-ს ამ მონაცემებს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ტელევიზიების
მიერ მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავლების 74% კი სამთავრობო
ტელეკომპანიებზე, „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ მოდის.
analytics.comcom.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის II კვარტალში ტელემაუწყებლებს შორის ყველაზე მეტი - 9 750 717 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი სწორედ „რუსთავი 2“-მა („მედია ჰოლდინგი“) მიიღო და ამჯერად „იმედს“ გაუსწრო. ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა „ტელეიმედმა“ ამ პერიოდში 8 056 696 ლარის კომერციული შემოსავალი მიიღო. სამთავრობო ტელეკომპანიებთან შედარებით ბევრად ნაკლები - 1 378 024 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ „TV პირველს“. აპრილი-ივნისის პერიოდში 1 177 502 ლარის კომერციული შემოსავალი მიიღო ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა POSTV-მა.
„რუსთავი 2“-ის
TOP დამფინანსებლები:
რეკლამის დამკვეთები, რომლებმაც „რუსთავი 2“-ს 500 000 ლარზე მეტი გადაუხადეს:
- Eurasian Broadcasting Enterprise Limited (07801244) - ინგლისი
- მეამა (405139425) - საქართველო
რეკლამის დამკვეთები, რომლებმაც „რუსთავი 2“-ს 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე გადაუხადეს:
- PG Tüketim Mallari Sanayi AŞ (733 003 2509) - თურქეთი
- ავერსი ფარმა (211386695) - საქართველო
- აიდიეს ბორჯომი თბილისი (404888528) - საქართველო
- ანაგი (245416401) - საქართველო
- ვიმ ბილ დან საქართველო (204546553) - საქართველო
- კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია (201948063) - საქართველო
- ლაქტალის ჯორჯია (404898973) - საქართველო
- პსპ ფარმა (202203123) - საქართველო
- შპს ავენიუ ბაი ორბი (445488749) - საქართველო
- შპს მეტროპოლ მენეჯმენტ (405561379) - საქართველო
„იმედის“ TOP
დამფინანსებლები:
რეკლამის დამკვეთები, რომლებმაც „იმედს“-ს 500 000 ლარზე მეტი გადაუხადეს:
- ანაგი (245416401) - საქართველო
- მეამა (405139425) - საქართველო
- შპს ავენიუ ბაი ორბი (445488749) - საქართველო
რეკლამის დამკვეთები, რომლებმაც „იმედს“-ს 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე გადაუხადეს:
- ავერსი ფარმა (211386695) - საქართველო
- აიდიეს ბორჯომი თბილისი (404888528) - საქართველო
- ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში (211390396) - საქართველო
- დიპლომატ ჯორჯია (204557121) - საქართველო
- ვიმ ბილ დან საქართველო (204546553) - საქართველო
- თ და კ რესტორნები (204909180) - საქართველო
- კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია (201948063) - საქართველო
- ლაქტალის ჯორჯია (404898973) - საქართველო
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ (205274273) - საქართველო
- პსპ ფარმა (202203123) - საქართველო
- ქართული ლუდის კომპანია (404900737) - საქართველო
ბოლო წლების მონაცემებით, (2021-2025) „იმედს“ ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი კომერციული სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა. მან ყველაზე მეტი - 10 812 705 ლარის კომერციული შემოსავალი მიიღო 2026 წლის I კვარტალშიც, „რუსთავი 2“-ის კომერციულმა შემოსავალმა კი ამ პერიოდში 7 938 064 ლარი შეადგინა.
დიდმა ბრიტანეთმა
ქართული სამთავრობო ტელევიზიები: POSTV და „იმედი“ 2026 წლის
თებერვალში
დაასანქცირა. სანქციის მიზეზად ორივე ტელევიზიის
შემთხვევაში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ
განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები
დასახელდა.
ცნობისთვის, ივნისში, ბრიტანულმა გამოცემა CITY A.M-იმ
გაავრცელა ინფორმაცია, რომ Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ
„იმედზე“ მისი პროდუქციის რეკლამის განთავსებაზე შიდა გამოძიება
დაიწყო, ხოლო Procter & Gamble-ის ევროპული ეთიკისა
და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, ჯონ
ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, კომპანიამ,
„იმედთან“ თანამშრომლობა
შეწყვიტა.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი მოიცავს: კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს.
ტელემაუწყებლების 2026 წლის I კვარტლის კომერციულ შემოსავლებზე იხილეთ აქ.

