„TV პირველის“ დირექტორი 3 წლის ვადით ლევან ჯორბენაძე გახდა
24.09.2026


„TV პირველის“ დირექტორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ლევან ჯორბენაძე დაინიშნა. ის პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

ჯორბენაძე 2014-2016 წლებში „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურში, 2012-2015 წლებში კი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა „დილის გაზეთში“, „პირველ არხზე“, „რადიო უცნობში“,  „რუსთავი 2“-სა და „იმედშიც“. 

„TV პირველის“ 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა, ვატო წერეთელმა არხის სამეურვეო საბჭო და დირექტორობის მომავალი კანდიდატი გუშინ, 23 სექტემბერს წარადგინა.  

ტელევიზიის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოში, რომელსაც ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს, არიან: ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი, ჟურნალისტი და მედიის კომუნიკაციის სპეციალისტი დოდო შონავა, იურისტი და უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მედიის მკვლევარი დავით ძიძიშვილი, მსახიობი ირაკლი აფაქიძე და ჟურნალისტები: ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია, თამარ ჯინჭარაძე.  

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ